კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ინციდენტი მოხდა არნოლდ შვარცენეგერისა და მარია შრაივერის პირველი პაემნის დროს და რომელი ტანკი გამოისყიდა მან ავსტრიის მთავრობისგან

 

„კონან-ბარბაროსი“, „ტერმინატორი” და „კომანდო” დიდ ეკრანს უბრუნდება ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, რაც პოლიტიკური აქტივობით იყო განპირობებული. არნოლდ შვარცენეგერი, თითქმის ათწლიანი პაუზის შემდეგ, ჰოლივუდურ ბლოკბასტერში მთავარ გმირად დაბრუნდა და სულ მალე მისი ნახვა, რა თქმა უნდა, მძაფრსიუჟეტიან ბოევიკში იქნება შესაძლებელი – ესაა „უკანასკნელი გაჩერება”, რომელიც კინოეკრანებზე 2013 წლის იანვრის პირველ რიცხვებში გამოვა.

* არნოლდ შვარცენეგერი 1947 წლის 30 ივლისს ქალაქ გრაცთან ახლოს მდებარე სოფელ ტალში დაიბადა, პოლიციელ გუსტავ შვარცენეგერისა და აურელია შვარცენეგერის ოჯახში. ისინი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობდნენ და არნოლდი ბავშვობისდროინდელ ერთ-ერთ ყველაზე ნათელ მოგონებად მაცივრის ყიდვას ასახელებს. „ჩემი მშობლები ძალიან ღარიბები იყვნენ, სახლში არ გვქონდა ცენტრალური გათბობა, ტელევიზორი და საპირფარეშო უკანა ეზოში იყო, ცალკე”.

* 1971 წელს არნოლდის ერთადერთი ძმა, მეინჰარდი, ავტოკატასტროფაში დაიღუპა. მას 3 წლის შვილი – პატრიკი დარჩა. არნოლდი არ დასწრებია ძმის დაკრძალვას. 1972 წელს მას გულის შეტევით გარდაეცვალა მამა და არც მამის დაკრძალვაზე ჩავიდა ავსტრიაში. მოგვიანებით არნოლდი იხსენებდა: „ბავშვის აღზრდის სისტემა ავსტრიაში ძალიან განსხვავდებოდა ამერიკულისგან. მთავარი იყო დისციპლინური აღზრდა, მე კი ნონკონფორმისტი ვიყავი და ვარ და ხშირად მსჯიდნენ – მცემდნენ ქამრით ან კუთხეში მაყენებდნენ. იმას, როგორც მექცეოდა მამა, შეიძლება, ვუწოდო ცუდი მოქცევა”.

* 1965 წელს, 18 წლის ასაკში, არნოლდ შვარცენეგერი ერთი წლით გაიწვიეს ავსტრიულ ჯარში, საიდანაც ის ტანკის სამხედრო მემანქანე-მძღოლის სპეციალობით დაბრუნდა. საგულისხმოა, რომ ამ სპეციალობას მხოლოდ 21 წლის ასაკის ჯარისკაცებს ასწავლიდნენ, თუმცა, არნოლდისთვის გამონაკლისი დაუშვეს. არმიაში ყოფნის პერიოდში, პირველად ცხოვრებაში, მან ყოველდღე დაიწყო ხორცის ჭამა. ჯარში ყოფნის მიუხედავად, ის ყოველდღე ახერხებდა ვარჯიშს, გაკეთებული ჰქონდა შტანგა და ფორმას ინარჩუნებდა. ცნობისთვის, არნოლდის თქმით, იგი არ იყო იდეალური ჯარისკაცი – ერთხელ მან თავისი ტანკი ტბაში ჩაძირა, რისთვისაც  ჯარიდან გარიცხვის საშიშროების წინაშე დადგა. 

* 1968 წელს, 21 წლის ასაკში, არნოლდ შვარცენეგერი ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩავიდა. ის იხსენებს, რომ იმ პერიოდში თითქმის არ საუბრობდა ინგლისურად და ჰქონდა ძლიერი აქცენტი, რაც მას დამატებით სიძნელეებს უქმნიდა. არნოლდი 10 წლის ასაკიდან ოცნებობდა ამერიკაში ცხოვრებაზე და 1960-იანების ბოლოს და 1970-იანების დასაწყისში არალეგალურად იმყოფებოდა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე, ვიზის პირობების დარღვევით.

* კარიერა ბოდიბილდინგში არნოლდ შვარცენეგერმა 15 წლის ასაკში დაიწყო. ბავშვობაში ის ძალიან სუსტი იყო და ამბობენ, რომ დედა მას ლუდში გახსნილ არაჟანს ასმევდა, რომ წონაში მოემატა. ბოდიბილდინგმა იმდენად გაიტაცა არნოლდი, რომ ერთხელ მან სავარჯიშო დარბაზის კარი შეამტვრია, რათა ღამით ევარჯიშა. პირველ კონკურსს არნოლდი შემდეგნაირად იხსენებდა: „არ მქონდა საცურაო ტრუსი, არც ზეთი მქონდა წასმული სხეულზე და ისიც არ ვიცოდი, როგორი პოზები მიმეღო”. ამის მიუხედავად, არნოლდ შვარცენეგერი 18 წლის ასაკში გახდა „მისტერ სამყაროს” ტიტულის მფლობელი – ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული ამ კონკურსის არსებობის ისტორიაში. ცნობისთვის, არნოლდი კატეგორიულად უარყოფს იმ ცნობას, რომ თითქოს მაშინ ანაბოლიურ სტეროიდებს მოიხმარდა.

* არნოლდ შვარცენეგერმა თავის პირველივე ფილმში მთავარი როლი შეასრულა, ეს იყო „ჰერკულესი ნიუ-იორკში”, სადაც ტიტრებში „შვარცენეგერის“ ნაცვლად „არნოლდ სტრონგი“ ეწერა, ხოლო ფილმში მას ვიღაც ინგლისელი მსახიობი ახმოვანებდა, რადგან არნოლდი იმ დროისთვის სრულყოფილად არ ფლობდა ინგლისურს. ნამდვილი აღიარება შვარცენეგერთან ფილმის – „კონან-ბარბაროსის” დიდ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ  ეწვია 1982 წელს, რასაც მოჰყვა ნამდვილი ბლოკბასტერების მთელი სერია: „ტერმინატორი”, „კომანდო”, „მტაცებელი”, „წითური სონია”, „ტყუპები”, „გაიხსენო ყველაფერი” და სხვა.

* ბავშვობაში არნოლდი გატაცებული იყო ფეხბურთით და 15 წლის ასაკამდე ფეხბურთელობაზე ოცნებობდა, თუმცა, ამ ოცნების ახდენაში მას მამამ შეუშალა ხელი. ამერიკაში გადაბარგებისა და მეგაპოპულარული მსახიობად გახდომის მიუხედავად, არნოლდს არ განელებია სიყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ და მშობლიურ ქალაქ გრაცში მან საფეხბურთო სტადიონის აშენება დააფინანსა. აშენებიდან (1997 წლიდან) 2005 წლამდე სტადიონს „არნოლდს შვარცენეგერ არენა” ეწოდებოდა და მასზე დღემდე ატარებს საშინაო მატჩებს საფეხბურთო კლუბი „შტურმი”. გარდა სტადიონისა, გრაცელებს არნოლდის ქანდაკების დადგმის სურვილი ჰქონდათ და არსებობდა მაკეტი, თუმცა, არნოლდმა პირადად სთხოვა ქალაქის მერიას, რომ ქანდაკება არ დაედგათ.

* 1978 წელს არნოლდ შვარცენეგერმა გაიცნო ჯონ კენედის ნათესავი, მარია შრაივერი, რომელიც პირველ პაემანზე რესტორან „პონშარტრენში” დაპატიჟა. გავრცელებული ცნობის თანახმად, რესტორანში არნოლდმა დიდი ტორტი შეუკვეთა. როდესაც ტორტი მაგიდასთან მოიტანეს, მარია ტორტთან დაიხარა, არნოლდმა კი მას უკნიდან ხელი ჰკრა და ტორტში ჩააყოფინა თავი. ამ ფაქტმა ძალიან გააბრაზა მარია, თუმცა ის მაინც გახდა არნოლდ შვარცენეგერის ცოლი.

* ფილმ „წითური სონიას” გადაღებების პერიოდში არნოლდს რომანი ჰქონდა თავის პარტნიორთან, მოდელ ბრიჯიტ ნილსენთან. ამ კავშირს არნოლდი დღემდე უარყოფს, თუმცა ნილსენი საპირისპიროს აცხადებს. როგორც ამბობენ, რომანი იმდენად სერიოზულ სახეს იღებდა, რომ ბრიჯიტი მარიასთან გაყრას და მასზე დაქორწინებას მოითხოვდა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო არნოლდი. საბოლოოდ, არნოლდმა ხერხს მიმართა, რომელმაც გაამართლა: მან ბრიჯიტი სილვესტერ სტალონეს გააცნო, რომელმაც ჯერ თავის ფილმ „კობრაში” სათამაშოდ მიიწვია ლამაზმანი, შემდგომ რომანი გააბა და ბოლოს დაქორწინდა მასზე, არნოლდი კი თავის ოჯახთან ერთად დარჩა.

* მიუხედავად იმისა, რომ არნოლდის მეუღლე პრეზიდენტ ჯონ კენედის ნათესავი და დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი იყო, არნოლდი არ მალავდა, რომ თავად რესპუბლიკური პარტიის მომხრეა. იგი ღიად უჭერდა მხარს რესპუბლიკელ რონალდ რეიგანს, საკუთარი პოლიტიკური კარიერა კი 1990 წელს დაიწყო პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ-უფროსის პრეზიდენტობის პერიოდში – მაშინ არნოლდს პრეზიდენტის თანაშემწის თანამდებობა ეკავა ფიზკულტურისა და სპორტის საკითხებში. ცნობისთვის, კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე კენჭისყრის დროს არნოლდმა ორივეჯერ რესპუბლიკური პარტიიის სახელით იყარა კენჭი.

* 2011 წლის იანვარში არნოლდ შვარცენეგერს კალიფორნიის გუბერნატორის თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა და მან კინოში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. აღსანიშნავია, რომ კინოში დაბრუნებას დაემთხვა არნოლდისა და მარია შრაივერის განქორწინება, რომელიც წყვილის დაქორწინებიდან 25-ე წლისთავს დაემთხვა. განქორწინების ერთ-ერთ მიზეზად არნოლდის უკანონო შვილი დასახელდა, რომელიც 10 წლის წინ მსახიობს მოსამსახურისგან ეყოლა.

* 1979 წელს არნოლდ შვარცენეგერი ვისკონსინის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული გახდა ეკონომიკის ბაკალავრის დიპლომით. 1983 წელს კი ის ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე გახდა. თავის ავტობიოგრაფიაში „რკინის არნი” იხსენებდა, რომ იმ დღეს ძალიან ბედნიერი იყო, ამაყი და მთელი დღე ამერიკის დროშით ხელში დადიოდა ქუჩაში.

* არნოლდ შვარცენეგერმა 1,4 მილიონ დოლარად გამოისყიდა ავსტრიის ხელისუფლებისგან ტანკი M47 – ზუსტად ის, რომელსაც მართავდა სამხედრო სამსახურში ყოფნის პერიოდში. ტანკი გადაყვანილ იქნა ამერიკის კონტინენტზე და ქალაქ კოლამბუსის სამხედრო მუზეუმში დაიდგა. 2008 წელს შვარცენეგერმა „მშობლიური” ტანკი სახლთან ახლოს, ბრენტვუდში გადმოიტანა. 

* 2011 წლის სექტემბერში არნოლდ შვარცენეგერმა ხელშეკრულება გააფორმა ამერიკულ საგამომცემლო სახლ „საიმონ ენდ შუსტერთან” მემუარების წიგნის პუბლიკაციაზე. წიგნის დასახელებაა „გაიხსენო ყველაფერი: ჩემი არაჩვეულებრივი ცხოვრების ისტორია” და ის გასაყიდად 2012 წლის ნოემბერში გამოვიდა.

* „უკანასკნელი გაჩერების” გარდა, 2013 წელს არნოლდ შვარცენეგერის მონაწილეობით კიდევ ორი ფილმი გამოვა მსოფლიოს კინოეკრანებზე: სილვესტერ სტალონესთან ერთად გადაღებული „საფლავი” და მძაფრსიუჟეტიანი ბლოკბასტერი „ათიანი”, სადაც ლეგენდარული არნი სპეცრაზმის მეთაურის როლს ასრულებს.

 

скачать dle 11.3