კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მხოლოდ ფაქტები

 

* 153 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე რომაელი ელჩები კართაგენში ჩავიდნენ. მათმა ხელმძღვანელმა მარკუს პორციუს კატონმა ნახა აყვავებული და ძლიერი კართაგენი და შეშინდა, რომს საფრთხე არ დამუქრებოდა. მას შემდეგ ყველა გამოსვლისას სიტყვას ამთავრებდა ფრაზით: „კართაგენი უნდა დაინგრეს!“, რაც შეასრულეს კიდეც.

* მეთოთხმეტე საუკუნეში წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლები – უფროსი ძმა ანდრე მარი ჟან ჟაკ დიუპენი – გენერალური პროკურორი და რამდენიმე შრომის ავტორი ფრანგულ სასამართლო პროცედურებზე, უმცროსი – ფრანსუა შარლ პიერ დიუპენი – ცნობილი მათემატიკოსი და ეკონომისტი...  სწორედ მათი ნაშრომები გამოიყენა ედგარ ალან პომ თავის შემოქმედებაში.

* მონტესუმა კეტსალკოატლით ჯამაგირს უხდიდა მეომრებს. 1519 წელს კი კორტესმა, რომელიც აცტეკებმა უზენაეს ღმერთად მიიჩნიეს, ევროპელთაგან პირველმა, შეძლო შეეფასებინა ის. ევროპელთათვის რთულად აღსაქმელი და წარმოსათქმელი ეს სიტყვა შეცდომით გაიგონეს და არასწორად გამოთქვეს ჩოკოატლი – შოკოლადი. 1991 წელს სწორედ შოკოლადისგან გააკეთეს ბარსელონაში  ესპანური კარაველა, რომლის წონა 4 ტონა, ხოლო სიგრძე 18 მეტრი იყო.

* რომაელები კარგად იცნობდნენ ბროწეულს და „პუნიურ ვაშლს“ ეძახდნენ. დანარჩენ ევროპაში კი ის არაბებმა შემოიტანეს იბერიის ემირატის ქალაქის – გრენადის გავლით. სწორედ ამიტომ რამდენიმე ენაში ბროწეულს სახელი ამ ქალაქის გავლენით დაერქვა.

* 1902 წელს არაბმა ემირმა დაამარცხა ქუვეიტის მმართველი და დაიკავა ერ-რიადი, დაამარცხა რაშიდიდების დინასტიის მმართველები და გაიფართოვა თავისი სამფლობელოები. ეს ძლიერი ემირი არანაკლებ ძლიერი წინაპრის საუდის შთამომავალი იყო, რომლის სახელიც ქვეყანას უწოდეს.

* ცნობილია ფიდელ კასტროს  მიერ წარმოთქმული ხანგრძლივი სიტყვა, თუმცა მას დიდად არც ამერიკელები ჩამორჩებიან: ორეგონას სენატორმა უეინ მარსმა 53 წლის ასაკში 22 საათი და 26 წუთი ილაპარაკა, სამხრეთ კაროლინას სენატორმა, 55 წლის სტრობ ტერმონდმა – 24 საათი და 19 წუთი.

* 1303 წელს რომში პაპ ბონაფაცი მერვის ედიქტით დაარსდა უნივერსიტეტი სახელით, Sapienza, რომელიც ბოლონიის უნივერსიტეტის ფილიალი გახდა.

* შუა საუკუნეებში ხომალდის კაპიტნები მეზღვაურებს უფლებას არ აძლევდნენ ბორტზე სათამაშო კარტი აეტანათ.

 

скачать dle 11.3