კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„სანდო პარტნიორები“

ანუ, იქით დასახმარებლები

 

მართალია, ყოფილი მმართველი ძალა კვლავაც ძველ ჩვენებაზეა – „ნაციონალებსა“ და „ოცნებას“ შორის ფუნდამენტური განსხვავებააო, თუმცა, როგორც ჩანს, როგორც აშშ-ის, ისე „ნატოს“ ხელმძღვანელობა სხვაგვარად ფიქრობს (ანუ, საკუთარ ვერსიაზეა). ჰოდა, რაკი ყველას თავისი ვერსია და პეიზაჟი ჰქონია, გასულ კვირას საქართველოს თავდაცვის მინისტრსა და მის აშშ-ელ კოლეგას შორის სატელეფონო საუბარიც შედგა.

ლეონ პანეტას, ოფიციალური ინფორმაციით, ღრმა მწუხარება გამოუთქვამს სერჟანტ გიორგი კიკაძის დაღუპვის გამო და ისიც დაუძენია, რომ აშშ მხარს უჭერს და აფასებს საქართველოს კონტრიბუციას საერთაშორისო ოპერაციებში. მეორე მხრივ, დააფასებს, აბა, რა წყალში გადავარდება, როდესაც, საქართველოს, იმას გარდა, რომ „ნატოს“ არაწევრ ქვეყნებს შორის ავღანეთში ყველაზე მრავალრიცხოვანი კონტინგენტი ჰყავს, ისინი ავღანეთის ყველაზე ცხელ პროვინციაში არიან განლაგებულნი (სწორედ ჰელმანდის პროვინციაშია დაღუპული ყველაზე მეტი სამხედრო მოსამსახურე). აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ქართული კონტინგენტის ოდენობა თვით „ნატოს“ წევრი ქვეყნების კონტინგენტებსაც აღემატება. შესაბამისად, მადლობა დამსახურებულია (ისე, ვითომ საკმარისი?!). როგორც უნდა იყოს, ლეონ პანეტას ქართველი სამხედროების მამაცობასა და პროფესიონალიზმზეც გაუმახვილება ყურადღება.

თავის მხრივ, ქართველ კოლეგას აშშ-ის თავდაცვის მდივანი დაურწმუნებია, რომ, ჯერ ერთი, საქართველო კვლავაც აშშ-ის სანდო პარტნიორად რჩება (იმედია, ჩვენი აშშ-ელი პარტნიორები წყალს კვლავაც არ დაგვამადლიან) და ისიც აღუთქვამს, რომ ქართველი სამშვიდობოები ავღანეთში მისიის დასრულებამდე დარჩებიან და ავღანეთის ეროვნული უსაფრთხოების ძალებს 2014 წლის შემდეგ პოსტაისაფურ პერიოდშიც დაეხმარებიან.

ხოლო, თუ ჩვენს რუკას დავხედავთ, ბუნებრივად იბადება კითხვა: ჩვენს თავს როდის დავეხმარებით?!

 

скачать dle 11.3