კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა გამოცდა მოუწყო ნიუ-იორკში საკუთარ თავს ლაკო ბუკიამ და რატომ გადაწყვიტეს მისი პროექტის დადება „პარსონსის“ საიტზე

წარმატებული დიზაინერი ლაკო ბუკია რამდენიმე თვის წინ საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, რათა დიზაინის ერთ-ერთ საუკეთესო სკოლა „პარსონსში“ მაგისტრატურა გაიაროს. მიუხედავად დატვირთული სასწავლო სემესტრისა, მან მაინც მოახერხა საკუთარი კოლექციის ჩვენება თბილისის „ფეშენ-ვიქზე“, ასევე‚ მეორე ხაზზე მუშაობა და კიდევ ბევრი საინტერესო პროექტის განხორციელება.

 

ლაკო ბუკია: თავიდან, ნიუ-იორკში რომ ჩავედი‚ მეგონა‚ მიჩვეული ვიყავი მარტო ცხოვრებას, მაგრამ, ასე არ ყოფილა, ძალიან გამიჭირდა, რადგან იქ სულ სხვანაირი სისტემა, ცხოვრების რიტმია. სანამ ბინა ვიშოვე, მოვაწყვე... – მოკლედ, თავიდან ყველაფერმა დიდი პრობლემები შემიქმნა, მაგრამ‚ რომ დავლაგდი‚ ისე მომეწონა, იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. არ მეგონა‚ თუ რომელიმე ქალაქი ლონდონზე მეტად შემიყვარდებოდა. რაც მთავარია‚ სულ სხვა ეტაპზე გადავედი; ვიპოვე ადგილი, სადაც ძალიან მშვიდად ვარ; ვიცი‚ რა უნდა ვაკეთო. მომწონს ის ფაქტიც, რომ სულ ვსწავლობ, იშვიათად ვერთობი, რაც მთავარია‚ ვიცი‚ რისთვის წავედი, და, მინდა ეს შანსი ბოლომდე გამოვიყენო, ვაფასებ, რომ ნიუ-იორკში ვარ. 

– მომიყევი, როგორ ცხოვრობ ნიუ-იორკში, როგორი რეჟიმი გაქვს, ძალიან ხარ დატვირთული?

– მაგისტრატურაში პირველ კურსზე სულ 17 სტუდენტი ვართ, ხოლო მეორე კურსზე – 15, ოთხი ლექტორი გვყავს, ანუ, ბევრნი არ ვართ, ჩვენი სართული გვაქვს, სადაც არავინ ამოდის. ძალიან მომწონს ის ფაქტი, რომ ყველანი ერთმანეთთან მეგობრულად ვართ და არ გვაქვს კონკურენციის მომენტი. ისეთი სტუდენტები ჰყავთ არჩეული, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგვანან, ყველა სხვადასხვანაირია და განსხვავებული ნიჭი აქვთ, ამიტომაც, ერთმანეთისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. რაც მთავარია‚ ძალიან მაღალი დონეა, გექცევიან როგორც ჩამოყალიბებულ დიზაინერებს და ბევრ რამეს ითხოვენ. გამოცდებზე სიმართლეს გეუბნებიან, რაც, შეიძლება, მტკივნეულია, მაგრამ‚ იქ იმისთვის მიხვედი, რომ სიმართლე გაიგო და მერე გამოასწორო. არავის სჯერა, რომ დილის 8-ზე მივდივარ და ღამის 2 საათზე გამოვდივარ, თან, ყოველდღე,  შაბათ-კვირასაც კი. მაგალითად‚ ხუთშაბათს გვაქვს დიზაინის კლასი, ამ დროს მოდის ლექტორი და ნახულობს‚ რა გააკეთე. მაგრამ, ერთი კვირის განმავლობაში ბევრი რამ უნდა გააკეთო, რომ პროცესი აჩვენო, ამას კი დიდი დრო სჭირდება, რადგან, ხელით აკეთებ ნიმუშებს, მანეკენზე მუშაობ, კერავ... მოკლედ‚ ყველაფერს აკეთებ. თან‚ სხვა ლექციებიც გვაქვს, იმასაც დრო სჭირდება და, ამიტომ, მთელი დღე მიწევს უნივერსიტეტში ყოფნა. თაიმს სკვერზე ვცხოვრობ, უნივერსიტეტიც თაიმს სკვერზეა. რომ მეკითხებიან, ნიუ-იორკში რა ხდებაო, ვპასუხობ: გეტყვით‚ თაიმს სკვერზე რა ხდება-მეთქი. სემესტრის ბოლოს გამოფენა გავაკეთეთ, სადაც მოდიან ლექტორები და კურსის დირექტორი, რომელსაც მთელი სემესტრის განმავლობაში არ უნახავს შენი სამუშაო. რომ მეგონა‚ დიზაინის კლასი დავამთავრე, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და ძალიან ბედნიერი ვიქნებოდი, პირიქით‚ დასტრესილი დავრჩი, რადგან, ბევრმა მიიღო ცუდი კომენტარი. რა თქმა უნდა‚ ეს კომენტარები სწორი იყო, მაგრამ, მთელი დღეები რომ მუშაობ და ასე გაფასებენ, გულდასაწყვეტია.

– შენ რაზე იმუშავე?

– ადრე ქალები აკეთებდნენ ხოლმე „ჯაჭვის“ გადასაფარებელს, ხელით ნაქსოვს. ის გავათანამედროვე და ჩემებურად გავაკეთე. ძალიან დიდი დრო დასჭირდა – ერთ ქსოვილს რვა საათი ვაკეთებდი, მაგრამ, კმაყოფილი დავრჩი, რომ ეს შევძელი. რაც ლონდონში სწავლა დავამთავრე, ძირითადად‚ ჩემი მკერავები კერავდნენ და ახლა ეს ჩემთვის ერთგვარი გამოცდა იყო – შევძლებდი თუ არა ბოლომდე მიყვანას. სხვათა შორის‚ ძალიან მოეწონათ. ორი კაბა დავამთავრე და, მინდა, ამით განვაგრძო ჩემი შემდეგი კოლექცია, კლიპიც გადაიღო რეჟისორმა, რომელიც „ფეშენ ტივისთვის“ მუშაობს. შემდეგ პრეზენტაციაზე გავუშვი, ძალიან მოეწონა ჩემს მთავარ ლექტორს და მითხრეს, რომ, როგორც ერთ-ერთ წარმატებულ პროექტს, უნივერსიტეტის საიტზე დადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ არასდროს მითქვამს და არ დამიწერია, ცოტა ხნის წინ „ფეისბუქზე“ დავწერე: ხალხი ერთ რაღაცას გააკეთებს და თავი დიზაინერი ჰგონია-მეთქი. რომ მეგონა, ძალიან ბევრს ვშრომობდი, თურმე‚ ასე არ ყოფილა, აღმოჩნდა, მაინც ცოტას ვშრომობდი იმასთან შედარებით‚ რაც უნდა გააკეთო იმ წარმატებისთვის, რომელსაც გინდა, რომ მიაღწიო. 

– ის, რომ შენი ბრენდი გაქვს, წარმატებულად გამოდიხარ ლონდონის „ფეშენ-ვიქზე“, შენი სამოსი კიდია პარიზის შოუ-რუმში და ასე შემდეგ, თუ გეხმარება უნივერსიტეტში, ანუ სარგებლობ, თუ არა გარკვეული პრივილეგიებით?

– თავიდან ჩემი პორტფოლიო, ყველა მონაცემი გავგზავნე, ამიტომ, გასაუბრებაზე მკითხეს: რატომ ჩამოდიხარ, ბრენდი გაქვს ლონდონში აწყობილიო. ჩემი ლექტორები ლონდონიდან არიან და იციან‚ ეს რას ნიშნავს. როდესაც 17 ადგილი გაქვს, მილიონი სტუდენტიდან, რომლებიც აბარებენ გამოცდებს, ისეთი უნდა მიიღო, რომ მერე არ თქვა, არასწორად მოგექეციო. ალბათ‚ მაშინ სწორი პასუხი გავეცი და ამიტომაც ამიყვანეს. როცა ჩავედი და გაცნობის ფართი გვქონდა, მაშინაც მითხრეს: დღემდე ვერ ვხვდებით‚ აქ რა გინდაო. ამის მერე დაიხურა ის კარი, რომ მე ბრენდი მაქვს – თუ იქ მიხვედი ესე იგი‚ მათ უნდა აჰყვე ყველაფერში და, შესაბამისად‚ რაღაც პრივილეგიები არ არსებობს. ორ გაცდენაზე საგანში იჭრები, რაც მერე თავიდან უნდა გაიარო, ეს კი დიდი პრობლემაა. კიდევ ზედმეტი საგანი რომ დამემატოს, შეიძლება‚ თავი მოვიკლა. უკვე იმაზე კი აღარ იქნება საქმე‚ რომ კარგად დაამთავრო სემესტრი, არამედ, უბრალოდ‚ უნდა დაამთავრო. სულ ვცდილობ, არ გავხდე ავად, არ შემექმნას რამე პრობლემა. მაშინ‚ ქარიშხლები და წვიმა რომ იყო, ალბათ‚ ყველას გაუხარდებოდა‚ ერთი კვირა რომ არ ექნებოდა სწავლა, ჩვენ კი ძალიან ვნერვიულობდით: რა გვეშველება, სკოლა დაიკეტა, ერთი კვირა ვერ ვისწავლით და ვერაფერს მოვასწრებთ, რადგან ქარიშხლის გამო არავინ მოგვცემდა შეღავათს და ასეც იყო. მიხარია, რომ კარგად ჩაიარა გამოცდებმა. თბილისში რომ მოვფრინავდი‚ თვითმფრინავში მთელი გზა თემას ვწერდი და მერე აქაც, მთელი ორი დღის განმავლობაში. 

– მიუხედავად ასეთი რეჟიმისა‚ თბილისის „ფეშენ-ვიქზე“ კოლექციის ჩვენებაც მოაწყვე... 

– ჩვენების ჩატარება ბოლო წამს გადაწყდა, თან‚ ნათქვამი მქონდა, რომ თბილისში დიდი ხნის განმავლობაში არ ვაპრებდი ჩვენების მოწყობას. აგვისტოში გავაკეთე გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია, რომელიც ნიუ-იორკში წავიღე და ლონდონში ჩვენების გაკეთება ბოლო წამს ჩავშალე. გული დამწყდა, რომ საზოგადოებამ ეს კოლექცია ვერ ნახა. შოუ-რუმში კი არის, პრესაც ნახულობს, მაგრამ, კლიენტებს, ხალხს არ უნახავს. ჩემი მენეჯერი და ჩემი და შემიჩნდნენ, მიდი გააკეთეო, რაც არარეალურად მეჩვენებოდა. 6-ის ნახევარზე ჩამოვდიოდი, ჩვენება 7 საათზე დამინიშნეს, თან‚ კოლექცია სხვადასხვა ქვეყანაში იყო. რომ დავრეკე, ამ დღეებში კოლექცია მჭირდება-მეთქი, გადაირივნენ. მოკლედ‚ ძალიან ბევრი ვიწვალე, რომ ჩამოსულიყო. ამიტომ, ყველა გავაფრთხილე: თუ მე ვერ ჩამოვალ, მაინც მოაწყვეთ ჩვენება-მეთქი. თურქეთის აეროპორტში 8 საათი ვიყავი და „სკაიპით“ ვაცმევდი მოდელებს: ეს ამას არ უხდება, ეს ამას ჩააცვით-მეთქი. მოკლედ‚ მთელი აეროპორტი მე მიყურებდა. ბოლოს ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თან‚ ყველას მოეწონა და, მიხარია, რომ საქართველოში კიდევ ერთხელ გამოჩნდა‚ რას ვაკეთებ, რომ არ იფიქრონ, არაფერს აკეთებსო. სხვათა შორის‚ ის ფაქტი მომაკლდა, რომ ლონდონში „ფეშენ-ვიქზე“ ყველას ვიცნობდი; ჩემს კოლექციაზე მოთხოვნა იყო, აინტერესებდათ‚ რას ვაკეთებდი, მაგრამ, ახლა ცხოვრების სხვა ეტაპზე ვარ და ძალიან მომწონს. ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრად უფრო კარგი ჩვენება მექნება და ამიტომ‚ ეს ორი წელი საკუთარ თავს დავუთმე. თავიდან მეგონა‚ ჩვენებებსაც გავაკეთებდი, მაგრამ, ამ რეჟიმში ვერ ვახერხებ. დილის 7 საათიდან ვეკონტაქტები ჩემი მაღაზიის მენეჯერს, ყველა დეტალს ვიგებ, ყველა შემკვეთი ჩემთან გადის კონსულტაციებს, მე ვუხატავ. თან‚ ახლა ჩემი ახალი ხაზი გამოვიდა – „ლოლო ბაი ლაკო“, რომელიც ყოველდღიური და ყველასთვის ხელმისაწვდომია, უკვე იყიდება აბაშიძეზე ჩემს მაღაზიაში. 

– რატომ ლოლო?

– ბავშვობაში მიყვარდა ნაყინი „ლოლო“, სულ ამას ვჭამდი, ამიტომ მეგობარმა ლოლო შემარქვა. მერე გავაკეთე იმეილი ლოლო-ლაკო, არც შემიცვლია და თავიდან‚ ჩემს ბრენდს რომ ვაკეთებდი, აქედან ვაგზავნიდი წერილებს და უკან პასუხად მიბრუნდებოდა: დიარ ლოლო, დიარ ლოლო და სულ მინდოდა‚ ახალ ხაზს, რომ გავაკეთებდი‚ ლოლო დამერქმია. თავიდან საუბარი იყო ლოლოს ჯინსებზე, მაგრამ ჯერ ჯემპრები გავაკეთე და მერე ჯინსებიც შემოუერთდება.

 

скачать dle 11.3