კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი ავტომობილებით ხვდებიან ახალ 2013 წელს მსოფლიოს ლიდერები

„სახელმწიფოს პრესტიჟს განაპირობებს სარაკეტო არსენალი, ოლიმპიური ოქროს მედლების რაოდენობა და პრეზიდენტის „ლიმუზინი“, – ეს სიტყვები ეკუთვნის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯონ კენედის ძმას, რობერტ კენედის. ამერიკელი პრეზიდენტები ეტლიდან ავტომობილებზე მეოცე საუკუნის დასაწყისში გადასხდნენ. პირველი პრეზიდენტი, რომელიც ავტომობილში ჩაჯდა, უილიამ ტაფტი გახლდათ. დღესდღეობით ავტომობილებით სარგებლობენ, როგორც მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების, ასევე ღარიბი ქვეყნების პრეზიდენტებიც და ქვეყნების პირველი პირების ხილვა „ლიმუზინებში“ ან სხვა მარკისა და ტიპის ავტომობილებში არავის უკვირს. გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერების სამსახურებრივი ავტომობილების ტოპ-ათეულს, რომელიც ჟურნალმა „ფორბსმა” შეადგინა.

ანგელა მერკელი – „აუდი A8”

გერმანიის კანცლერი, მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ქალი, ცნობილია, როგორც „ქამრის მოჭერის” პოლიტიკის მიმდევარი, სახელმწიფოებრივ საკითხებში და პირად ცხოვრებაშიც. ანგელა მერკელი მრავალბინიან სახლში ცხოვრობს და არ ერიდება ერთსა და იმავე სამოსში წვეულებებზე სიარულს. რაც შეეხება სამსახურებრივ ავტომობილს, მერკელი აქაც არაფრით გამოირჩევა – „ლიმუზინის“ ნაცვლად, სედანის ტიპის „აუდით” გადაადგილდება. ცნობილია, რომ მერკელის ავტომობილი, დაჯავშნილია და რამდენიმე ტიპის ცეცხლსასროლი იარაღის მოგერიება შეუძლია. 450-ცხენისძალიან 6-ლიტრიანი ძრავათი ავტომობილს ნებისმიერ რბოლაში შეუძლია გაუწიოს კონკურენცია სპორტულ ავტომობილებს. რაც შეეხება ავტომობილის შიდა ინტერიერს, ის არაფრით გამოირჩევა – აუცილებელი სატელეფონო კავშირი და მცირე ზომის მაცივარი. სულ ეს არის.

ფრანსუა ოლანდი – „სიტროენი DS5”

თავისი წინამორბედი პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზისგან განსხვავებით, რომელიც „რენოს” ტიპის ავტომობილებს ანიჭებდა უპირატესობას, ფრანსუა ოლანდი „სიტროენზე” გადაჯდა. სწორედ ამ მარკის ავტომობილით მივიდა ის 2012 წლის 15 მაისს თავის ინაუგურაციაზე ელისეს სასახლეში. ოლანდამდე „სიტროენით” სარგებლობდა გენერალი შარლ დე გოლი. ოლანდმა „ლიმუზინზე“ თქვა უარი და ჰიბრიდული ტიპის „ჰეჩბექზე” გააკეთა არჩევანი. სპეციალური დაკვეთით დამზადებული „სიტროენი DS5“ სადა ინტერიერით გამოირჩევა. ცნობილია, რომ ოლანდმა უკვე შეამცირა მძღოლების რაოდენობა და მხოლოდ ორი დატოვა სამსახურში. გარდა ამისა, მან მძღოლებს მკაცრი გაფრთხილება მისცა, რომ დაიცვან საგზაო მოძრაობის წესები და წითელ შუქზე გაჩერდნენ.

ჯორჯო ნაპოლიტანო – „ლანჩია”

იტალიის პრეზიდენტი იტალიური ავტოწარმოების ერთგული რჩება და „ლანჩიას” ტიპის ავტომობილით გადაადგილდება. მუქი ლურჯი ავტომობილით ნაპოლიტანო თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში სარგებლობს. ზოგადად, „ლანჩიას” იტალიელი პრეზიდენტები რამდენიმე ათწლეულია, უპირატესობას ანიჭებენ. ერთადერთი გამონაკლისია კარლო ჩამპი, რომელიც მცირე დროით დაჯავშნილი „მაზერატით” გადაადგილდებოდა, თუმცა შემდგომ კვლავ „ლანჩიას” დაუბრუნდა.

დილმა რუსეფი – 1952 წლის  წარმოების „როლს როისი”

ბრაზილიის პრეზიდენტი დილმა რუსეფი სამსახურებრივ ავტომობილებს შორის უპირატესობას „როლს როისის” რარიტეტულ მოდელს ანიჭებს. 1952 წელს გამოშვებული ავტომობილით რუსეფი 2011 წელს საკუთარ ინაუგურაციაზე მივიდა. გარდა ამისა, რუსეფის ავტოფარეხში „ფორდ ფიუჟენის” ტიპის დაჯავშნილი ავტომობილიც არის. ამ მარკის ავტომობილი პრეზიდენტმა სპეციალურად შეარჩია, რომ ბრაზილიის ნაკლებად შეძლებული ადამიანების უკმაყოფილება არ გამოიწვიოს. რუსეფის „ფორდის” ფასი, სულ რაღაც, 27 ათასი დოლარია.

დევიდ კამერონი – „იაგუარ XJ Sentinel”

უკანასკნელი რამდენიმე ათწლეულია, რაც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრები სტაბილურად „იაგუარით” გადაადგილდებიან. პირველი მარგარეტ ტეტჩერი იყო, რომელიც ამ მარკის ავტომობილზე გადაჯდა. საინტერესოა, რომ კამერონი შავი ფერის „იაგუარ XJ Sentinel-ით” სარგებლობს. მისი წინამორბედები კი – ტონი ბლერი და გორდონ ბრაუნი, შესაბამისად ვერცხსლისფერი და მუქი მწვანე ავტომობილებით გადაადგილდებოდნენ. კამერონის „იაგუარი” არაფრით განსხვავდება ამ ტიპის ავტომობილების სერიული წარმოების მოდელებისგან, უბრალოდ, ის დაჯავშნილია. საინტერესოა, რომ რამდენიმე ხნის წინ კამერონმა საკუთარი ავტომობილი, 1971 წლის გამოშვების „ფიატი” აუქციონზე 29 ათას ფუნტად გაყიდა.

სი ძინპინი – „FAW Hong Qi HQE”

ჩინური ავტოწარმოებისადმი ინტერესისის გაზრდის მიზნით, ჩინეთის მთავრობამ 2012 წლის თებერვლიდან ქვეყნის უმაღლეს თანამდებობის პირებს უცხოური მარკის ავტომობილებით სარგებლობა აუკრძალა. თავისი წინამორბედის, ხუ ძინტაოს მსგავსად, ჩინეთის ახალი ლიდერი – სი ძინპინი ჩინური „FAW Hong Qi HQE-ით“ გადაადგილდება, რომლის ფასი სხვადასხვა მონაცემებით 600 ათასი – 1,2 მილიონი დოლარია. ამ ავტომობილის დებიუტი 2009 წელს, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსებიდან მე-60 წლისთავზე შედგა. ავტომობილის დიზაინში ტრადიციული ჩინური მოტივებია გამოყენებული.

რომის პაპი, ბენედიქტე მეთექვსმეტე – „რენო Kangoo Maxi Z.E.”

კათოლიკური ეკლესიის წინამძღვარი, რომის პაპი ბენედიქტე მეთექვსმეტე „პაპამობილის” სახელით ცნობილი ავტომობილებით გადაადგილდება. სულ ახლახან პაპის ავტოფარეხში ელექტრონული ძრავიანი „რენო Kangoo Maxi Z.E.” გამოჩნდა. ეს ავტომობილი ფრანგულმა ავტოკონცერნმა რომის პაპს 2012 წლის სექტემბერში აჩუქა. ავტომობილი სპეციალურად რომის პაპისთვის არის შექმნილი. დატენილი აკუმულატორით „პაპამობილს” 170-კილომეტრის დაფარვა შეუძლია.

ესიჰიკო ნოდა – „ტოიოტა Century”

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ესიჰიკო ნოდა მშობლიური ავტოწარმოების მოდელებით სარგებლობს. მის ავტოფარეხში ორი ავტომობილია – „ტოიოტა Century” და ჰიბრიდული ტიპის „ლექსუსი”. „ტოიოტა” რამდენიმე ათწლეულია იაპონიის ხელისუფლებისა და საიმპერატორო ოჯახის მთავარი პარტნიორია ავტომობილების მხრივ. 

ბარაკ ობამა – „კადილაკი One”

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა სამსახურებრივი „ლიმუზინით“ „კადილაკი One-ით“ სარგებლობს, რომელსაც ამერიკელები უწოდებენ „ოვალურ კაბინეტს ბორბლებზე.” უსაფრთხოების თვალსაზრისით, ავტომობილის მახასიათებლები უცნობია. თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველაზე დაცული ავტომობილი მსოფლიოში. ცნობისთვის, ამერიკის პრეზიდენტთა უმეტესობა არასდროს სარგებლობდა სერიული წარმოების ავტომობილით. 

ვლადიმირ პუტინი – „მერსედეს პულმანი”

2012 წლის გაზაფხულზე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი გამოვიდა ინიციატივით, რომ რუსი ჩინოვნიკები უცხოური ავტომობილებიდან რუსული წარმოების ავტომობილებზე გადამჯდარიყვნენ. თავად პუტინი ჯერჯერობით გერმანული „მერსედესით” სარგებლობს, თუმცა ახლო მომავალში რუსული „ზილის” ქარხნის „ლიმუზინზე“ გადაჯდება, რომლის დატესტვაც ამჟამად მიმდინარეობს. „მერსედეს პულმანი” 6-მეტრიანი „ლიმუზინია“, რომელიც სპეციალური დაკვეთით დამზადდა და მაქსიმალურად დაცულია.

скачать dle 11.3