კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიახლეები

რონალდუს პაემანი მინეტისთან

„რეალის” ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ და სილვიო ბერლუსკონის სექს-სკანდალთან ასოცირებული იტალიელი დეპუტატი, ნიკოლ მინეტი, მადრიდის ერთ-ერთ სასტუმროში სადილობის დროს „გამოიჭირეს“, რამაც ჟურნალისტებს საფუძველი მისცა, ივარაუდონ, რომ რონალდუ თავის საცოლეს, ირინა შეიკს ღალატობს. რონალდუ და მინეტი მხოლოდ სადილით არ შემოფარგლულან, მეორე დღეს ისინი ერთად იყვნენ შოპინგზე, ხოლო ღამით რონალდუ ლამაზმანის სასტუმროს ნომერში გვიანობამდე დარჩა. ირინა შეიკი იმ პერიოდში მაიამიში იმყოფებოდა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი  არ გაუკეთებია. რაც შეეხება თავად ნიკოლ მინეტის, მისი სახელი ერთხელ უკვე გაეხვია სკანდალში, კერძოდ, ბერლუსკონის სექს-წვეულებების ორგანიზატორად სწორედ ის სახელდება.

 

ბალოტელის ახალი ტატუ

„მანჩესტერ სიტის” იტალიელმა თავდამსხმელმა, სკანდალურმა მარიო ბალოტელიმ, ახალი ტატუ გაიკეთა სხეულზე. ბალოტელიმ დაიწერა ჩინგიზ-ყაენის ცნობილი ფრაზა: „მე ღმერთის რისხვა ვარ. თუკი თქვენ არ ჩაგიდენიათ დიდი ცოდვა, ღმერთი არ განრისხდება თქვენზე ჩემი გამოგზავნით”. 24 წლის იტალიელი ფიქრობს, რომ ახალი ტატუ მას ძველი კონდიციების აღდგენაში დაეხმარება, რადგან, სეზონის დაწყებიდან მას ხშირად აკრიტიკებენ იმის გამო, რომ არ აჩვენებს სათანადო თამაშს, რასაც მისგან მწვრთნელები მოითხოვენ. 

 

ავსტრალიის ოლიმპიური სექს-სიმბოლო

ავსტრალიელი მოდელი, მსახიობი, ყოფილი ტანმოვარჯიშე და ამჟამად დიჯეი, 29 წლის ემილი სკოტი, ვინდსერფინგის დიდი მოყვარულია და სპორტის ამ სახიფათო სახეობით არის გატაცებული. „ფლეიბოისთვის” პოზირებით განთქმული ემილი ავსტრალიის სახელით გამოდიოდა ლონდონის 2012 წლის ზაფხულის ოლიმპიადაზე და თავისი ქვეყნის ნაკრების სექს-სიმბოლოდ იქცა. ემილის მთავარი გატაცება მუსიკა და ზღვა ყოფილა. ბოლო დროს იგი თავისუფალ დროს მუსიკას უთმობს და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სექსუალურ დიჯეიდ ითვლება.

 

მძლეოსნის სკანდალური აღიარება

ამერიკელმა მძლეოსანმა, 1992, 1996 და 2000 წლების ზაფხულის ოლიმპიადების მონაწილემ, სიუზი ფეივორ ჰემილტონმა, საჯაროდ აღიარა, რომ ბოლო პერიოდში ლას-ვეგასში მეძავად მუშაობდა და კლიენტებს გამოძახებით ემსახურებოდა. სიუზი – 44 წლის, გათხოვილი ქალი და სამი შვილის დედა,  კელის ფსევდონიმით ემსახურებოდა კლიენტებს და საათში 600 დოლარს იღებდა, ორ საათში – 1 000-ს, ოთხ საათში – 4 ათასს და  მთელ ღამეში – 6 ათასს. სიუზის თქმით, მისი მეუღლე საქმის კურსშია, უკმაყოფილოა, რომ ცოლი ასეთი გზით შოულობს ფულს და მოუწოდებს, რომ დაასრულოს მეძავის კარიერა. სიუზის თქმით, მეძავობა მისი ცხოვრების შეცდომაა, თუმცა, იმდენად არის ჩართული ამ საქმეში, რომ უახლოეს მომავალში არ აპირებს თავის დანებებას.

 

მეტსახელად „ზეედორფი”

ვეტერანი ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლარენს ზეედორფი „მილანიდან” ბრაზილიაში გადავიდა სათამაშოდ და იქ, როგორც ჩანს, მალევე გაიჩინა თაყვანისმცემლების მთელი არმია. მათ შორისაა კოპაკაბანას პლაჟის ვარსკვლავი ლილიანა დუარტეა, რომელსაც კლარენსთან გარეგნული მსგავსების გამო მეტსახელად „ზეედორფი” უწოდეს. ლილიანას თქმით, ის ბედნიერია, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს ამსგავსებენ, მოსწონს ფეხბურთი და სიამოვნებით ითამაშებდა მასთან ერთად.

 

ისინბაევა – სოჭის მერი

ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ჭოკით ხტომაში, რუსი ელენა ისინბაევა, 2014 წლის სოჭის ზამთრის ოლიმპიური თამაშების პერიოდში ოლიმპიური სოფლის მერი იქნება. ამის შესახებ ოლიმპიადის ორგანიზაციულმა კომიტეტმა გააკეთა განცხადება, მაგრამ, არ დაუკონკრეტებია, რატომ შეირჩა ისინბაევას კანდიდატურა. ელენა ისინბაევა 2004 და 2008 წლების ოლიმპიურ თამაშებზე გახდა ოქროს მედლების მფლობელი, 2012 წელს ლონდონში კი მხოლოდ ბრინჯაოს მედალს დასჯერდა. ამბობდნენ, რომ ოლიმპიადის შემდეგ ისინბაევა აქტიური სპორტიდან წასვლას აპირებდა, თუმცა, თავად სპორტსმენმა გააკეთა განცხადება, რომ 2016 წელს რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის შემდეგ დაემშვიდობება სპორტს.

 

საკალათბურთო „რეალის” სექსუალური ქომაგი

როგორც მამრობითი, ისე მდედრობით სქესის უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს ესპანურ საკალათბურთო გუნდს, მადრიდის „რეალს.”  „რეალი” ევროპის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ გუნდად ითვლება და მისი მოთამაშეები არაფრით ჩამოუვარდებიან პოპულარობაში თავიანთ საფეხბურთო სეხნიებს. თაყვანისმცემლების განსაკუთრებით დიდი არმია დონტაიე დრაპერს ჰყოლია – ავსტრალიელ სპორტსმენს შორეული სამშობლოდანაც ქომაგობენ და მათ შორის ყველაზე სექსუალურის დადგენა ჟურნალისტებისთვის ტექნიკის საქმე იყო: დიდი ხანია, რაც მოდელი ჯესიკა კრიბონი  დრაპერს ქომაგობს და ესპანურ საკალათბურთო ლიგის მატჩებს ადევნებს თვალს. 

 

ყველაზე სექსუალური ბოდიბილდერი

33 წლის ბრაზილიელი ლარისა რეიესი პლანეტის ყველაზე სექსუალური ბოდიბილდერია. ლარისა 17 წლის ასაკიდან არის დაკავებული ბოდიბილდინგით და 2009 წელს „მის ოლიმპიას” კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა. ამასთან, ლარისა წარმატებული მოდელიცაა და ხშირად პოზირებს „ფლეიბოისთვის”. სხვათა შორის, ლარისას უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და სპეციალობით ის ტურიზმის მენეჯერია, თუმცა, შტანგისა და სხვა სიმძიმეების აწევა მას როგორც ჩანს, უკეთ ეხერხება.

скачать dle 11.3