კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჭირმოჭმული კოაბიტაცია

მოსმენისა მოსმენითა დამთრგუნველი

რაკი ჩვენი ყური, ტრადიციულად, უცხო-უცხო სიტყვებს სწყალობს, სავსებით ბუნებრივია, რომ ტერმინი კოაბიტაციაც ისე შევისისხლხორცეთ (და მერე რა, რომ ის, სულ რაღაც, ორიოდე კვირის წინათ შემოიჭრა ჩვენს ისედაც აპოკალიფსის მოლოდინით არეულ ყოფაში), როგორც ცივი მჭადი. თუმცა ჩვენმა მეგობარმა დასავლეთმა, ბევრი გვიკიჟინა თუ ცოტა, ის (ანუ კოაბიტაცია, ესე იგი, პოლიტიკური თანაცხოვრება) მაინც ვერ შედგა (ანუ მოგჭამა ჭირი). მეტიც, „შერეკილების“ არ იყოს, უკვე ისეთები აკადრეს ერთმანეთს პოლიტოპონენტებმა, რომ ამ ამბავს დამოყვრებაც ვეღარ უშველის (პრეზიდენტმა „ოცნებას“ ოროსნობაც გაუხსენა, მნგრეველობაც და თალიბანიზაციაც დაუმატა).

ხოლო, ვიდრე კოაბიტაცია მარილზე გადიოდა, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ფარული მოსმენების ჩანაწერი გამოაქვეყნა (იმას გარდა, რომ მანამდე ორი მეტად მსხვილი ყოფილი მაღალჩინოსანი დაიტოვა დაკითხვის შემდეგ). ყველაზე საინტერესო ის იყო და არის, რომ ფარულად მიყურადების ერთ-ერთი ობიექტი ყოფილი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილია. მართალია, პრეზიდენტი ბრძანებს, რომ ფარულ მოსმენებს მუდმივად ებრძოდა, მაგრამ საქართველოს მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ კიდეც უსმენდნენ, კიდეც უთვალთვალებდნენ და ელფოსტასაც თავის სოცქსელებიანად დედაბუდიანად უტრიალებენ. ასეა თუ ისე, სახელდობრ, ბ-ნი მერაბიშვილი გამოგვიტყდა, რომ უსმენენ და არ დაუმალავს, რომ არც ისეთი მიამიტია, ტელეფონით მნიშვნელოვან საქმეებზე ისაუბროს.

ბუნებრივია, ჩვენ არ ვუწყით, ვის უყურადებენ ან მიაყურადებენ ჩვენი მიყურადებაში ჯერ კიდევ წინა ხელისუფლებისას გამოწვრთნილი ძალოვნები, თუმცა საქართველოს რიგითი მოქალაქისთვის (მობილური ტელეფონიდან ელემენტის ჩადება-ამოღებას რომ ვერ აუდიოდა), სავარაუდოდ, მეტად სასიამოვნოა, რომ მიყურადების ობიექტი თვით ბ-ნი მერაბიშვილიც აღმოჩენილა, რაც იმას მაინც ადასტურებს, რომ, მართალია, სხვადასხვა დროს, მაგრამ მეფეს და პაიკს მაინც ერთ ყუთში ყრიან.

ანუ მოსმენების მოსმენებით დამთრგუნველი…

გვერდები მოამზადა

скачать dle 11.3