კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

 

ასრათაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ასრათა, რომელიც არაბული წარმოშობისაა და „ნატვრას“  ნიშნავს. ნაცვალი ასრათა 1705 წელს კათალიკოს დომენტი მეორის სათარხნოს წიგნშია მოხსენიებული. ასრათა მოიხსენიება ამირინდო ამილახვრის მიერ 1744 წელს, თავისი ქალიშვილის – თამარისთვის მზითვად მიცემული ყმების წიგნში.

1886 წელს, ოჰანეზ, ანდრო და ივანე ასრათაშვილები მოიხსენიებიან დიდ თონეთში.

საქართველოში 169 ასრათაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 54, თეთრი წყაროში – 33, რუსთავში – 6. არიან სხვაგანაც.

კილიასანიძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კილასანი, რომელიც ორი ფუძისგან შედგება: კილა და სანი.

 1858 წლის აღწერაში, ბორბალოში, სპირიდონ კილიასანიძე მოიხსენიება.

ამავე ძირისაა გვარები: კილასონია, კილასონიძე, კილოსანიძე.

საქართველოში 55 კილიასანიძე ცხოვრობს:  23 – კილასონიძე. 22 – კილოსანიძე.  2 514 – კილასონია: სენაკში – 539, თბილისში – 416, მარტვილში – 325. არიან სხვაგანაც.

თეიმურაზიშვილი

გვარის ფუძეა ირანული საკუთარი სახელი თეიმურაზი, რაც „სხეულით ძლიერს“ ნიშნავს. მისი უძველესი ფორმაა ინდური სახელი თაჰმაურუპა, რაც „ძლიერ მელიას“ ნიშნავს.

თეიმურაზის კნინობითი ფორმებია: თემო, თემუკა, თემიკო.

1791 წელს ვაშლოვანში მოხსენიებულია ეშიკაღაბაშის ყმა ფარსადან თეიმურაზიშვილი.

მოგვიანებით თეიმურაზიშვილები თეიმურაზოვებად ჩაუწერიათ რუსული დაბოლოებით.

საქართველოში 35 თეიმურაზიშვილი ცხოვრობს: თბილისში – 23, გარდაბანში – 3, დედოფლისწყაროში – 2. არიან სხვაგანაც. 

176 – თეიმურაზოვი.

გვარიშვილი

გვარიშვილების ისტორია გადახლართულია დადეშქელიანებთან, ხალვაშებთან, თურქეთის გენერალ გვარელუდისთან და ასე შემდეგ.

„პირველად ჩაქვში, 1644 წელს მოიხსენიება პაატა დადეშქელიანი ცოლიანად. ქედის რაიონში მკვიდრობდა პაატა დადეშქელიან-გვარიშვილი და ნათელა ხალვაშის შთამომავალთა შტო. გვარიშვილი პაატა დადეშქელიანისა და ნათელა ხალვაშის ნამრავლია. გვარიშვილები ძირმაგარი გვარია. მათ ოჯახში მეფესაც კი უმგზავრია. მეფეს უკითხავს, რა გვარის ხართო. უპასუხიათ, გვარიშვილიო. ეს ამბავი ყველამ იცის“.

საქართველოში 342 გვარიშვილი ცხოვრობს: ბათუმში – 141, ქობულეთში – 122, ქედაში – 24. არიან სხვაგანაც.

ბუთბაია

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბუთა.

ბუთ-ბა-ია ორსუფიქსიანი გვარ-სახელია. სუფიქსები ბა და ია ქართულია და ნიშნავს შვილს, ძეს, შობილს, დაბადებულს. ბუთბაიები ცხოვრობენ როგორც ზუგდიდსა და წალენჯიხაში, ასევე აფხაზეთში.

საქართველოში 256 ბუთბაია ცხოვრობს: ზუგდიდში – 145, თბილისში – 50, წალენჯიხაში – 12. არიან სხვაგანაც.

ბეღელაური

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ბეღელა.

ბეღელი პურეულის შესანახი ნაგებობაა ფშავში, ხევსურეთსა და საქართველოს სხვა კუთხეებში. ფარცხისში 1818 წელს ნიკოლოზ პეტრეს ძე ადულასშვილის თავდებად მოიხსენიება გიორგი ზურაბის ძე ბეღელაური. ამავე ძირისაა გვარები: ბეღელაძე და ბეღელაშვილი.

საქართველოში 230 ბეღელაური ცხოვრობს: გორში – 97, თბილისში – 89, თეთრი წყაროში – 14. არიან სხვაგანაც.

ანთაური

გვარის ფუძედ წინაპრებს გამოუყენებიათ სიტყვა ანთა. ამ ფუძითაა ნაწარმოები ქართული გვარები: ანთაძე, ანთაური, ანთელავა, ანთია, ანთიძე, ანთაიძე. 

სავარაუდოდ, ანთაიძე და ანთაური ერთი და იგივე გვარი უნდა იყოს. არსებობს მოსაზრება, რომ, ანთაი, ანთა ქართველთა წარმართული ღვთაების – ანთარის ბოლომოკვეცილი ფორმაა, რომელიც დროთა განმავლობაში საკუთარ სახელად ქცეულა. სხვა ვარაუდით, ანთები იყვნენ ქართველთა მონათესავე ტომები, რომლებსაც ეკავათ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ ქართველებთან. ამას მოწმობს დღემდე შემორჩენილი ქართული გვარები: ანთია, ანთიძე, ანთელავა და სხვა.

ამავე ძირისაა გვარები: ანთაიძე, ანთაური. 

საქართველოში 109 ანთაური ცხოვრობს: თბილისში – 33, დუშეთში – 19, თელავში – 17. არიან სხვაგანაც.

ყირიმელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ყირიმა. 

ბესო ყირიმელაშვილი მოიხსენიება 1843 წლის აღწერისას დიდ თონეთში. დიდ თონეთში 1885 წელს კონსტანტინე მჭედლიძის თავდებად მოიხსენიება სვიმონ ყირიმელაშვილი.

ამავე ძირისაა გვარები: ყირიმელი, ყირიმლიშვილი, ყირიმელიშვილი.

საქართველოში 47 ყირიმელაშვილი ცხოვრობს: 126 – ყირიმელი; 138 – ყირიმლიშვილი;  72 – ყირიმელიშვილი.

თეზელაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეზი, თეზია. მისი კნინობითი ფორმებია: თეზიკო, თეზულა. 

იასე თეზელაშვილი 1873 წლის აღწერაში სოფელ წვერში მოხსენიებულია, როგორც დროებით ვალდებული გლეხი. ამავე ძირითაა გვარები: თეზელიშვილი, თეზიაშვილი.

საქართველოში 299 თეზელაშვილი ცხოვრობს.  105 – თეზელიშვილი;  75 – თეზიაშვილი.

პოჩიკაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი პოჩიკა.  

პოჩიკაშვილი მოიხსენიება სოფელ კოდაში 1851 წელს. კამერული აღწერის ამავე სიაში არიან მოსე და საქულა პოჩიკაშვილები. 1873 წელს ერთ-ერთ პოჩიკაშვილს ერქვა ყვავილა. 1886 წლიდან კი ჩნდება გვარი ყვავილაშვილი. გვხვდება ვარაუდი იმის შესახებაც, რომ თუში იჭარაული კოდაში გადასულა და პოჩიკაშვილის გვარი მიუღია.

საქართველოში 31 პოჩიკაშვილი ცხოვრობს: თეთრი წყაროში – 28, რუსთავში – 2, თბილისში – 1.

კარიჭაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი კარიჭა. 

1729 წელს ატენელი ზაქარია გიორგაშვილის მიერ იორამ თარხნიშვილისადმი გაცემულ პირობის წიგნში მოიხსენიება ბერი კარიჭაშვილი. 1721 წელს სამღერეთში მოიხსენიება ბაბაჯანა კარიჭაშვილი.

საქართველოში 259 კარიჭაშვილი ცხოვრობს: გორში – 191, თბილისში – 65, რუსთავში – 3. 

ელუაშვილი

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ელუა. 

აქედან მომდინარეობს გვარები: ელიაშვილი, ელაძე, ელიავა. 1727 წელს მოიხსენიება დათუნა გერმანოზიშვილის ყმა – გოუა ელუაშვილი.

საქართველოში 65 ელუაშვილი ცხოვრობს. გორში – 37, თბილისში – 9, თეთრი წყაროში – 5. არიან სხვაგანაც.

დოხნაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი დოხნა. 

ივანე ჯავახიშვილის აზრით, თანამედროვე სიტყვა თოხის წინარე სახე – თოფიანი უნდა ყოფილიყო. დოხნაძეში წარმოდგენილი ფუძე ემთხვევა თოხის სავარაუდო არქაულ ფორმას.

საქართველოში 632 დოხნაძე ცხოვრობს: თბილისში – 260, ამბროლაურში – 116, ტყიბულში – 56. არიან სხვაგანაც.

 

скачать dle 11.3