კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

„ზოგიც უბერავს ასე“

ანუ, მივიბაროთ?!

 

იმას გარდა, რომ ყველას თავისი პეიზაჟი აქვს, როგორც აღმოჩნდა, იგივე ყველა, თავისებური მწყერებითაც გამოირჩევა. ასე, მაგალითად, ლატვიის სეიმს დიდი თავსატეხი გაუჩნდა: აკრძალოს თუ არა, როგორც საბჭოთადროინდელი გადმონაშთი, კინოფილმი „გაამოთ“ (რომლის ყოველ 31 დეკემბერს ყურებით საბჭოთა მოქალაქეებს თვალები ჰქონდათ ამოღამებული, მათ შორის, აწ უკვე „ნატოსა“ და ევროკავშირის წევრ ლიტვა-ლატვია-ესტონეთის ტერიტორიაზეც).

ერთი სიტყვით, ლატვიის საზოგადოების ნაწილი დარწმუნებულია, რომ ამგვარი ფილმების ცქერისადმი მიდრეკილება მათ ცუდად ახასიათებს (ასეთი გემოვნების მქონეთა ადგილი არ არის ცივილიზებულ დასავლეთშიო), მაგრამ, მეორე ნაწილის აზრით, ამგვარი მიდგომა ლახავს ლატვიის რუსულენოვანი მოსახლეობის ინტერესს.

ერთი სიტყვით, გადაწყვეტილება მისაღებია: ან მოსახლეობის ჯეროვნად განვითარების მიზნით, ლატვიაში ზემოხსენებული ფილმი აიკრძალება, ან, მისი ცქერა-არცქერის არჩევანს მოსახლეობის ნებას მიანდობენ, ანუ, ჩვენებური ტერმინოლოგია რომ გამოვიყენოთ, ქვეყანას წარსულში დააბრუნებენ.

თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენ არა მხოლოდ კინოფილმებთან, ძეგლებთან ბრძოლაშიც უპრეცედენტო გმირობა გამოვიჩინეთ, ვფიქრობ, დროულია, ლატვიის სეიმს დახმარება კეთილშობილურად შევთავაზოთ, თან, ამ ბოლო 9 წელიწადში არა მხოლოდ ფილმების აკრძალვის ხერხებსა და მეთოდებში დავხელოვნდით, არამედ, მოქალაქეთა აზროვნების სწორ კალაპოტში მოქცევაშიც დავმარიფათიანდით!

скачать dle 11.3