კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ფლორის სამყაროში

 

კითხვა: როგორ მოვუარო ზამთარში შობის ხეს?

პასუხი: შობის ხეს ჰქვია პუანსეტია. ის ძალიან პრეტენზიული და, შესაბამისად ძნელი მოსავლელია. ეცადეთ, ამ მცენარის შეძენის დროს კარგად გაეცნოთ მის შესახებ ლიტერატურას. პუანსეტიას არ სჭირდება დიდი რაოდენობით წყლის და ასევე, მინერალების მიწოდება. ის არ უნდა იყოს დიდ ქოთანში. პუანსეტია ვერ იტანს როგორც დიდ სიცხეს, ასევე სიცივეს. მას გამუდმებით სჭირდება 22-24 გრადუსი. ეცადეთ, რომ ხშირად არ დაუსხათ საზრდელი ვიტამინები და, ასევე, არ მისცეთ აზოტიანი საკვები. თუ ამ ყველაფერს გაითვალისწინებთ, თქვენი მცენარე მშვენივრად გაიზრდება.

კითხვა: ჩემს აბუტილონს ფოთლები დასცვივდა, ხომ ვერ მეტყვით რატომ?

პასუხი: აბუტილონი ტროპიკული მცენარეა და მას ოდნავი სიცივეც კი აშინებს, ამიტომ, არასდროს დატოვოთ ის ქარიან ამინდში გარეთ. ასევე, არ უყვარს მაღალი ტემპერატურა. როგორც ჩანს, თქვენს აბუტილონს დაერღვა ბუნებრივი პირობები. შეგიძლიათ, ის გადაჭრათ და ხელახლა ამოიყრის ფოთლებს. როდესაც მცენარეს გადაჭრით, აუცილებლად გადგით გრილ და ნათელ ადგილას, ხოლო როცა ახალ კვირტებს ამოყრის, დადგით თბილ ადგილას, რომ ახალი ამონაყარი არ გაფუჭდეს.

კითხვა: ჩემს ასტილბას ფოთლები გაუყვითლდა. როგორ მოვიქცე?

პასუხი: ასტილბა სუბტროპიკული მცენარეა, ამიტომ, შეგიძლიათ, დატოვოთ გარეთ და ზემოდან, დაცვის მიზნით, დააყაროთ ნახერხი და ასევე, შესაძლებელია ზემოდან რამე გადააფაროთ. ამ მცენარეს არ უჭირს არც ზაფხულში, არც ზამთარში. ასტილბას ადრე გაზაფხულზე ესაჭიროება მკვებავი საშუალებები, რომ კარგად აყვავდეს. როგორც კი მცენარე დაიწყებს გაყვითლებას, მას დასჭირდება გადაჭრა, რომ გაზაფხულზე კარგი ყვავილობა ჰქონდეს.

კითხვა: როგორ შეიძლება გავამრავლო ანემონა?

პასუხი: ანემონა იოლი გასამრავლებელია. მას არ უყვარს ხშირი გადარგვა და გაყოფა. ეცადეთ, რომ მცენარე ადრიან ზაფხულში გაყოთ, რათა კარგად შეხვდეს ზამთარს და არ გაფუჭდეს. ანემონა ყვავის ძალიან ხშირად და უხვად. თესლიდან ამოდის, მაგრამ, ესაჭიროება როგორც ნაკელი, ასევე ქვიშა და სილა, რომ ფესვმა კარგად დაიწყოს გადგმა. როგორც კი პირველ ყვავილობას დაამთავრებს, ეცადეთ, გადაყვავებული ყვავილი მოაშოროთ, რათა ახალი ყვავილობა არ გაჩერდეს.

კითხვა: როგორ მოვუარო ზამთარში ალპინარიუმს, რომელშიც უამრავი მცენარე მაქვს?

პასუხი: ალპინარიუმს საერთოდ არ სჭირდება მოვლა, თუ ის გარეთ გაქვთ მოწყობილი, მაგრამ, თუ ალპინარიუმი გაქვთ სახლის პირობებში, მაშინ, მას ესაჭიროება კარგი მიხედვა, კერძოდ: ყოველ ორ თვეში მას საკვებად დასჭირდება მიკროელემენტებისა და სხვადასხვა სახის მინერალების მიწოდება, სახლის პირობებში მოწყობილ ალპინარიუმში ბევრი ისეთი ტროპიკული მცენარე იზრდება ხოლმე, რომელსაც სათუთი ყურადღება უნდა. მათ ხშირად სჭირდებათ ნიადაგის გამოცვლა და ფესვების ხშირი გამოკვება. მცენარეებს სახლის პირობებში ხშირად უჩნდება დაავადებები და სხვადასხვა სახის პარაზიტი ეხვევა. 

 

скачать dle 11.3