კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

„წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“

ერთ დროს მონასტერი ისე გაღარიბდა, რომ ფქვილიც კი არ გააჩნდათ. ყოვლადუბიწო ძილში გამოცხადებია ღრმად დამწუხრებულ წინამძღოლს და უთქვამს – „რად სწუხარ, შვილო, ფქვილის უქონლობის გამო? წადი და იხილე სავსე ბეღელი, რათა დარწმუნდე თქვენდამი ჩემს მზრუნველობაში“. წამოდგა წინამძღვარი, მიაშურა ბეღელს და იხილა, რომ ის პირთამდე სავსე იყო ფქვილით. მაშინვე უხმო ძმებს და უამბო მომხდარი ამბის შესახებ. გაოცებულმა და სიხარულისგან გულაჩუყებულმა ბერებმა ერთხმად განადიდეს უფალი და მარადის ქალწული. სხვა დროს ღვინო შემოჰკლებიათ; წმიდა დედოფალმა ისევ გაავსო ყველა ჭურჭელი, ყველა დარწმუნდა, რომ ის სასწაულებრივი იყო და არა ბუნებრივი. ერთხელ კიდევ ზეთისხილითა და ოსპით აავსო მონასტერი. სავანის კარიბჭესთან დასვენებული ხატი ხშირად არ უშვებდა მონასტერში ისეთ ადამიანებს, რომლებსაც მძიმე მოუნანიებელი ცოდვა ჰქონდათ სულში, და როცა ზოგიერთი მათგანი ფარულად ცდილობდა სავანეში შესვლას, უსულოდ ეცემოდა მიწაზე.

„მე ვარ ივერთა სავანის დარაჯი“

ერთხელ, ნაშუაღამევს, მთელი დღის ხეტიალის შემდეგ ივერთა სავანეს მიადგა მწირი და მონასტრის მსახურს ცოტაოდენი პური სთხოვა. ივერთა მონასტერი ძველთაგანვე გამოირჩეოდა სტუმართმოყვარეობით. ყოველი კვირის ოთხშაბათსა და პარასკევს კარიბჭესთან სტუმრებისთვის პური და ზეთისხილი გამოჰქონდათ, ხოლო დანარჩენ დღეებში – პური და ყველი. მაგრამ მაშინ მსახურმა რატომღაც უარი უთხრა სტუმარს დაპურებაზე. გაწბილებული, მშიერი და მწუხარებით აღვსილი მწირი კარისკენ გაემართა. მონასტრისგან მოშორებით ერთ ქვაზე ჩამოჯდა, მაგრამ გულნატკენმა თავი ვეღარ შეიკავა და ატირდა. ზუსტად ამ დროს ადამიანის ფეხის ხმა შემოესმა, თავი ძლივს ასწია და დაინახა უმშვენიერესი ქალი ყრმით ხელში, რომელიც მიუახლოვდა მას და სანდომიანი სახით და ტკბილი ხმით ჰკითხა: „რა დაგემართა, რად სტირი? ავად ხომ არ ხარ?“ „არა, – უპასუხა მოგზაურმა, – ავად არა ვარ, მშია. ივერთა მონასტრის დარაჯს ცოტაოდენი პური ვთხოვე და არ მომცა“. მაშინ ქალმა მიუგო: „ნუ ბრაზობ, შვილო, ჩემი მონასტრის დარაჯზე, რამეთუ მე ვარ ივერთა მონასტრის დარაჯი. აიღე ეს მონეტა, დაბრუნდი მონასტერში და იყიდე პური. მე კი აქ დაგელოდები“.

მწირი მაშინვე გაეშურა მონასტრისკენ, იპოვა დარაჯი და სთხოვა, პური მიეყიდა და ხელში მონეტა ჩაუდო, რომელიც, მისი თქმით, ვიღაც ქალმა აჩუქა. ქალის ხსენებამ დარაჯი შეაშფოთა და საგონებელში ჩააგდო, მაგრამ მონეტის დანახვაზე ეჭვი გაეფანტა და მიხვდა, რომ სასწაული ხდებოდა. სასწრაფოდ ზარები დარეკა, რათა მამები შეეკრიბა და მათთვის მომხდარი ამბავი ეცნობებინა. მამებმა მოისმინეს ეს საკვირველი ამბავი და განცვიფრდნენ. დაადგინეს, რომ მწირის მიერ მოტანილი ოქროს მონეტა კარიბჭის ღვთისმშობლისადმი შენაწირი იყო და დიდი რუდუნებით კვლავ წმიდა ხატთან დაასვენეს. ამის შემდეგ ყველანი დაუყოვნებლივ აღნიშნულ ადგილზე მივიდნენ, მაგრამ იქ ვეღარავინ იპოვეს. სასწაულის სამახსოვროდ მამებმა გამოცხადების ადგილას დააყენეს პატარა სალოცავი. 1960 წელს კი ივერთა მონასტრის ბერმონაზონმა მაქსიმემ, რომელიც ტრაპიზონიდან იყო წარმოშობით, თავისი ხარჯებით მშვენიერი სამლოცველო ააგო ამ ადგილზე ივერიის ღვთისმშობლის პატივსაცემად და მას წლების განმავლობაში ემსახურებოდა. ეს სამლოცველო ლამაზი ფრესკებით არის დამშვენებული.

კვლავ უხილავად აივსო დაცარიელებული ჭურჭელი

ვინაიდან მონასტრის მკვიდრნი ხარჯებს უფრთხილდებოდნენ, შეწყვიტეს სტუმრების მიღება და მათთვის ჩვეული სტუმარმასპინძლობა უარჰყვეს. საჭირო იყო, მომხდარიყო ახალი სასწაული. ამიტომაც პური და ოსპი გაფუჭდა საწყობში, ღვინო და ზეთისხილი ერთიანად განადგურდა. ამ უცნაური ამბით შეშფოთებული ბერები ცრემლებით ევედრებოდნენ ღვთისმშობელს, წყალობა მოეღო მათზე. შეიწყნარა მათი მუდარა მრავალმოწყალემ და მისი მადლით კვლავ უხილავად აავსო დაცარიელებული ჭურჭელი.

скачать dle 11.3