კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შეხვდა ლევან ფაცაცია დის გათხოვებას ტირილით და რატომ დაიჩაგრა თიკას გამო მისი ძმა

ორივე ძალიან წარმატებულია თავის საქმეში, ერთი მომღერალი და წამყვანია, მეორე კი – კალათბურთელი. გარეგნობითაც ჰგვანან ერთმანეთს, ხასიათის ზოგიერთი თვისებითაც. რაც მთავარია, ორივე დადებითი, ხალისიანი, ენერგიულია და მათთან ურთიერთობა ძალიან სასიამოვნოა. მკითხველი თუ ვერ მიხვდა, შევახსენებ‚ რომ საახალწლო აურზაურში ჩვენი სტუმრები და-ძმა თიკა და ლევან ფაცაციები არიან. 

 

ლევან ფაცაცია: ჩვენი გუნდი – „ოლიმპი“‚ საკმაოდ წარმატებულ სეზონს ატარებს. პირველი წრის დამთავრების შემდეგ, პირველ ადგილზე ვართ. ძალიან კმაყოფილი ვარ, საკმაოდ წარმატებული სეზონია. ნაკრებშიც საკმაოდ დიდი წარმატება გვქონდა, სლოვენიაში გავედით ევროპის ჩემპიონატზე. ზაფხულში ისევ შევიკრიბებით და იმედია‚ ეს წელი უფრო წარმატებული იქნება. ამ ეტაპზე ნაკრები ისვენებს და ყველანი გუნდურ ჩემპიონატებში ვართ ჩართული. 

თიკა ფაცაცია: როცა თამაშობს, იმ დროს‚ ალბათ‚ ძალიან ცუდი დასანახი ვარ. არ ვერიდები რუპორს, ყვირილს, სასტვენს, ფეხზე წამოხტომას, მოკლედ‚ ყველაფერს ჩავდივარ. ამიტომაც, ფოტოებში სულ გიჟური სახე მაქვს. სულ ვფიქრობ, ჩემი შვილი რომ თამაშობდეს, ალბათ‚ სულ ვერ წავიდოდი. გაირკვა, რომ ძალიან ემოციური ვარ: სულ მეტირება, მეცინება, მოკლედ‚ ჰიპერემოციური გავხდი. ამიტომაც‚ ბუნებრივია, რომ შემიძლია‚ კაცი მოვკლა ამის თამაშზე. სახლში თუ ვუყურებ‚ მაშინაც სულ ხმამაღალი შეფასებები მაქვს: ფაცაცია, მიდი! 

– ლევან, თიკა მთელი ცხოვრება სულ თავისი საქმითაა დაკავებული. პატარაობიდანვე ძალიან წარმატებულია. ეს ყველაფერი‚ ალბათ‚ შენთვის, როგორც უმცროსი ძმისთვის‚ საამაყო და სასიამოვნო იქნებოდა.

ლევანი: თიკა ბავშვობიდანვე წარმატებული იყო. ამისთვის ძალიან ბევრს შრომობდა და ჩემთვისაც სულ მაგალითი იყო.

თიკა: აქვე ვუხდი ბოდიშს იმისთვის, რომ ძალიან ბევრჯერ წავართვი დედა – ამას ვაღიარებ.

ლევანი: რაღაც მომენტში ამას უფრო სჭირდებოდა დედა, მე – მამა. მოკლედ‚ ასე გავინაწილეთ მშობლები. თიკას წარმატება თავიდანვე ერთგვარი სტიმული იყო ჩემთვის. ყველაფერს თავისი შრომით აღწევდა, სამაგალითო იყო ჩემთვის, შესაბამისად, ჩემს წარმატებაშიც დიდი წვლილი მიუძღვის. ბავშვობაში უფრო მე მიწევდა მისი გულშემატკივრობა.

თიკა: მაშინ შენ ემზადებოდი წარმატებისთვის, ხოლო მე ვიმკიდი შედეგებს.

ლევანი: ახლა ორივეს გვიწევს ერთმანეთის გულშემატკივრობა. 

– ლევანი დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობდა. 

თიკა: თავიდან ჩვენ წავედით და ჩამოვშორდი ოჯახურ ამბებს. მერე ჩვენ დავბრუნდით და ლევანი წავიდა. მართალია‚ ღამე რომელ კლუბში მიდიოდა‚ არ ვიცოდით, ამ კუთხით ვერ ვახორციელებდით კონტროლს, მაგრამ ახლა‚ აქ რომ ჩამოვიდა‚ მაინც გვინდა ვიცოდეთ, ღამე სად არის. უსაფრთხოების მომენტზე ვღელავ, თან მილიონი სიტუაციაა, სადაც მამაკაცი თავისდაუნებურად შეიძლება, ჩაერთოს. მოკლედ‚ როცა ადამიანი ღამე გარეთ გადის‚ დაძაბულობის ბევრი მიზეზი არსებობს, ამიტომაც ვღელავ ხოლმე. მაგრამ‚ როცა არ ვიცი, მაშინ მშვიდად მძინავს, ლევანიც უფრო ხშირად ამ გზას მიმართავს. 

ლევანი: 16-17 წლიდან მივეჩვიე მარტო ცხოვრებას, ჯერ ესპანეთში მომიწია ასე, შემდეგ ამერიკაში და ახლა, თბილისში რომ დავბრუნდი‚ ცოტა რთული იყო მშობლებთან ერთად ყოფნა. ამიტომ დღემდე ვაგრძელებ მარტო ცხოვრებას.

თიკა: ისეთი სასიძოა‚ გოგონებს რომ გაუხარდებათ. ხომ არის თემა: „ჩვენ ცალკე გადავალთ“, უკვე ცალკეა, გადასულია.

– გოგონას თემა ოჯახში, გარკვეულწილად, მტკივნეული იქნება. მის არჩევანში თუ ჩაერევი აქტიურად? 

– გააჩნია ურთიერთობის სიღრმეს, ანუ‚ რა ეტაპზეა. თუ ხანგრძლივი ურთიერთობაა და საჭიროდ ჩათვლის, მე ჩამაყენოს საქმის კურსში და გამაცნოს, ეს მომხდარა კიდეც. არ მინდა‚ აქტიურად ჩავერიო, რადგან დიდია და ეს უკვე უტაქტობადაც მეჩვენება. უბრალოდ‚ ჩემს აზრს აუცილებლად ვიტყვი და თუ საჭიროა, გაითვალისწინებს. თან‚ არ მინდა, იმ ადამიანში ცუდი ვეძებო. როცა ჩემს ბიჭებზე ვსაუბრობ, მთავარია‚ იმ ადამიანს ძალიან უყვარდეს. თუ ხელს შეუწყობს ლევანს, მასთან ერთად ჰარმონიაში იქნება, ჩემი ძმის წარმატებაშიც გარკვეულ წვლილს შეიტანს, ბევრ რამეზე დავხუჭავ თვალს, ხმა მექნება ჩაგდებული. თუმცა‚ რა თქმა უნდა‚ საუკეთესო მინდა. 

ლევანი: თიკას აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. თან‚ არ მგონია‚ ისეთი ადამიანი მომეწონოს, რომელიც თიკას არ მოეწონება. ისე ვუგებთ ერთმანეთს, და ბევრ რამეზე, მათ შორის ადამიანებზეც, ერთნაირი შეხედულებები გვაქვს, რომ მე თუ მომეწონება, ჩემი დისა და ოჯახისთვისაც მისაღები იქნება. ერთმანეთს ყოველთვის ვეკითხებით აზრს და ვითვალისწინებ კიდეც. 

– თიკა რომ გათხოვდა, პატარა იყავი. როგორ შეეგუე იმ ეტაპზე მის ნაბიჯს?

– ძალიან პატარა ვიყავი და მახსოვს, თიკა სახლიდან და ქვეყნიდანაც მიდიოდა. თავი მარტოდ ვიგრძენი და მაშინ ვიტირე პირველად თიკას გამო. 

– რა საერთო თვისებები გაქვთ?

თიკა: ლევანი რაღაც გადაწყვეტილებებში ძალიან რისკიანია. ყოფილა შემთხვევა, ყველასთვის უკითხავს აზრი, ჩვენც კონსილიუმი მოგვიწვევია, გვიმსჯელია, გადაგვიწყვეტია, მაგრამ ბოლოს მაინც თავისებურად გადაუჭრია ყველაფერი. შეიძლება, რაღაცეები სასწორზე დაუდია, ან თანხმობა უთქვამს, ან უარი, ყოველ შემთხვევაში‚ სწორი გადაწყვეტილება მიუღია. ჩემთვის ეს წარმოუდგენელია, გამორიცხული. ლევანი ძალიან სამართლიანია, იმდენად, რომ მე თუ მტყუანი ვიქნები, არ გამამართლებს. შეუძლია‚ ცივი გონებით ყველაფერი დაალაგოს. მე ძალიან ემოციური ვარ და ეს არ გამომდის. ასევე‚ ძალიან თბილი, ყურადღებიანი, გულისხმიერია, თავისი საქმე უყვარს და მუდმივად რეჟიმშია. რაც მთავარია‚ ჩემი შვილებისთვის მისაბაძია, კუმირია. ამიტომ, არ ვაპატიებ არც ერთ შეცდომას, რადგან მერე ჩემი შვილებიც გააკეთებენ. 

ლევანი: თიკა ძალიან მშრომელია, უყვარს თავისი საქმე და ამას ძალიან ვაფასებ. მისი დამსახურებაა, რომ ის‚ რასაც ვაკეთებ, გულით შემიყვარდა. ძალიან თბილი და მოსიყვარულეა.  თავისი ოჯახის წევრებისთვის, საყვარელი ადამიანებისთვის ყველაფერს ბოლომდე აკეთებს. 

თიკა: ისე მომეწონა‚ რასაც შენ ამბობ, რომ მინდა, მასეთი ვიყო. 

ლევანი: ძალიან მიკვირს, როგორ ასწრებს‚ იყოს საუკეთესო მომღერალი, წამყვანი, დედა, მეუღლე, და  – ეს ჩემთვის მაგალითია. 

– როგორც მივხვდი‚ გიყვარს ოჯახური კონსილიუმების მოწყობა.

თიკა: ტრადიციად გვაქვს – კვირაში ერთხელ ვსადილობთ დედასთან. ზოგჯერ არ ხერხდება კონსილიუმის მოწყობა, მაგრამ თუ ისეთი რამეა გადასაჭრელი, ადამიანს ცხოვრებას რომ შეუცვლის, მაშინ ვაწყობთ ხოლმე. ყოველ შემთხვევაში‚ მე ეს მჭირდება, რადგან ოჯახის წევრების აზრს დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

– ბავშვობის დროინდელი ახალი წელი ყველას განსაკუთრებულად ახსოვს. ალბათ‚ თქვენს შემთხვევაშიც ასეა.

– მახსოვს‚ ძალიან მიყვარდა ეს დღე და ერთი სული მქონდა‚ როდის ავაწყობდით ნაძვის ხეს. ახალი წლის ღამის გათენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ მერე მეორე დღეს ბავშვებისთვის გვეთქვა: იცი, მე ახალი წლის ღამე გავათენე. მამაჩემი აუცილებლად თავად წვავდა გოჭს, დედაჩემი აკეთებდა ბაჟეს, მეგრულ კერძებს. 12 საათი რომ გახდებოდა‚ ჩვენთან თოვლის ბაბუა მოდიოდა. დედაჩემს ეს ყველაფერი ისე კარგად ჰქონდა ორგანიზებული და ისე დამაჯერებელი იყო ჩემთვის, რომ დედაჩემს ვეუბნებოდი: დავინახე‚ როგორ მიდიოდა თოვლის ბაბუა-მეთქი. კარზე რეკავდა, სათამაშოებს ტოვებდა და მერე ზურგიდან ვხედავდი ხოლმე. 

ლევანი: მერე მთელ სადარბაზოში დავრბოდით, რომ იქნებ სადმე დაგვეჭირა, მაგრამ ვერ დავიჭირეთ, ძალიან ეჩქარებოდა. 

თიკა: ერთ მშვენიერ დღეს‚ მახსოვს‚ ბავშვებთან ერთად მივედი დედასთან და ვუთხარი: ჩვენ ხომ თოვლის ბაბუა გვყავს-მეთქი. ბავშვები სხვა რამეს მეუბნებოდნენ და მინდოდა‚ მათთვის დამემტკიცებინა, რომ ჩვენ გვყავდა თოვლის ბაბუა. დედამ მითხრა: რადგან ასე მოინდომე, გაიგე ეს ამბავი, ახლა იყავი თოვლის ბაბუის გარეშე. 

ლევანი: ამის მერე აღარ მოდის ჩვენთან თოვლის ბაბუა, ერთად შეგვიწყდა საჩუქრებიც. მაგრამ, ვინ იყო ამის მიზეზი, ახლა გავიგე, თურმე თიკას ბრალი ყოფილა. შენ მოასწარი ყველაფერი და ჩემთვის ადრე იყო – ასე დამჩაგრეს. 

თიკა: ლევანი ახალი ჩამოსულია ამერიკიდან და ამერიკული კარგი ამბები ისევ გამოყოლილი აქვს. ამიტომ შარშან, ახალ წელს მშვენიერი საჩუქარი გამიკეთა.

 

скачать dle 11.3