კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კალეიდოსკოპი

 

2012 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი სამეცნიერო მიღწევა

ჰიგსის ბოზონისა და მაიორანას კვაზინაწილაკების აღმოჩენა, „დენისოვის ადამიანის“ გენომის გაშიფვრა, ნეიტრინოს თვისებების შესახებ ახალი მონაცემების მიღება და აპარატ CurioSity-ის მარსზე დაჯდომა მთავარი სამეცნიერო მიღწევები აღმოჩნდა 2012 წლის საუკეთესო სამეცნიერო მიღწევების რეიტინგში, რომელიც ჟურნალმა Science-მ შეადგინა.

სამეცნიერო გარღვევებში პირველი ადგილი ეკუთვნის დიდი ადრონული კოლაიდერის  მიერ „ღმერთის ნაწილაკის“ – ჰიგსის ბოზონის აღმოჩენას. რევოლუციური აღმოჩენის შესახებ ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრს ზაფხულში შეატყობინეს. ჰიგსის ბოზონი იყო უკანასკნელი ელემენტი, რომელიც სამყაროს მოწყობის თეორიას აკლდა. ჰიპოთეზა ასეთი ნაწილაკის არსებობის შესახებ ჯერ კიდევ 40 წლის წინათ, პროფესორმა პიტერ ჰიგსმა წარმოადგინა. 89 წლის მეცნიერმა დიდი სიხარული განიცადა, როდესაც შეიტყო, რომ მისი თეორია დადასტურდა.

ექსპერტებმა ღირსეულად შეაფასეს ამ წელს წაკითხული გენომი ეგრეთ წოდებული „დენისოვის ადამიანისა“ – ადამიანების სახეობისა, რომლებითაც დასახლებული იყო სამხრეთ ციმბირი და შუა აზია დაახლოებით 40 ათასი წლის წინათ. ამ სახეობის ნარჩენები აღმოაჩინეს ალტაის მხარეში, სოლონეშენსკის რაიონში, დენისოვის გამოქვაბულში.

ლაიფციგის მაქს პლანკის სახელობის ევოლუციური ანთროპოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერებმა გაშიფრეს „დენისოველების“  გენომი, რითაც გაირკვა ამ სახეობის ნათესაობა პაპუა ახალი გვინეის აბორიგენებთან, აგრეთვე, ფაქტი მათი თანაცხოვრებისა თანამედროვე ადამიანის წინაპრებთან და ნეანდერტალელებთან.

გარღვევათა სიაში ფიგურირებს გენომის „რედაქტირების“ მეთოდიკის შექმნა. მეცნიერებს შესაძლებლობა აქვთ, შეცვალონ ან გაააქტიურონ ცხოველების სპეციფიკური გენები. პერსპექტივაში, ამ ინსტრუმენტს შეუძლია, დაგვეხმაროს ადამიანთა გენეტიკურ დარღვევათა გასწორებაში.

მნიშვნელოვან მიღწევად ჩაითვალა ათწლიანი პროექტის – დნმ-ის ელემენტების ენციკლოპედიის დასრულება. მისი შედეგი იყო დასკვნა, რომ ადამიანის გენეტიკური კოდი უფრო ფუნქციურია, ვიდრე ადრე ითვლებოდა – გენომის 80 პროცენტი ბიოლოგიურად აქტიურია.

რევოლუციურ მოვლენათა რიცხვში ფიგურირებს, აგრეთვე, ნეიტრინოს დეტექტორებით ექსპერიმენტის შედეგები. პროექტის ასეულობით მონაწილე ჩინეთიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, ჩეხეთიდან, რუსეთიდან იკვლევდა ნეიტრინოს შტამების გარდაქმნას ერთი სახეობიდან მეორეში. ამ ექსპერიმენტს შეუძლია მკვლევრებს დაეხმაროს, ახსნან, რატომ შეიცავს სამყარო ასე ბევრ მატერიას და ასე ცოტა ანტიმატერიას.

რეიტინგში, აგრეთვე, ფიგურირებს ნანოტექნოლოგების მიერ აღმოჩენილი ეგრეთ წოდებული „მაიორანას კვაზინაწილაკები“. მათი არსებობა 1930 წელს იწინასწარმეტყველა იტალიელმა ფიზიკოსმა ეტორე მაიორანამ. მიმდინარე წელს ნიდერლანდებში ფიზიკოსებისა და ქიმიკოსების ჯგუფმა დაადასტურა მათი არსებობა. აღმოჩენის პრაქტიკული გამოყენება შეიძლება კვანტური კომპიუტერების შექმნაში.

ექსპერტებს მნიშვნელოვან მიღწევად მიაჩნიათ, ასევე, ამერიკის კოსმოსური სააგენტოს – „ნასას“ მიერ მარსმავალ CurioSity-ის წითელ პლანეტაზე დასმა.  აპარატმა მარსზე მუშაობა 6 აგვისტოს დაიწყო. ექსპედიციის ძირითადი მიზანია, დაადგინოს, არსებობდა თუ არა ოდესმე პლანეტაზე ცოცხალი ორგანიზმები.

შესაბამისად შეფასდა ინჟინრების ძალისხმევა იმპულსებით მართული მექანიკური ხელის ტვინის შასაქმნელად. ინჟინრებმა საზოგადოებას წარუდგინეს 52 წლის ქალბატონი, რომელიც 13 წლის წინ ტვინის დაავადების გამო სრულიად უმოქმედო  აღმოჩნდა. ჩანერგილი ელექტროდების საშუალებით იგი უკვე მექანიკურ ხელს მართავს.

სიაში მე-10 ადგილზე აღმოჩნდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც, რენტგენის ლაზერის დახმარებით, მკვლევრებმა ისტორიაში პირველი ცილის მოლეკულის რენტგენოსტრუქტურული სურათი გააკეთეს. აღმოჩენა მედიკოსებს იშვიათი დაავადებების მკურნალობაში უნდა დაეხმაროს.

 

მეცნიერებმა სანტა კლაუსის საიდუმლო ახსნეს

სანტა კლაუსის მარხილის ჯადოსნური ფრენისა და უცნაური სტუმრობის საიდუმლო სულაც არ აიხსნება წმიდა ნიკოლოზის სასწაულმოქმედებით და არც მოგონილი ზღაპარია. კალიფორნიის კოლეჯის თანამშრომლებმა, სიერა ჯონ რაშის ხელმძღვანელობით, შობის კეთილი ბაბუის ისტორიის, მათი აზრით, არგუმენტირებული ვერსია წარმოადგინეს: სანტა კლაუსი სოკოებით გამოწვეული ჰალუცინაციებით წარმოშობილი წარმოდგენების ნაყოფია. 

ციმბირელი შამანები, რომლებიც წითელთავა, თეთრწინწკლებიანი შხამა სოკოებით იყვნენ გატაცებული, რათა სულების სამყაროსთან დაემყარებინათ კავშირი, ცუდს ვერაფერს ხედავდნენ იმაში, ზამთრის პოლარული ღამეების დროს ხალხისთვის გამომშრალი სოკოები დაერიგებინათ. ისინი შხამა სოკოებით სავსე უზარმაზარ ტომარას მოიკიდებდნენ და მიდიოდნენ, რათა მოსახლეობისთვის თავიანთი სიყვარული დაემტკიცებინათ. მაგრამ, რადგან დიდ თოვლს თითქმის ყველა კარი ჩაგმანული ჰქონდა, შამანები საკვამურებიდან ან ბუხრებიდან ძვრებოდნენ და უკანაც იმავე გზით ბრუნდებოდნენ. ბოსტონის უნივერსიტეტის პროფესორი კარლ რაკი კი ამატებს, რომ შამანები, ძირითადად, წითელი და თეთრი ფერების ტანსაცმლით იმოსებოდნენ, რაც იმით აიხსნება, რომ ისინი შხამა სოკოს ფერების გავლენის ქვეშ ექცეოდნენ. ეს ჩრდილოეთის ირმის – სანტა კლაუსის „რუდოლფის“ წითელ ცხვირზეც აისახა. სანტა კლაუსის ისტორიის მსგავსი ჰიპოთეზაა მოყვანილი ჯეიმს არტურის წიგნში „ჯადოსნურ სოკოებზე“, თუმცა, იქ ციმბირის ნაცვლად ლაპლანდიაა მოხსენებული. 

აღსანიშნავია, რომ მკვლევრებმა ნაძვის ხის საახალწლო ტრადიციაც სოკოებს დაუკავშირეს – სოკო ხომ ძირითადად წიწვოვანი ხეების ქვეშ იზრდება.

 

скачать dle 11.3