კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვეტერინარის რჩევები

 

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლებს თუ უკეთდებათ კატარაქტის ოპერაცია?

პასუხი: კატარაქტის ოპერაცია ძაღლებში, რა თქმა უნდა, კეთდება, მაგრამ, არ არის გამართლებული. ამიტომ, უმჯობესია, რომ ეს ოპერაცია ცხოველს არ გაუკეთდეს. საერთოდ, კატარაქტა ასაკობრივი ფონია და ყალიბდება დაახლოებით 7-8-9 წლის შემდეგ. ძაღლები, ისევე, როგორც ადამიანები, კატარაქტის დროს დისკომფორტს განიცდიან, რადგან, ნელ-ნელა  უქვეითდებათ მხედველობა.

კითხვა: ჩემი ძაღლი უკვე 4 წლისაა, მაგრამ, ჯერ ლეკვები არ დაუყრია. ერთხელ ჰქონდა ცრუ ფეხმძიმობა. გვირჩიეთ, როგორ მოვიქცეთ?

პასუხი: საერთოდ, ცრუ ფეხმძიმობები რომ არ გაგრძელდეს, ძაღლი უნდა შეაჯვაროთ. ცრუ ფეხმძიმობების ხარჯზე, შესაძლოა, მასტოპათიები განვითარდეს და სიმსივნეებთან და პათოლოგიებთან გვქონდეს საქმე. თუ ცხოველს აჯვარებთ და არ ორსულდება, ამ შემთხვევაში, სპეციალური მკურნალობის ჩატარება დასჭირდება.

კითხვა: დასაშვებია თუ არა ჯიშიანი ლეკვის შეძენა ბაზარში და რამდენად სარისკოა იქ მათი ყიდვა?

პასუხი: ბაზარში ლეკვის შეძენა ნამდვილად სარისკოა, რადგან, იქ არასტერილური გარემოა და ლეკვი ათასი გადამყიდველის ხელში გადადის.  ასე რომ, ჯობია ცხოველი ვეტერინარის თანდასწრებით ან შერჩევით შეიძინოთ. გარდა ამისა, ასეთ ადგილებში რისკის ქვეშ არის სუფთა ჯიშის შეძენის საკითხიც, რადგან ბაზარში ყველა ტიპის ძაღლი იყიდება – ჯიშიანიც და უჯიშოც. ამიტომ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი რჩევა და ლეკვი კომპეტენტური ადამიანის თანდასწრებით შეიძინოთ. 

კითხვა: მაინტერესებს, ძაღლის მიერ ადამიანის სხეულის რომელი ნაწილის დაკბენაა უფრო მეტად საშიში? 

პასუხი: თუ ძაღლი დაგკბენთ, უყურადღებოდ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. ასეთ შემთხვევაში, უფრო მეტად საშიში ნაწილებია: ხელის თითები, ცხვირ-სახე, თავი, გამრავლების ორგანოები, ნერვული დაბოლოებები. დანარჩენი კი მეორე კატეგორიის დაინფიცირებად ითვლება. 

 

скачать dle 11.3