კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ალი-კვალი

„უშიში, ვითარცა უხორცო“

 

ჯერ კიდევ ახალი წლის დადგომამდე შევიტყვეთ, რომ პრინცმა ჰარიმ ავღანეთში თალიბების მეთაური მოკლა. აი, მაშინ, როდესაც ჩვენმა მთავარსარდალმა „ფეისბუქის“ საკუთარი გვერდის მეშვეობით ამცნო ერსა და ბერს და, რა თქმა უნდა, სრულიად დედამიწის სპეცსამსახურებს, რომ ახალ წელს ავღანეთში, ქართულ სამხედრო ბაზა „შუკვანზე“ შეეგებებოდა.

უფრო ზუსტად, პრინცს უშუალოდ მიუღია მონაწილეობა ჰელმანდის პროვინციაში ჩატარებულ სპეცოპერაციაში (ვერმტფრენ „აპაჩიში“ იმყოფებოდაო, რომელსაც სამიზნე რაკეტა „ჰელფაირით“ გაუნადგურებია).

მართალია, ჩვენს მთავარსარდალს თალიბების არც მეთაური მოუკლავს და, მაინცდამაინც, არც ხმალდახმალ შებრძოლებია თალიბებს (ანუ ვერც იმას ვიტყვით, ალი-კვალი ჰარიაო), თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ არ დაგვამადლა კადრები, რომლებიც ასახავს, თუ როგორ უკავშირდება პირველი პირი იმ საგუშაგოს, სადაც ინტენსიური ცეცხლი ყოფილა გახსნილი.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად აუმაღლა ბრძოლისუნარიანობა ქართულ კონტინგენტს მთავარსარდლის სტუმრობამ, თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ, მაგალითად, პრინცი ჰარი უშუალოდ იღებს მონაწილეობას საომარ მოქმედებებში (რაც, უდავოდ ამაღლებს ბრიტანეთის ჯარების ბრძოლისუნარიანობას), თუკი მავანს ისტორიის ფურცლებისთვის „უშიში, ვითარცა უხორცოსავით“ შემორჩენის სურვილი კლავს, იქნებ ერთხელ ფიცხელ ომშიც გვენახა, თორემ, სანახაობას ხომ ბოლო 9 წლის განმავლობაში გადაჭარბებული დოზებითაც გვაძალებდნენ?! 

 

скачать dle 11.3