ჯაყოეთი ძველ მოტივებზე
შესაძლოა, იმიტომაც, რომ თბილისსა და მოსკოვს შორის სიმების გაბმის პროცესი იყნოსეს ან, სულაც, სხვა მიზეზით, გასული წლის მიწურულს „იუჟნაია ოსეტიას“ თვითგამოცხადებულმა და რფ-ის მიერ მხოლოდაღიარებულმა „პრეზიდენტმა“ თიბილოვმა შემოგვითვალა, რომ ჯაყოეთი (მიგნება ჩემია, ოღონდ, ბუნებრივია, მიხეილ ჯავახიშვილისგან ნასესხები) „საქართველოსთან ნებისმიერ კონტაქტს გამორიცხავს, ვიდრე თბილისი მათ დამოუკიდებლობას და ოსების გენოციდს არ აღიარებს“.
შემონათვალში, ჩვეულებისმებრ, არც აფხაზი თანამოაზრეები გამორჩენია, ამიტომაც, ზედაც, პირველ პუნქტად დაამატა, რომ (მოვიხმობ ციტატას): „უპირველესად, საქართველომ „იუჟნაია ოსეტიასა“ და აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტს უნდა მოაწეროს ხელი, რომელზეც მუშაობა ჟენევის დისკუსიის ფარგლებში უკვე დიდი ხანია, მიმდინარეობს. თუმცა, საქართველოს ხელისუფლება, ძველიც და ახალიც, ამ საკითხს მუდმივად გვერდს უვლის;“
მეორეც – „საქართველომ უნდა აანაზღაუროს მატერიალური ზარალი, რომელიც რესპუბლიკას აგრესიის 20 წლის განმავლობაში მიაყენა.“
იქვე საჯაყოეთის პირველი პირი თანხასაც ანგარიშობს (ჩვენ რომ თავი ზედმეტად არ გადავიღალოთ) და, 1992 წლის კურსით, 32 მილიარდ რუბლს გვთხოვს. ამის პარალელურად, ცნობილია, რომ მატერიალური ზიანის ანაზღაურების მიღების იმედი სოხუმსაც აქვს, თუმცა, მათი ფასი გაცილებით მეტია (ეს უკანასკნელნი, ასე, 10 მილიარდ დოლარამდე ადიან).
რაკი ამ ჩვენი ორივე სეპარატისტული რეგიონის პირველკაცები აცხადებენ, რომ მხოლოდ ამგვარი პირობების შემდეგ გაგვხდიან დალაპარაკების ღირსად, ნეტავ, „óòðîì ñòóëüÿ“ თუ მაინც, „ჰåíüჯè â ïåð¸ჰ“?!