კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

იაშაღაშვილი

გვარის ფუძედ გამოყენებულია ორი სიტყვა: იაშ და აღა. აღა თურქულ-სპარსული წარმოშობისაა და ძველად ის ბატონს, პატრონს ნიშნავდა. ამ სიტყვას ძირითადად ვაჭართა წრეში იყენებდნენ.

იაშაღაშვილების წინაპრები აზნაურები იყვნენ.

სამწუხაროდ, ისტორიულ საბუთებში ამ გვარის შესახებ მწირი ინფორმაციაა.

საქართველოში 557 იაშაღაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 290, გარდაბანში – 244, მცხეთაში – 2. არიან სხვაგანაც.

ქოქოსაძე

გვარის ფუძეა მეტსახელი ქოქია.

ამავე ძირისაა გვარი ქოქიაშვილი.

გვართან დაკავშირებით ასეთი გადმოცემა არსებობს: ვიღაც მისიონერმა ინდოეთიდან ჩამოიტანა ქოქოსის პალმა და აქედან გაჩნდა მეტსახელი ქოქოსა. შემდეგ კი, ის საფუძვლად დაედო ქოქოსაშვილთა გვარს.

მეორე მოსაზრებით კი, ძველად მესხეთში არსებობდა პროფესია ქოქოსი, რაც არხების გამყვანსა და ჭაობის ამომშრობს ნიშნავს. აქედან გაჩნდა გვარი ქოქოსაძე.

ამ გვარის წარმომადგენლების ვარაუდით, მეორე მოსაზრება მეტად მისაღებია და, ამბობენ, რომ გვარები – ქოქოსაძე და ქოქოსაშვილი ხელობა-საქმიანობისგან მიმდინარეობს.

საქართველოში 408 ქოქოსაძე ცხოვრობს: თბილისში – 159, ამბროლაურში – 50, ტყიბულში – 38. არიან სხვაგანაც.

ბეკურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეკური.

ენრიკო ბეკურაშვილი, იგივე ემინტოშვილი, დიდი ენაგეთის აღწერაში მოიხსენიება 1823 წელს.

დიდ ენაგეთში მცხოვრები იოსებ ბეკურაშვილი 1873 წელს ამავე სოფლის ეკლესიაში შვილს უნათლავს ფარცხისელ ივანე წულაძეს.

ამავე ძირისაა გვარი ბეკურიშვილი.

საქართველოში 411 ბეკურაშვილი ცხოვრობს.

საზანდარიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა საზანდარი.

ანალოგიურად წარმოქმნილი გვარებია: არუთანაშვილი, მესტვირიშვილი, მექანარიშვილი, მედოლიშვილი, ჭიანურაშვილი და სხვა.

დავით, კონა და გაბრიელ საზანდარიშვილები მოიხსენიებიან 1843 წელს პატარა თონეთში.

საზანდარიშვილები დღეს სანდროშვილებადაც იწერებიან.

საქართველოში 202 საზანდარიშვილი ცხოვრობს: ქარელში – 130, თბილისში – 49, გორში – 9. არიან სხვაგანაც.

აფრიამაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი აფრიამა.

სტეფანა აფრიამასშვილი, საბუთის დამწერი, მოიხსენიება 1775 წელს ოვანესა ამაზასშვილის მიერ საამ ყაფლანისშვილისადმი მიცემულ ყმობის წიგნში.

ახუა აფრიამაშვილი 1851 წელს მოხსენიებულია სოფელ მუხათში.

ქართველების გრიგორიანული წესით მონათვლის გამო, კუმისში მცხოვრები კათოლიკე აფრიამაშვილები სომხებად – აფრიამოვებად ჩაწერეს.

აფრიამაშვილები სოფელ კუმისში ადიგენის რაიონის სოფელ არალიდან არიან ჩამოსულები.

საქართველოში 752 აფრიამაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 547, ახალციხეში – 77, თბილისში – 63. არიან სხვაგანაც.

ჯაშიაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჯაშა.

სოფელ მუხათში გვხვდება, აგრეთვე, ქალის მეტსახელი – ჯაშია.

1698-1712 წლების ვენახის ნასყიდობის წიგნში მოიხსენიება ელიკა ჯაშიაშვილი.

1873 წლის კამერული აღწერით, მოიხსენიებიან ენაგეთის ახალშენში მცხოვრები ჯაშიაშვილები.

საქართველოში 1 339 ჯაშიაშვილი ცხოვრობს: თელავში – 436, თბილისში – 362, თეთრი წყაროში – 267. არიან სხვაგანაც.

მალიშავა

გვარის ფუძეა მეტსახელი მალიშა.

მალიშავას გვარის მეორე ვარიანტია მალიჩავა. მსგავსი შემთხვევა ბევრია ქართულ გვართა წარმოქმნის ისტორიაში. მალიჩავები ცხოვრობენ ალერტკასში, დიდ ნეძში, სენაკში. ტოპონიმებია: სამალიჩო – უბანი ყულიწყალსა და ოკულეს შუა.

გადმოცემის თანახმად, ოლორიდან გამოქცეულა სამი ძმა მალიჩავა. ერთი ნეძში შეჩერებულა, მეორე – ხეციაში, მესამის ამბავი კი უცნობია. ცნობილია, რომ მალიჩავების „ჯინჯი ხატი” ილორი იყო და, ამიტომაც, ამ გვარიდან ილორის ეკლესიის მნათეებს ირჩევენ.

საქართველოში 235 მალიშავა ცხოვრობს: ზუგდიდში – 122, თბილისში – 31, ხობში – 13. არიან სხვაგანაც.

ალუღიშვილი

გვარის ფუძეა სიტყვა ალუხი. ასე ეძახიან კახეთში ხექვას, იგივე რკინის ხეს.

თავდაპირველად გვარი ალუღიშვილი გვხვდება როგორც ალუხიშვილი.

ალუხიშვილები ხის მერქნის დამუშავების ხელოსნები ყოფილან. ანუ, ეს გვარი საქმიანობის აღმნიშვნელი გვარ-სახელია. ალუხი მოგვიანებით ალუღი გამხდარა.

ვაქირელი ნიკალა ალუღიშვილი იმ მხარეში ღონით განთქმული ვაჟკაცი ყოფილა, რომელიც ერთ-ერთი თავდასხმის დროს ლეკებს მოუკლავთ.

საქართველოში 347 ალუღიშვილი ცხოვრობს: დედოფლისწყაროში – 146, საგარეჯოში – 118, თბილისში – 52. არიან სხვაგანაც.

ხრიკაძე

 ეს არის სიტყვა ხრიკიდან ნაწარმოები გვარი.

ხრიკი ნიშნავს ხერხს რამის მისაღწევად, ასევე, შესაკრავ კავს, დუგმას. ხრიკას კუთხურად ქვევრიდან ღვინის ამოსაღებ ჭურჭელსაც უძახიან.

ვარაუდით, ხრიკაძეთა წინაპრები ორშიმოს ხელოსნები იყვნენ და სწორედ ამის მიხედვით გაუგვარდათ სიტყვა ხრიკა. აღმოსავლეთ მთიანეთში ხშირად გვხვდება სახელი ხრიკა.

ხრიკაძეები მეცხრამეტე საუკუნეში ჩანან თეთრი წყაროს რაიონში.

საქართველოში 283 ხრიკაძე ცხოვრობს: ბორჯომში – 105, თბილისში – 65, ახალციხეში – 24. არიან სხვაგანაც.

ეგრისელაშვილი

გვარის ფუძეა გეოგრაფიული სახელი ეგრისი, რომელიც დასავლეთ საქართველოს ძველი სახელწოდებაა და ეგრისის ტომის სახელიდან მომდინარეობს.

ეგრისი იყო სოფელი ბედრუჯის, დღევანდელი ბოლნის-დმანისის მხარეში.

„1721 წელს საგაჩვეთს მოიხსენიება გიორგი ეგრისელაშვილი”.

საქართველოში 185 ეგრისელაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 127, დმანისში – 43, ბოლნისში – 5. არიან სხვაგანაც.

ბალბანაშვილი 

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბალაბანა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება – ბალ და ბანა. სულხან-საბას მიხედვით, ბალა „დაძველებულს“ ნიშნავს.

ბალა ღანუკელი მოხსენიებულია 1559 წელს კახთა მეფის, ლეონ მეორის მიერ მცხეთის ეკლესიისადმი მიცემული ყმების შეწირულობის წიგნში.

1721 წელს საგინაშვილ-ინდოშვილის ყმად ჩხიკვათში მოიხსენიება შავერდა ბალაბანაშვილი.

ბალაბანაშვილები დღეს ბალაბანოვებად და ბერძნებად არიან ჩაწერილები.

ამავე ძირისაა გვარი ბალაბანიშვილი.

საქართველოში 26 ბალბანაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 14, ადიგენში – 11, მარნეულში – 1.

54 ბალბანიშვილი: თბილისში – 30, გორში – 4, გარდაბანში – 3. არიან სხვაგანაც.

ჩეკურაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ჩეკურა.

ჩეკურა ჩეკურაშვილი ერწოში, ამილღაბარ გოსტაბაშვილის ყმების ნუსხაში მოიხსენიება მეთვრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში.

საქართველოში 147 ჩეკურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 47, მცხეთაში – 39, გარდაბანში – 27. არიან სხვაგანაც.

 

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით

მოამზადა ნონა დათეშიძემ

 

скачать dle 11.3