იაპონიის ახალი პრემიერ-მინისტრი
იაპონიის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი სინძო აბე დაინიშნა. ამ თანამდებობაზე მან დემოკრატიული პარტიის ლიდერი ესიჰიკო ნოდუ შეცვალა. უახლოეს მომავალში სინძო აბე ვალდებულია, ახალი მინისტრთა კაბინეტი წარუდგინოს პარლამენტს დასამტკიცებლად. ერთ-ერთ მნიშვნელოვან თანამდებობაზე, კერძოდ, ფინანსთა მინისტრად იაპონიის ყოფილი პრემიერის – ტარო ასოს კანდიდატურა განიხილება. აღსანიშნავია, რომ სინძო აბე მეორედ იკავებს პრემიერ-მინისტრის თანამდებობას, მანამდე, 2006-2007 წლებში, იგი მინისტრთა კაბინეტის მეთაური იყო.