კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეკითხვა ასტროლოგს

კითხვა: დავიბადე 1994 წლის 15 აპრილს. უცხოეთი თუ არის ჩემთვის კარმულ-კოსმიური მისია და რომელი ქვეყნებია ამ მხრივ მისაღები?

პასუხი: უცხოეთი თქვენთვის აუცილებელია, რათა დაკისრებული მისია შეასრულოთ, წარმატებებს მიაღწიოთ ცხოვრებაში და მეტად გაგიმართლოთ. ქვეყნებიდან კი მისაღებია: იტალია, არგენტინა, ჩინეთის ჩრდილოეთი ნაწილი, ეგვიპტე, ტიბეტი, ესპანეთის კატალონიის მხარე, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია და პორტუგალია. აქვე გეტყვით, რომ უნდა მოერიდოთ ურთიერთობას შემდეგ ქვეყნებთან: რუსეთი, შვედეთი, პოლონეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, ნიკარაგუა, ეთიოპია, კანადა, ახალი ზელანდია.

კითხვა: დავიბადე 1987 წლის 25 დეკემბერს, დილის საათებში. გთხოვთ, მითხრათ, ასტროლოგიური კუთხით რომელი პროფესიებია ჩემთვის უფრო მისაღები?

პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანი პროფესიებია: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციული საქმე, მანქანათმშენებლობა, საინჟინრო, სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა, ტექნიკა-მექანიკის, საკონსტრუქტორო, საგამომგონებლო სფერო და ფსიქოთერაპიის ფართო სპექტრი.

კითხვა: დავიბადე 1974 წლის 5 მარტს. გთხოვთ, მითხრათ, უცხოეთი თუ არის ჩემთვის მისაღები და კერძოდ, რომელი ქვეყანა?

პასუხი: სხვათა შორის, უცხოეთი თქვენი კარმული მისიაა. ამიტომ, იქ გამგზავრება კარგია. იქ დაგროვილი ცოდნით, გამოცდილებითა და ფინანსებით დიდ წარმატებებს მიაღწევთ. ქვეყნებიდან კი კარგია: რუსეთი, პოლონეთი, შვედეთი, სამხრეთ აფრიკა, კანადა, ახალი ზელანდია, ფინეთი, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი ნაწილი, გერმანია, აღმოსავლეთი ინგლისი.

კითხვა: დავიბადე 1993 წლის 8 აპრილს. მინდა უცხოეთში სწავლის გაგრძელება, რომელ ქვეყანას მირჩევთ?

პასუხი: თქვენი კარმული მისია უკავშირდება უცხოეთს. ამიტომ, აუცილებელია, წახვიდეთ და იქ მიღებული ცოდნითა და დაგროვილი კაპიტალით წინ წაიწიოთ ცხოვრებაში. ქვეყნებიდან კი კარგია: იტალია, არგენტინა, ჩინეთი, ტიბეტი, ესპანეთი, სან-მარინო, მონაკო, ლატვია, ჰავაის კუნძულები, ავსტრია, ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სლოვენია, სერბეთი, პორტუგალია.

კითხვა: დავიბადე 1982 წლის 1 აგვისტოს. რომელი ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანთან გამიმართლებს სიყვარულში?

პასუხი: თქვენთვის კარგია ლომის, მორიელის, მშვილდოსნის, ვერძის ან ტყუპების ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა. ისინი თქვენთვის საუკეთესო პარტნიორები არიან სასიყვარულო-რომანტიკული თვალსაზრისით.

კითხვა: დავიბადე 1998 წლის 2 ნოემბერს. გთხოვთ, მითხრათ, რომელი სფეროა ჩემთვის წარმატების მომტანი?

პასუხი: სპეციალობებიდან თქვენთვის წარმატებების მომტანია: ავიაციის სფერო, მთარგმნელობითი საქმე, იურისპრუდენცია, პროფესიული დიპლომატია საელჩოებისა და საკონსულოების დონეზე, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმიანობა, დასვენებისა და გართობის ინდუსტრია (მაგალითად, კაზინო, ლატარია, რესტორანი და ასე შემდეგ). 

კითხვა: დავიბადე 1980 წლის 19 აპრილს. მინდა უცხოეთში გამგზავრება და იქ ძალების მოსინჯვა. იქნებ, მითხრათ, არის თუ არა უცხოეთი ჩემი კარმულ-კოსმიური მისია და რომელ ქვეყანაში მელის წარმატება?

პასუხი: სხვათა შორის, გეტყვით, რომ თქვენი კარმულ-კოსმიური მისია სწორედ უცხოეთს და მასთან კონტაქტს უკავშირდება. ქვეყნებიდან კი წარმატებების მომტანია: ავსტრალია, საფრანგეთის სამხრეთი ნაწილი, სერბეთი, სლოვენია, ესპანეთი, პორტუგალია, ინდოეთი, ისლანდია, ჩინეთის ცენტრალური ნაწილი, ვიეტნამი, ფილიპინები, ტაილანდი, ახალი ზელანდია, ისრაელი, სამხრეთ კორეა, კუნძული შრი-ლანკა, ფინეთი, ურუგვაი, პაკისტანი.

скачать dle 11.3