კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰყავდა თუ არა უკანონო შვილი სტალინს

 

სოლვიჩეგოდსკის გადასახლებიდან გაქცევის შემდეგ, სტალინი არალეგალურად ცხოვრობდა ბაქოში. ადგილობრივ ჟანდარმერიას, ქალაქში სტალინის ჩასვლა არ გამოჰპარვია და ორი აგენტი მიუჩინა მუდმივი მეთვალყურეობისთვის – „ფიკუსი” და „მიხაელი”. ჟანდარმერიის მასალებში იმ პერიოდში სტალინი „მერძევის” („მალოჩნის”) ფსევდონიმით ფიგურირებდა. ჟანდარმერია დიდხანს ცდილობდა ჯუღაშვილის წინააღმდეგ სამხილის მოპოვებას, მაგრამ დაბალი პროფესიული შესაძლებლობების მქონე აგენტები – „ფიკუსი” და „მიხაელი”, ხშირად კარგავდნენ „მერძევის” კვალს. ბოლოს და ბოლოს, 1910 წლის 30 მარტს, სტალინი დააპატიმრეს. იმავე წლის 23 სექტემბერს ის ბაქოდან ვოლოგდაში გაგზავნეს. ოქტომბრის ბოლოს კი სოლვიჩეგოდსკში დააბრუნეს, სადაც ახალგაზრდა ქვრივ, მარია კუზაკოვასთან ჩაასახლეს. ამ დროისათვის ჟანდარმერიას უკვე დადგენილი ჰქონდა სტალინის კავშირები რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ მუშათა კავშირის ხელმძღვანელობასთან. ამიტომ იყო, რომ მარია კუზაკოვას სახლს, თითქმის მუდმივად უთვალთვალებდნენ. ამის მიუხედავად, სტალინი მაინც ახერხებდა კონსპირაციული შეხვედრების გამართვას. მოგვიანებით გავრცელდა ხმები, რომ სტალინს მარია კუზაკოვასგან ვაჟი შეეძინა, რომელიც შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა. 

ამჯერად სოლვიჩეგოდსკიდან გაქცევა სტალინს აღარ უცდია, რადგან გადასახლების ვადა მალე უმთავრდებოდა. გადასახლების ვადის დასრულების შემდეგ, 1911 წლის ივლისში, სტალინი სოლვიჩეგოდსკიდან ვოლოგდაში ჩავიდა. ვოლოგდაში მას 2 თვე უნდა გაეტარებინა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო თავისუფლად გადაადგილება. ჟანდარმერიას აინტერესებდა, ვოლოგდაში მყოფი სტალინი ვისთან აპირებდა კავშირის დამყარებას, რა გეგმები ჰქონდა სამომავლოდ. ამიტომ, ჟანდარმერიისა და ოხრანკის აგენტები მუდმივად უთვალთვალებდნენ. ოხრანკის მასალებში ამ პერიოდში სტალინი „კავკასიელის” ფსევდონიმით მოიხსენიება. 6 სეტემბერს სტალინი პეტერბურგში გაემგზავრა. 1912 წლის 16 მარტს კი თბილისში დაბრუნდა. თუმცა, მალე თბილისიდან ისევ პეტერბურგს გაემგზავრა. პეტერბურგში ჩასულმა სტალინმა არალეგალური მოღვაწეობა გააგრძელა. მას ჟანდარმერია და ოხრანკა უკვე კვალში ედგა. ასე რომ, „კავკასიელის” წინააღმდეგ ბევრი სამხილი დაგროვდა. ჟანდარმერიასა და ოხრანკას კონტროლზე ჰყავდა სტალინთან კავშირში შემჩნეული ყოველი პიროვნება. იცოდა იმ ბინების მისამართები, სადაც ჯუღაშვილი ღამეს ათევდა. მართალია, სტალინს ჟანდარმერია და ოხრანკა მუდმივად კვალში ედგა – ვოლოგდიდან პეტერბურგამდე, პეტერბურგიდან თბილისამდე და თბილისიდან პეტერბურგამდე მგზავრობისას, მაგრამ მისი დაპატიმრება მხოლოდ ამის შედეგი არ იყო. პეტერბურგში მყოფ სოციალ-დემოკრატთა შორის ჟანდარმერიას ბევრი აგენტი ჰყავდა, რომელთა შესახებაც, ცხადია, სტალინს არ შეიძლებოდა რაიმე სცოდნოდა. სტალინის მორიგი დაპატიმრება მეტწილად ამ აგენტების დამსახურებაა. პეტერბურგში ჩასული ჯუღაშვილი ყალბი პასპორტით ცხოვრობდა და ეჭვიც არ ჰქონდა, რომ ამის თაობაზე დაწვრილებით იყო ინფორმირებული ადგილობრივი ჟანდარმერია და ოხრანკა. სტალინი სრულიად მოულოდნელად დააპატიმრეს ერთ-ერთ შეკრებაზე 1912 წლის აპრილში. სტალინს უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ჟანდარმერიისა და ოხრანკის მიერ ჩანერგილმა აგენტებმა გასცეს.  ჯუღაშვილი გაასამართლეს და 3 წლით ციმბირში გადასახლება მიუსაჯეს. პატიმართა ჯგუფთან ერთად სტალინი ციმბირში, ქალაქ ტომსკში 1912 წლის 18 ივლისს ჩავიდა, საიდანაც თბომავლით კოლპაშევომდე მიაღწია. კოლპაშევოში სტალინი ცოტა ხანს შეჩერდა, რამდენიმე ხნის შემდეგ კი გადასახლების ადგილას, ნარიმში ჩავიდა. ამ დროისთვის ნარიმში უკვე იმყოფებოდა პოლიტპატიმართა ერთი ჯგუფი. სტალინმა ბინა, ორ გადასახლებულთან ერთად, ეფროსინა ალექსეევას სახლში დაიდო. 

ჯუღაშვილმა მორიგი გაქცევისთვის დაიწყო მზადება. გაქცევაში მას დახმარებას უწევდნენ იაკობ და აგაფონ ალექსეევები. მათ ის არყითა და სურსათით მოამარაგეს, ნავი მისცეს და ღამით მდინარემდე მიაცილეს. გაქცევა ამჯერად წარმატებით დამთავრდა. 1912 წლის 1 სექტემბერს სტალინმა იმ თბომავალზე მოახერხა ასვლა, რომელიც ტომსკში მიდიოდა. ტომსკიდან მატარებლით სტალინმა პეტერბურგამდე მიაღწია. ნარიმის გადასახლებაში, მან სულ 38 დღე დაჰყო. 12 სექტემბერს სტალინი პეტერბურგში ჩავიდა, საიდანაც მალე თბილისში გამოემგზავრა. თუმცა, თბილისში დიდხანს არ დარჩენილა. 

1913 წლის თებერვალში სტალინი კვლავ პეტერბურგში დაბრუნდა. მან წინა დაპატიმრების დროიდან უკვე იცოდა, რომ რუსეთის სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში მყოფი ჟანდარმერიის აგენტები უთვალთვალებდნენ. თუმცა, ეჭვიც არ შეუტანია, რომ მისი მთავარი დამსმენი, ცნობილი სოციალ-დემოკრატი, რომან მალინოვსკი იყო (მალინოვსკის აგენტურული საქმიანობა გაცილებით გვიან დადასტურდა). სწორედ მალინოვსკის წყალობით, 23 თებერვალს ერთ-ერთ მეჯლისზე სრულიად მოულოდნელად დააპატიმრეს სტალინი. 7 ივნისს მას 4 წლით ციმბირის შორეულ კუთხეში, ტურუხანსკში გადასახლება მიესაჯა. გადასახლების ადგილას, სტალინი ივნისშივე გაემგზავრა. კრასნოიარსკში ის თბომავალზე მოათავსეს, რომელიც მდინარე ენისეის აღმა მიუყვებოდა. ჯუღაშვილის გადასახლების ადგილი – ტურუხანსკის მხარე ფართობით იმაზე გაცილებით დიდი იყო, ვიდრე ინგლისი, საფრანგეთი და გერმანია ერთად აღებული. თუმცა, იქ მხოლოდ 12 ათასი ადამიანი ცხოვრობდა. 26-დღიანი მოგზაურობის შემდეგ, 10 აგვისტოს სტალინი, ტურუხანსკის პროვინციის ცენტრში – მონასტირსკოეში ჩავიდა, საიდანაც სოფელ მიროედიხაში გადაიყვანეს. 2 კვირის შემდეგ, სტალინი სოფელ კოსტინოში გადავიდა საცხოვრებლად. 

სტალინი კვლავ გაქცევისთვის ემზადებოდა, თუმცა, ტურუხანსკიდან გაქცევა, პრაქტიკულად, შეუძლებელი იყო. უკვე ნოემბრის დასაწყისში იქ ტემპერატურა მინუს 33 გრადუსამდე, ხოლო ზოგჯერ მინუს 50 გრადუსამდე ეცემოდა. წარმატებული გაქცევისთვის ამ შემთხვევაში თბილი ტანსაცმელი და საგზალი საკმარისი არ იყო. გაქცევისთვის აუცილებელი იყო დიდი რაოდენობით ფული, რისი შოვნაც ჯუღაშვილს ძალიან გაუჭირდებოდა, თუ მას რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელობა არ დაეხმარებოდა. 1914 წლის იანვარში სტალინმა მართლაც მიიღო 140 მანეთი ეს ფული სავსებით საკმარისი იყო ყალბი დოკუმენტების შესაძენად. სტალინისთვის ფულის გაგზავნის  შესახებ შეიტყო ოხრანკის აგენტმა რომან მალინოვსკიმ. მალინოვსკისგან მიღებული ინფორმაციის შემდეგ რუსეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ტურუხანსკში დეპეშა გაგზავნა და ადგილობრივ პოლიციას აცნობა, რომ სტალინი გაქცევისთვის ემზადებოდა. დეპეშის მიღების შემდეგ, ჯუღაშვილი გადასახლების ახალ ადგილას, 290 კილომეტრით ჩრდილოეთით, სოფელ კურეიკაში გადაიყვანეს. ეს სოფელი არქტიკული პოლარული წრიდან 130 კილომეტრით იყო დაშორებული. კურეიკა, პრაქტიკულად, სოფელიც არ იყო. იქ ერთმანეთის მონათესავე 38 მამაკაცი და 29 ქალი 8 ქოხში ცხოვრობდა.  კურეიკაში სტალინი, ალექსი და ანტისა ტარასევების ქოხში ცხოვრობდა. 1914 წლის 27 აპრილს ჟანდარმერიამ მიიღო ცნობა, რომ სტალინი გაქცევას აპირებდა. ამის მიზეზი გამხდარა ის, რომ ჯუღაშვილი ხშირად თხოულობდა ნავს ფიოდორ ტარასევისგან. მალე მდინარე ენისეიზე ნაოსნობა გაიხსნებოდა, ამიტომ ჟანდარმერიამ სტალინს მდინარეზე ნავით სეირნობა აუკრძალა. 

გადასახლებიდან სტალინის გაქცევით, დიდად იყო დაინტერესებული რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ხელმძღვანელობა. 1915-1916 წლებში სტალინმა პარტიისგან გაქცევისათვის აუცილებელი სოლიდური თანხა მიიღო, თუმცა, გაქცევა მაინც ვერ მოახერხა. 

1915-1916 წლის ზამთარი სტალინმა ახალ ბინაზე, პერეპრიგინების ქოხში გაატარა. გაზაფხულდა თუ არა, მან ისარგებლა იმით, რომ მდინარე ენისეი ჯერ კიდევ გაყინული იყო და მარხილით კურეიკადან მონასტირსკოეში გაემგზავრა. გაქცევა ჯუღაშვილმა ამჯერადაც ვერ შეძლო. 

1916 წლის ოქტომბერში სხვა გადასახლებულებთან ერთად სტალინი პირველ მსოფლიო ომში გაიწვიეს. მას მართალია, ომში წასვლა არ ეპიტნავებოდა, მაგრამ, თანხმობა იმიტომ განაცხადა, რომ ტურუხანსკიდან თავის დაღწევა სურდა.  12 დეკემბერს, სტალინი გადასახლებულთა ჯგუფთან ერთად კრასნოიარსკში გაემგზავრა. გადასახლებულებს ირმებშებმული მარხილებით უნდა ემგზავრათ. სტალინი მგზავრობას სხვადასხვა მიზეზით განგებ აჭიანურებდა. ამის გამო ხშირად ერთ ადგილზე 2-3 დღე ჩერდებოდნენ. ომში გაწვეულმა გადასახლებულებმა კრასნოიარსკში მხოლოდ 1917 წლის 9 თებერვალს ჩააღწიეს. პოლიციისგან, გადასახლებულები სამხედროებს უნდა გადაებარებინათ. ამასაც რამდენიმე დღე დასჭირდა. სამხედრო სამედიცინო კომისიამ,  იოსებ ჯუღაშვილი მკლავის დაზიანების გამო სამხედრო სამსახურისათვის უვარგისად მიიჩნია. 16 თებერვალს ჯუღაშვილმა ენისეისკის გუბერნატორს თხოვნით მიმართა, გადასახლების დარჩენილი 4 თვე სოფელ აჩინსკში გაეტარებინა, რაზეც თანხმობა მიიღო. აჩინსკში სტალინი 21 თებერვალს ჩავიდა. ეს ის დრო იყო, როცა რუსეთში რევოლუცია მძვინვარებდა. იოსებ სტალინს გადასახლების ვადის დასრულება აღარ მოუხდა. რევოლუციამ რომანოვების იმპერიას ბოლო მოუღო – 1917 წლის 2 მარტს იმპერატორი ნიკოლოზ მეორე ტახტიდან გადადგა. 12 მარტს პეტროგრადში (ამ პერიოდისთვის უკვე ასე ჰქვია პეტერბურგს) ჩავიდა ყოფილი პოლიტპატიმარი, იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი – მომავალი რუსეთის მბრძანებელი.

 

скачать dle 11.3