კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა კითხვებს უსვამდა საკუთარ თავს 10 წლის განმავლობაში ია კიწმარიშვილი და როგორი ცხოვრების გზა აირჩია მან

2012 წელი სამოდელო სააგენტო „იმიჯ ცენტრისთვის“ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა, რაც მთავარია‚ სააგენტო და მისი ხელმძღვანელი, ია კიწმარიშვილი 2013 წელს ახალი წარმატებებით იწყებს. იანვრიდან ანა კოვაჩი ლოს-ანჯელესის სააგენტოსთან ითანამშრომლებს, ლიკა მეტრეველი კი „ელიტ მოდელის“ შვილობილმა სააგენტომ მიწვია პარიზში. ასე რომ‚ ევროპასთან ერთად „იმიჯ ცენტრი“ უკვე ამერიკის ბაზრის ათვისებასაც გეგმავს. მათ კი‚ ვისაც ამ სფეროში საკუთარი ძალების მოსინჯვა ან‚ უბრალოდ‚ საკუთარ თავზე მუშაობა სურთ, შეუძლიათ „იმიჯ ცენტრს“ მიაკითხონ, სადაც კონკურსებისთვის ქასთინგი უკვე დაწყებულია. 

 

 ია კიწმარიშვილი: მთლიანობაში‚ საკმაოდ რთული წელი იყო, მაგრამ იმავდროულად, დატვირთული პოზიტიური ინფორმაციით. ჩავატარეთ საიუბილეო „მის საქართველო“, რომელიც საკმაოდ გრანდიოზული, მასშტაბური იყო. ასევე‚ ჩავატარეთ „ელიტ მოდელ ლუქი“, როგორც საქართველოში, ასევე სომხეთში და ამით კიდევ უფრო გავზარდეთ ამ პროექტის მნიშვნელობა. გარდა ამისა‚ წელს ძალიან ბევრ საერთაშორისო კონკურსზე გავაგზავნეთ გოგონები, შედეგები უკვე გვაქვს. ნათია კაჭარავა „მის ტურიზმ ქვინზე“ შევიდა ტოპ-ათეულში და ფოტოგენურობის ტიტული მოიპოვა. წელს „მის სამყაროზე“ კი პირველად გავაგზავნეთ „მის საქართველოს“ გამარჯვებული – თამთა შედანია. ის პროფესიონალი მოდელია, 6 წელია‚ მოღვაწეობს ამ მიმართულებით და რომ შეამჩნევდნენ‚ ამის გარანტია ნამდვილად მქონდა. 

– მას „მის სამყაროს“ კულუარებშიც დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ, ყოველ შემთხვევაში‚ ტოპ-თხუთმეტეულში მაინც მოიაზრებდნენ. თუმცა‚ ასე არ მოხდა. 

– მიუხედავად იმისა‚ რომ თამთა შედანია ჟიურის მიერ არ დასახელდა ტოპ-თხუთმეტეულში „მის სამყაროზე“ მისი გამოსვლით მაინც ძალიან კმაყოფილი ვარ. თავიდანვე ვიცოდით‚ რომ ჩვენთვის ჟიურის გადაწყვეტილება შეიძლება‚ მოულოდნელი შედეგით დამთავრებულიყო. ამის მიუხედავად‚ თამთამ ბოლომდე იბრძოლა – ყველაფერი გააკეთა იმისთვის‚ რომ საუკეთესოდ წარედგინა საქართველო და საკუთარი შესაძლებლობები. მან წინაშესარჩევ პერიოდში მოახერხა საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღების მიქცევა. თითქმის ყველა წინასწარ გამოკითხვაში ლიდერობდა და ტოპ ხუთეულში სახელდებოდა. ინტერნეტჟურნალ Global Beauty-ის მიერ კი დასახელდა – „Supermodel of the Universe“. ამით მან კიდევ უფრო გაიმყარა მოდელის რეპუტაცია. თამთას იმიჯი გამოიყენეს ტელეკომპანია NBC-ის მიერ მომზადებული „მის უნივერსის“ კონკურსის სარეკლამო რგოლში. გარდა ამისა‚ ამ პერიოდში მან მიიღო მიწვევა ამერიკის წამყვანი სამოდელო სააგენტოებიდან‚ მათ შორის „ტრამპ მოდელ მენეჯმენტიდან“, ასევე ჰოლივუდის წამყვანი სააგენტოდან. როგორც ხედავთ‚ ამ კონკურსმა თამთას ახალი შესაძლებლობები გაუჩინა უკვე ამერიკის კონტინენტზე. როდესაც თამთა დაბრუნდება და დაისვენებს ამ გადატვირთული რეჟიმისგან‚ ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა არსებულ წინადადებას.

– როდესაც პირველად ნახე თამთა, მაშინ თუ ფიქრობდი, რომ მისგან ასეთი წარმატებული მოდელი დადგებოდა? 

– ყოველთვის მჯეროდა, რომ თამთას ძალიან დიდი მომავალი ჰქონდა. მას‚ გარდა გარეგნული მონაცემებისა, აქვს ძალიან ძლიერი ხასიათი, მიზანდასახული და შრომისმოყვარე ადამიანია. რაც მთავარია‚ საკმაოდ თვითკრიტიკულია, იცის, რომ სამოდელო საქმიანობის გარდა, სხვა პროფესიაც უნდა ჰქონდეს და ამისთვისაც მზად არის. მსახიობობა უნდა და დარწმუნებული ვარ‚ ამ მიმართულებითაც ძალიან წარმატებული იქნება. პირადად მე, მასში ყოველთვის ვხედავდი პოტენციალს და ისიც სულ მომყვებოდა. ყველა ეტაპი, პრაქტიკულად, ერთად გავიარეთ. 

– შენს ცხოვრებაში თუ იყო ისეთი შანსი, რომელიც არ გამოიყენე და დღეს ამას ნანობ? 

– დღეს სააგენტოში ვსუბრობდით, თუ როგორი მომზადებულები ჩადიან ასეთ კონკურსებზე ლათინოამერიკული ქვეყნების წარმომადგენლები. დარწმუნებული ვარ‚ ეს დისკომფორტი თამთასაც ექნებოდა და სხვა მონაწილეებსაც, რადგან‚ როცა ჩადიხარ და ხედავ, რომ ვენესუელას, მექსიკას 10-10  ჩემოდანი აქვთ, 10 პლასტიკური ოპერაცია აქვთ გაკეთებული, გრძნობ, რომ მათ უკან მთელი ქვეყანა დგას. პირადად მე, როდესაც კალათბურთს ვთამაშობდი და პროფესიულ სპორტზე ვოცნებობდი, ხშირ შემთხვევაში ბოტასი და სპორტული ფორმა არ მქონდა ბოლო მოდელის, ბოლო სტანდარტის, მაგრამ ჩემი თამაშით, ტექნიკით, პროფესიონალიზმით, ყოველთვის ვახერხებდი, რომ სხვაზე უკეთ წარმოვჩენილიყავი. ამიტომაც მოვხვდი საქართველოს და შემდეგ საბჭოთა კავშირის ახალგაზრდულ ნაკრებში. თამთასაც და სხვა კონკურსანტებსაც ვუხსნი, რომ შეიძლება სხვებზე მატერიალურად ძლიერები არ იყოთ, მაგრამ თქვენი გარეგნობით, გამოცდილებით, ცოდნით არავისზე ნაკლები არ ხართ. მთავარია: კონცენტრაცია მოახერხო საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოსაჩენად და ნებისმიერ საქმეში დაინახო მომავლის პერსპექტივა. 

– 10 წლის წინ‚ როდესაც ამ საქმეს იწყებდი, ხედავდი იმის პერსპექტივას, რომ დღეს „იმიჯ ცენტრი“ ასეთი წარმატებული სააგენტო იქნებოდა? 

– ამ 10 წლის განმავლობაში ბევრჯერ მქონია ისეთი სიტუაცია, როცა საკუთარი თავისთვის დამისვამს კითხვა: ღირს კი ეს ყველაფერი ამდენ შრომად, ნერვიულობად, ხარჯად, წვალებად? შეიძლება‚ ორი დღე ვყოფილვარ ამ მდგომარეობაში, მაგრამ იმდენი საქმე მაქვს, ირგვლივ იმდენი რამ ხდება, ასეთი ფიქრებისთვის დროც აღარ მრჩება. ყოველთვის ვცდილობ‚ არ გავჩერდე, განვვითარდე, მივყვე დროს, ახალ გეგმებს. ცოტა რთულია‚ საქართველოში ამ საქმეს ბიზნესი უწოდო. მაგალითად‚ ახლახან‚ მოდის კვირეულზე ავთანდილის არაჩვეულებრივ ჩვენებაში ჩვენი სააგენტოდან 15 გოგონა მონაწილეობდა, მაგრამ ეს ბიზნესის თვალსაზრისით ჩვენთვის ფინანსურად მომგებიანი არ ყოფილა. თუმცა, მსგავსი დიზაინერების კოლექციის წარდგენა, მათ ჩვენებებში მონაწილეობის მიღება, ჩვენთვის დიდი პრესტიჟია და მიხარია, რომ ავთანდილის ჩვენებაში მიიღეს ჩვენმა მოდელებმა მონაწილეობა. ძალიან გამიხარდება‚ თუ ეს საქმიანობა საქართველოში ბიზნესად იქცევა, ამის მოლოდინში ვარ დღემდე.

– რა არის წარმატების მისაღწევად საჭირო? ვფიქრობ, ამისთვის ერთი კონკრეტული რაღაც არ არის საკმარისი.

– ყოველ წელს უფრო და უფრო რთულდება წარმატების მიღწევა ყველა სფეროში. რადგან‚ უპირველეს ყოვლისა‚ იზრდება კონკურენცია, ინფორმაციის გავრცელების სისწრაფე, წყაროები, შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ‚ მნიშვნელოვანია‚ გქონდეს ნებისმიერ საქმეში მიზანი – რის მიღწევა გსურს. შემდეგ უნდა გაიაზრო‚ რა სჭირდება ამ გეგმის მიღწევას, შეადგინო გეგმა და მიჰყვე მას. არსად არ უნდა გადაუხვიო. ნებისმიერ წინააღმდეგობას დიდი დრო არ უნდა დაუთმო. უპირველეს ყოვლისა‚ უნდა ეძებო გამოსავალი, გადააბიჯო პრობლემას, გადალახო და გააგრძელო რეალური მიზნისკენ სვლა. რაც უფრო დიდია მიზანი, ამ გზაზე პატარ-პატარა წარმატებები უკვე შედეგია. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ‚ პირადი გამოცდილებიდან‚ მე მხოლოდ ამ გზით მიწევს სიარული. მარტივი წარმატება არასდროს მქონია. იმდენად მივეჩვიე წინააღმდეგობებს, რომ‚ რაღაც თუ მარტივად ხდება, იმას წარმატებად ვეღარ აღვიქვამ. 

– გარკვეული ხნის განმავლობაში ამერიკაში ცხოვრობდი. შენი უფროსი შვილი დღემდე იქ არის. არასდროს გიფიქრია იქ დაბრუნებაზე?

– 4 წელიწადზე მეტხანს ვიცხოვრე ამერიკაში, მაგრამ მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და აქ მინდა, ცხოვრება გავაგრძელო. ამიტომაც, დაბრუნების ინიციატორიც მე ვიყავი და დღემდე არ ვნანობ ამას. მაგრამ სულ აღვნიშნავ: ამდენი შრომა, ენერგია, დრო, ფინანსები რომ ნებისმიერ  სხვა საქმეში ჩამედო სხვა ქვეყანაში, დარწმუნებული ვარ, რომ უკეთესი მატერიალური შედეგი მექნებოდა.

– ბოლო დროს თავშეყრის ადგილებზე შვილთან ერთად ჩნდები ხოლმე.

– შედარებით თავისუფალი იყო და ამიტომ. უფროსი – ლუკა ამერიკაში სწავლობს, უმცროსი – თბილისში, შუათანამ ჩააბარა ამერიკაში‚ კოლეჯში. ისე კარგად სწავლობდა სკოლაში, რომ პირველი სემესტრის საგნები ჩაეთვალა და მხოლოდ მეორე სემესტრიდან მოუწევს სწავლა, ანუ იანვრიდან. ამიტომ, რადგან გარკვეული პერიოდი თავისუფალი იყო‚ ერთად ყოფნაში გამოვიყენეთ. ახლა შვილები ისეთ ასაკში არიან, მშობლები ნაკლებად სჭირდებათ. თუმცა‚ სულ ვახერხებთ კონტაქტს, ინტერნეტის საშუალებით – თითქოს მეორე ოთახში არიან. მონატრების პრობლემა ისეთი არ არის, როგორიც ადრე იყო. კი გვენატრება ერთმანეთი, მაგრამ ვახერხებთ წელაწადში რამდენიმე დღე შეხვედრას. 

– ალბათ‚ ახალ წელს ვერ მოახერხებთ ყველა ერთად შეკრებას.

– ახალ წელს გოგონებთან ერთად შევხვდებით საქართველოში და შემდეგ ანა გაემგზავრება ამერიკაში. ლუკასთან შეხვედრას გაზაფხულის არდადეგებზე ვგეგმავთ. ძირითადად‚ ახალ წელს მთელი ოჯახი ერთად ვხვდებით სახლში და ტრადიციული ქართული სუფრით ვიფარგლებით. მერე მიდის ყველა თავის მეგობრებთან. მეუღლის საყვარელი კერძებია: ინდაურის საცივი და „ხალადეცი“. ეს ორი კერძი სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს, ეს მისი მხრიდან კატეგორიული მოთხოვნაა. ამიტომ, ყოველ წელს გვაქვს კამათი: საცივი ინდაურის იქნება თუ ქათმის. ეს დავაში რომ არ გადავიდეს‚ ვაკეთებთ ორ საცივს: ერთი არის ინდაურის – კაცებისთვის და  მეორე, ქათმის – ჩემთვის. 

 

скачать dle 11.3