კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად ტოპ-მოდელთა ტოპ-ათეული

 

ისინი თავისი საქმის პროფესიონალები, ყველაზე ლამაზები, სასურველები და მაღალანაზღაურებადნი არიან. საუბარია მსოფლიოს საუკეთესო ტოპ-მოდელებზე, ადამიანებზე, რომელთა გარეშე მოდისა და სარეკლამო სფერო წარმოუდგენელია. გთავაზობთ 2012 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა ტოპ-ათეულს.

ჟიზელ ბიუნდჰენი – 45 მილიონი დოლარი

ბრაზილიელი ლამაზმანის ასაკი უკვე გადაცილდა 30-ს, თუმცა ის ჯერაც პლანეტის ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სასურველი მოდელია. ჟიზელი სტაბილურად გამოდის პოდიუმზე, რეკლამირებას უწევს სხვადასხვა ბრენდს, დაკავებულია საკუთარი ტანსაცმლის ხაზის წარმოებით და აქტიურად არის ჩართული გაეროს ფარგლებში წარმოებულ ეკოლოგიურ პროგრამაში. ჟიზელი ბრაზილიური მოდის დედოფალია და მომავალი მოდელებისთვის მისაბაძი. 

ქეით მოსი – 9,2 მილიონი დოლარი

ბრიტანელი ქეით მოსი დღემდე ახერხებს შეინარჩუნოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მოდელის სახელი. ის ნამდვილი ეტალონია დამწყები მოდელებისთვის. 2011 წელს ქეითი თავის დიდი ხნის მეგობარზე, მუსიკოს ჯიმი ჰინსზე დაქორწინდა  და გათხოვების მიუხედავად, არ ჩამოშორდა ბიზნესს. ის აქტიურად გამოდის პოდიუმზე. „ლონგკამპი”, „მანგო”, „რიმელი”, „ტოპშოპი” და სხვა ბრენდები დიდი სიამოვნებით თანამშრომლობენ ლეგენდარულ მოდელთან.

ნატალია ვოდიანოვა – 8,6 მილიონი დოლარი

„გერლენთან” და „ქელვინ ქლაინ ეუფორიასთან” გაფორმებულმა კონტრაქტებმა 30 წლის ნატალია ვოდიანოვას შემოსავალზეც იქონია გავლენა და წარმოშობით ნიჟნინოვგოროდელი ლამაზმანი მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელთა ათეულში მოხვედრა. ამჟამად ნატალია ქალის თეთრეულის საკუთარი ხაზის დიზაინით არის დაკავებული „ეტამისთვის” და „ცენტროს” ფეხსაცმელზეც მუშაობს. ის დაშორდა ქმარს და სამ შვილთან ერთად, ინგლისში ცხოვრობს. 2012 წელს, კინოეკრანებზე ნატალიას მონაწილეობით მხატვრული ფილმი გამოვიდა და ის ასევე ეწევა ქველმოქმედებასაც და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს ეხმარება. ცნობისთვის, ნატალია ვოდიანოვა 2014 წლის სოჭის ოლიმპიადის ელჩია დანარჩენ მსოფლიოში.

ადრიანა ლიმა – 7,3 მილიონი დოლარი

ადრიანა ლიმა მსოფლიო პოდიუმს „ვიქტორია სიქრეტის” წლის შემაჯამებელ წარმოდგენაზე დაუბრუნდა. ამით კი, მეორე მშობიარობის შემდგომ, ყველას დაუმტკიცა, რომ ჯერაც მშვენიერ ფორმაშია. ამას გარდა, ადრიანა აგრძელებს თანამშრომლობას ბრენდებთან „დონა კარანი” და „მავი ჯინს”. მას ასევე ნახავთ „კია მოტორსისა” და „ტეფლიორას” რეკლამებში. ამგვარად, კალათბურთელი ქმრის პარალელურად, ადრიანა ახერხებს გამოიმუშავოს სოლიდური ჰონორარები და ოჯახს დოვლათი შესძინოს.

დაუტცენ კრეზი – 6,9 მილიონი დოლარი

ქერათმიანი ჰოლანდიელი ლამაზმანი, „ვიქტორია სიქრეტის” ანგელოზი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალი. „ვიქტორია სიქრეტის” გარდა, დაუტცენი „ლორეალთან” და „ტიფანისთან” თანამშრომლობს. მისი ცვილის ფიგურა ამსტერდამში, მადამ ტიუსოს მუზეუმშია გამოფენილი. ცნობისთვის, დაუტცენი უკვე დედაა, მას ერთი შვილი ჰყავს.

ალექსანდრა ამბროზიო – 6,6 მილიონი დოლარი

ალექსანდრა ამბროზიოს ვარსკვლავი სამოდელო ცაზე 1990-იანი წლების ბოლოს აკაშკაშდა, როცა მასიურად დაიწყო ბრაზილიელი ლამაზმანების  ინტერვენცია პოდიუმებსა და რეკლამის სფეროში. ალექსანდრას ბრაზილიაში ყველაზე გრძელი ფეხები აქვს, ის „ვიქტორია სიქრეტის” მოქმედი მოდელი და საიუველირო ბრენდ „ვივარის” სახეა. 2012 წლის მაისში ალექსანდრას მეორე შვილი ეყოლა. თუმცა, ამ ფაქტს მისთვის ხელი არ შეუშლია, რომ უკვე ნოემბერში, „ვიქტორია სიქრეტ ფეშენ შოუზე” სექსუალურ თეთრეულში გამოსულიყო.

მირანდა კერი – 4 მილიონი დოლარი

მირანდა კერი 2008 წელს გახდა „ვიქტორია სიქრეტის” ანგელოზი და მას შემდეგ ის თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სასურველი მოდელია. მისი სამოდელო კარიერა 1997 წელს, ჯერ კიდევ სკოლაში სწავლის პერიოდში დაიწყო, როცა კონკურს „დოლი მაგაზინზე” გაიმარჯვა ავსტრალიაში. მირანდას მეუღლე ცნობილი ჰოლივუდელი ვარსკვლავი, ორლანდო ბლუმია და წყვილს ერთი შვილი ჰყავს.

ლარა სტოუნი – 3,8 მილიონი დოლარი

ლარა სტოუნი მეორე მოდელია ჰოლანდიიდან, რომელიც ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოდელების 2012 წლის რეიტინგში მოხვდა. ლარას სამოდელო კარიერა 12 წლის ასაკში დაიწყო „პარიზ მეტროს” სარეკლამო კამპანიით. 15 წლის ასაკში მან პრესტიჟულ „ელიტ მოდელ ლუქის” კონკურსზე გაიმარჯვა და მაშინვე იქცა სასურველ მოდელად ცნობილი ბრენდებისთვის. ლარას კონტრაქტები აკავშირებს ისეთ კომპანიებთან როგორიცაა: „ვერსაჩე”, „ქელვინ ქლაინი”, „დონა კარანი”, „პრადა” და „მერსედეს-ბენცი”.

კეროლინ მერფი – 3,5 მილიონი დოლარი

კეროლინ მერფი 39 წლისაა, თუმცა ის დღემდე სასურველი მოდელია და მასთან სიამოვნებით თანამშრომლობენ: „ენ ტაილორ ლოფტი” და „ტომ ფორდი”. წარსულში „სპორტს ილუსტრეიდედის” მოდელი 15 წლის ასაკიდან სამოდელო ბიზნესშია და ამჟამად „ესტე ლაუდერის” სარეკლამო სახედ ითვლება. 

კენდის სვეინპული – 3,1 მილიონი დოლარი

24 წლის სამხრეთ აფრიკელი მოდელი – კენდის სვეინპული ამ რეიტინგის ყველაზე ახალგაზრდა წევრია. კენდისის შემოსავლის დიდი ნაწილი „ვიქტორია სიქრეტს” უკავშირდება, რომელთანაც 2011 წლიდან თანამშრომლობს. კენდისი „ნაიკის”, „დიზელის”, „გუესის”, „ტომი ჰილფიგერისა” და „დოლჩე და გაბანას” სარეკლამო სახეც არის.

უშანგი რუხაძე

 

скачать dle 11.3