კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წყალწაღებულთა იმედი

 

ამასობაში, სანამ რ-ფსთან ურთიერთობისას ვართ პოზიციაში, „ è õî÷åòñÿ è êîëåòñÿ“,  გავრცელებული ინფორმაციით, „ფიფას“ კოსოვო ნაწილობრივ  უღიარებია. მთლად ისეც არა, რომ საერთაშორისოდ აღიარებული საფეხბურთო ნაკრები ჰყავდეს, მაგრამ ისე მაინც, რომ ამხანაგური მატჩები ჩაატარონ სხვადასხვა ქვეყნის ნაკრებებთან.

იმ მიზეზით, რომ ყველას თავისი გასჭირვებია, ბუნებრივია, გულები ჩვენც შეგვიფრთხიალდა, თუმცა ჩვენებურმა ჩინოვნიკებმა დაგვამშვიდეს: სად – კოსოვო, სად – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონიო. თუმცა, თუ გავიხსენებთ, რომ კოსოვოს აღიარებისასაც გვაიმედებდნენ ჩვენებური პოლიტიკოსები, რომ კოსოვო ვერ იქნებოდა პრეცედენტი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობისთვის, მაგრამ რფ-მ მშვენივრადაც გამოიყენა პრეცედენტად, გულდამშვიდების, მაინცდამაინც, დიდი საფუძველიც არ უნდა გვქონდეს.

თუმცა მაინც არის ერთი მაგრამ: როგორც ჩვენებურებმა დაგვამშვიდეს, ჯერჯერობით კოსოვოს საფეხბურთო გუნდი ცნობილ გუნდებს ვერ ეთამაშებიანო, რაც შეფარვით ნიშნავს, რომ, თუ მარცხი მოხდა, ვერც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საფეხბურთო გუნდები შეძლებენ ცნობილ ნაკრებებთან შეთამაშებას.

ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ, სახელდობრ, ჩვენი ნაკრებიც არ უქნია ღმერთს ცნობილ    ნაკრებებთან შეხვედრისას, სოხუმური და ცხინვალური ხომ სულ კრამიტებს აუტეხავს რაკი-რუკებს.

 

скачать dle 11.3