აჰმადინეჯადის გათავისუფლებული მინისტრი
ირანის პრეზიდენტმა, მაჰმუდ აჰმადინეჯადმა, თავისი მთავრობის ერთადერთი ქალი-მინისტრი თანამდებობიდან მოხსნა. მარციხ ვაჰიდ დასტჟერდი, რომელიც 2009 წლიდან ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა, აჰმადინეჯადთან კონფლიქტის გამო გაათავისუფლეს. დასტჟერდი მედიკამენტებზე ფასების მომატების ინიციატივით გამოდიოდა, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა პრეზიდენტი, საბოლოოდ კი, აჰმადინეჯადმა მის ნაცვლად მინისტრის პოსტზე მოჰამედ-ჰასან მონფარედი დანიშნა. მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ირანზე დაწესებულია სხვადასხვა სანქცია. წამლების 97 პროცენტი ქვეყნის შიგნით იწარმოება, იმპორტირებული მედიკამენტების პროცენტული მაჩვენებელი ძალიან დაბალია და აჰმადინეჯადს გაუმართლებლად მიაჩნია მედიკამენტებზე ხელოვნურად ფასის გაზრდა.