კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ ატარებს მუდმივად სხეულში სიყვარულის ბომბს სალომე ქათამაძე და როდის დააყენებს ის ყველაფერს თავდაყირა

 

 22 წლის ნიჭიერი, ენერგიული მომღერალი სალომე ქათამაძე მაყურებელმა „გოლდენ ტალანტიდან“ გაიცნო‚ რომლის გამარჯვებულიც ის გახდა. თუმცა‚ ამის მერე სალომეს გარკვეული პაუზა ჰქონდა. ახლახან კი „ახალ ხმაში“ წარდგა მაყურებლის წინაშე და კვლავ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.  

სალომე ქათამაძე: ეკა, ვისთან ერთადაც რინგზე გამოვედი, ძალიან კარგი გოგოა, თბილი, მეგობრული და ამ ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივად მღერის. რინგზე, ასეთ სიტუაციაში, ასეთ გარემოში პირველად მომიწია სიმღერა და ძალიან ვინერვიულე, თავი უხერხულად ვიგრძენი. თან‚ მინდოდა, დავრჩენილიყავი და ეკაც გადასულიყო, რადგან მართლაც ძალიან კარგი შემსრულებელია. ხალხიც ამბობს, რომ სალომე ძველი ხმაა და არა ახალიო. ანუ, გარკვეული პრეტენზიები აქვთ. მსოფლიო მასშტაბით ამ პროექტს ჰქვია „ვოისი“  ანუ „ხმა“ და არა „ახალი ხმა“. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტე მონაწილეობა. თან, მიმაჩნია, რომ არც ისეთი პოპულარული ვარ, რომ ამ პროექტში მონაწილეობის უფლება არ მქონოდა.

– ანუ, შენს გამოსვლას გარკვეული კრიტიკა მოჰყვა?

– ძალიან ცოტა, მაქსიმუმ 10 პროცენტი და ამაზეც გული მწყდება. არ მინდა, ხალხმა იფიქროს, მე მაგარი ვარ და იმიტომ გამოვედი, რომ სხვა დავჩაგრო. ამ შემართებით საერთოდ არ ვარ. 

– „გოლდენ ტალანტის“ შემდეგ გარკვეული პაუზა გქონდა. აქტიურად არ ჩანდი და ალბათ‚ ამ პროექტში შენი მონაწილეობაც, გარკვეულწილად, ამ ფაქტითაც იყო გამოწვეული. 

– ეს მსოფლიო მასშტაბით ძალიან კარგი პროექტია, თან‚ ისეთი პერიოდი იყო, ზოგადად, არავინ ჩანდა და მეც ვერ მოვახერხე რაღაცეების გაკეთება. ამ პროექტზე რომ დაიწყო საუბარი, მომწერეს – გამოდიო. თან, ოჯახის წევრებისგანაც ხელშეწყობა მქონდა: მიდი, სცადეო. მაინცდამაინც არ მიყვარს კონკურსები, ესემესები, უსამართლობები... შეიძლება‚ ძალიან დაგწყდეს გული, თან ეს საკმაოდ დიდი სტრესია. სულ ფიქრობ იმაზე: ახლა რა მოხდება, ახლა რა მოხდება, დაძაბული ხარ. ამიტომ, არ მინდოდა კონკურსზე გასვლა, მაგრამ იყო სხვა მხარეც, რამაც გადამაწყვეტინა მონაწილეობა: ელემენტარული ფიარია, თან თითქმის აღარავის ახსოვხარ. „გოლდენ ტალანტის“ შემდეგ თითქმის დავავიწყდი ხალხს და მინდოდა თავი გამეხსნებინა მათთვის, რომ მათ‚ ჩემი სახით‚ ჰყავთ ასეთი და ასეთი მომღერალი. ხალხისგან დიდი მხარდაჭერა მივიღე და ვცდილობ‚ წინ და წინ წავიდე.  საკუთარი თავისგან ყოველთვის მეტს ველოდები, ანუ უნდა გავაკეთო ის‚ რაც მეკადრება და რაც არ მეკადრება, ის აღარ უნდა გავაკეთო. ბრმა ქასთინგი, როცა ვერ გხედავენ, მხოლოდ ხმას ისმენენ – ეს ყველაზე საინტერესოა. რინგი უფრო დამძაბველია, თან მღერი ახლადშეძენილ მეგობართან ერთად. პროექტში ბავშვებს ძალიან გვიყვარს ერთმანეთი. მეგობრულად ვართ. ამიტომ, რინგი ცოტა ცუდი ეტაპია. გადავლახე, მაგრამ ასე არასდროს არავისზე და არაფერზე არ მინერვიულია. 

– იმიჯის შეცვლაც ამ პროექტს ხომ არ უკავშირდება? 

– მთლად ამ პროექტს არა, თუმცა პროექტისთვისაც კარგია ცვლილებები. მომინდა, რაღაც შემეცვალა. ამიტომ, შევიჭერი თმა, მერე ავიპარსე, ძალიან მომწონს და სხვებსაც მოსწონთ. თან, თმას დიდი ენერგია აქვს, აურას იღებს, მძიმდება და რომ იჭრი‚ თავისუფლდები. თუმცა‚ მერე გრძელი თმა გინდა და ახლა ეს გაწუხებს.

– რამდენად გიყვარს რადიკალური ცვლილებები?

– გააჩნია ცვლილებას. იმიჯს რაც შეეხება, კონკრეტული არაფერი მაქვს. რაც მომწონს ის არის ჩემი. არ აქვს მნიშვნელობა მოდაშია თუ არა, ყველას აცვია თუ არა. მე უნდა ჩავიცვა და მორჩა. არავის ვაქცევ ყურადღებას. თან‚ არც არავინ არაფერს იტყვის, რადგან, როცა შენი გემოვნებით გაცვია და მოგწონს, მაშინ გამოიყურები ყველაზე კარგად. ცხოვრებაში რადიკალური ცვლილება შეიძლება, იყოს გათხოვება, მეტი პირად ცხოვრებაში რა უნდა შეიცვალოს. შეიძლება, მუსიკის მხრივ შეიცვალოს რამე, ანუ ის‚ რასაც უსმენ, მაგრამ მე ძირითადად, ყველა ჟანრის მუსიკა მომწონს, ყველა მიმდინარეობა. თუ კარგი ხარისხია, ჭიანჭველები დაგივლის...

– დაგეგმვა გიყვარს, თუ გადაწყვეტილებებს, ძირითადად, სპონტანურად იღებ?

– შეიძლება‚ ბევრი ვილაპარაკო, დავგეგმო, მაგრამ ბოლოს მაინც სხვა რაღაცას ვაკეთებ. არ მიყვარს დაგეგმვა: ამ თაროზე ეს წიგნი უნდა დავდო, იმ თაროზე – ის წიგნი და ბოლოს შეიძლება‚ ყველაფერი თავდაყირა დავაყენო. რაც შეეხება სერიოზულ, პროფესიულ საქმეს, სადაც სპონტანურობა ზედმეტია, აუცილებლად ვგეგმავ – სად როგორ მოვიქცე, სად რა გავაკეთო. 

– შენ და შენმა მეუღლემ დაქორწინება უცებ გადაწყვიტეთ?

– ერთ დღეში. თავიდან სულ ერთად ვიყავით და ბოლოს ვთქვით: რაღა დარჩა იქამდე, რომ ცოლ-ქმარი ვიყოთ? არც არაფერი და ასე გადავწყვიტეთ. 

– ემოციური ადამიანი ხარ. 

– ემოციური ვარ, ალბათ იმიტომ, რომ თბილი, მოსიყვარულე და ძალიან ენერგიული ვარ. არ შემიძლია, ერთ ადგილას გაჩერება. სულ მინდა, ყველას მოვეფერო, ჩავეხუტო, მაგრამ ზოგჯერ მაქვს მომენტები, როცა ძალიან „ვიგრუზები“ და არ მსიამოვნებს, ამით სხვასაც რომ „ვგრუზავ“. ამიტომ, ასეთ დროს, ვცდილობ‚ მარტო დავრჩე, გავბრაზდე, წავიმღერო‚ წამოვიმღერო და მერე მოვდივარ კარგ ხასიათზე. 

– ასეთ დროს მეუღლესაც ხომ არ ებუზღუნები?

– ვებუზღუნები, ვეჯუჯღუნები: აუ... ძირითადად ვზუზუნებ. თვითონაც ზუზუნის მეფეა, მაგრამ ძალიან საყვარელი. სიყვარულის მხრივ‚ ოდნავ ჩემნაირია, თუმცა ამ საკითხში ვერავის შევადარებ თავს.

– რას გულისხმობ? 

– ორგანიზმში მიდევს სიყვარულის ბომბი, რომელიც სულ ფეთქდება და ვერაფრით ვცლი. ყველას მიმართ ვარ ასე და რა ვქნა. არასდროს ვიბოღმები, არც ვიცი‚ ეს რას ნიშნავს, რადგან არ გამომიცდია. როცა ვბრაზდები, შეიძლება, ყურებიდან ბოლი გამოვუშვა, გავწითლდე, მაგრამ 5 წუთში მავიწყდება და ძალიან საყვარელი ვხდები – თითქოს არაფერი მომხდარა. ეს უკვე მინუსია. მეორე მინუსი ის მაქვს, რომ ძალიან მიმნდობი ვარ. შემიძლია‚ ყველას ვენდო, თვალდახუჭული გავყვე იმ ადამიანს, რომლისგანაც სიყვარულის ოდნავ ნაპერწკალს ვიგრძნობ. ეს არ არის კარგი და ამის გამო რამდენიმე მეგობარი დამიკარგავს კიდეც. ჩემ გვერდით ტრიალებენ ისეთი ადამიანები ცუდად რომ მომექცნენ და მაიძულეს, რომ ადამიანისთვის ეჭვის თვალით შემეხედა. ბევრს უღალატია ჩემთვის, ამიტომ შეშინებული ვარ და ყველასა და ყველაფერს ეჭვის თვალით ვუყურებ. მაგრამ, თუ ვიგრძნობ ადამიანისგან, რომ არ მიღალატებს, მერე ვეშვები, აღარ ვეჭვიანობ და არც მეშინია. 

– როგორც ჩანს, შენს მეუღლეს, შენი ბომბის „ასკოლკა“ მოხვდა.  

– შემთხვევით მოხვდა. ძალიან საყვარელია, იუმორის კარგი გრძნობა აქვს და მე მიყვარს ასეთი ადამიანები. ისინი დადებით ენერგიას ასხივებენ. ხუმრობა-ხუმრობაში ძალიან შემიყვარდა, მასაც შევუყვარდი და ასე დაიწყო ყველაფერი. თავიდან მეგობრული ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მერე მივხვდი, რომ თურმე‚ სულაც არ ვარ მისი მეგობარი და არც ის არის ჩემი მეგობარი – ერთმანეთთან უფრო სხვა გრძნობა გვაკავშირებდა.

– როგორც მივხვდი‚ გიგი ძალიან გგულშემატკივრობს, სულ თან დაგყვება.

– კი, მაგრამ ხანდახან შეუძლია‚ ეს მომენტი გამოიყენოს. რაღაც რომ უნდა გამაკეთებინოს, მეუბნება: მე რომ იმას ვშვრებოდი, შენ რომ ამას შვრებოდი, შენ ეს რატომ არ უნდა გააკეთოო. მეც აღარაფერს ვეუბნები: კარგი, ჩემო სიცოცხლე, კარგი-მეთქი და მაკეთებინებს იმას, რაც უნდა. ძალიან ერთგული ადამიანია. ქმარმა შეიძლება ნერვები მოგიშალოს, მაგრამ არ გიღალატებს, არც მეგობრობაში, არც გვერდში დგომაში. თუ საქმეში გვერდით დაგიდგა, არ არსებობს‚ ბოლომდე არ მიგაყვანინოს. რაც ერთად ვართ‚ უკვე მუსიკაშიც კარგად ერკვევა, პროფესორი არ არის, მაგრამ ესმის ბევრი რამ: მან იქ „ფალში“ გააკეთა? მან იქ დო დიეზი აიღო, ხმა გაექცა? ზოგჯერ ჩემში მინუსებსაც ეძებს, უნდა, რომ ყველაზე კარგი ვიყო. მაგრამ რომ ვერ პოულობს, მერე ისეთს დააბრეხვებს, შეიძლება ვუთხრა: გადი ჰაერზე, გაგრილდი, შემოდი და მერე მითხარი-მეთქი. ჩემს სიმღერებს უსმენს და თან მეუბნება: სულ მაჟრიალებს‚ რამდენჯერაც უნდა მოვისმინო, ძალიან მაგრად მღერიო და მეც ძალიან მიხარია. 

 

скачать dle 11.3