კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მაკოლეი კალკინი – ყველა დროის ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობი

 

საახალწლო დღეებში თითქმის ყველა ქართულ სატელევიზიო არხზე შესაძლებელია ამ მსახიობის მონაწილეობით გადაღებული ორი ფილმის ნახვა. საუბარია ლეგენდარულ კომედიურ დილოგიაზე – „მარტო სახლში”, სადაც მთავარ როლს თანამედროვე კინემატოგრაფის ყველაზე ცნობილი ბავშვი მსახიობი და ყველაზე დიდი იმედგაცრუება –  მაკოლეი კალკინი ასრულებს. 

მაკოლეი კალკინი დაიბადა 1980 წლის 26 აგვისტოს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე, ქვედა ისტ-საიდის რაიონში, ბროდვეის ყოფილი მსახიობის – კიტ კალკინისა და პატრიცია ბრენტრაპის ოჯახში. კიტისა და პატრიციას შვიდი შვილიდან მაკოლეი მესამე იყო. მას ჰყავს ოთხი ძმა: შეინი, კირანი, კრისტიანი და რორი, და ერთი და – კუინესა. 2008 წელს მაკოლეის უფროსი და, დაკოტა, ავარიაში დაიღუპა. მაკოლეის ახლო ნათესავია (მამის მხრიდან) ცნობილი მსახიობი ბონი ბედელია, რომელიც „კერკეტ კაკალში” ბრიუს უილისის გმირის მეუღლის როლით არის განთქმული. მაკოლეის დაბადების მომენტში, კალკინების ოჯახს ფინანსური პრობლემები ჰქონდა. მამა, კიტი, ადგილობრივ კათოლიკურ ეპარქიაში ტაძრის მომვლელად მსახურობდა, დედა კი ტელეფონისტად მუშაობდა. ოჯახი პატარა ბინაში ცხოვრობდა. მაკოლეი კათოლიკური ადათ-წესებით იზრდებოდა და ხუთი წლის განმავლობაში წმიდა იოსების კათოლიკურ სკოლაში სწავლობდა, სანამ მსახიობობით გამოწვეული მოუცლელობის გამო სპეცსკოლაში არ გადავიდა. მცირე პერიოდი მაკოლეი ბალეტითა და ცეკვებით იყო დაკავებული. 

მაკოლეი კალკინის სამსახიობო დებიუტი შედგა 4 წლის ასაკში, ნიუ-იორკის ფილარმონიის სცენაზე სპექტაკლში – „ბეჩ ბეიბის”, 1985 წელს კი მაკოლეის ნახვა უკვე ეკრანზე გახდა შესაძლებელი ფილმში „შუაღამის საათი”, სადაც მან ეპიზოდური როლი შეასრულა, მაგრამ ტიტრებში არ იყო ნახსენები. მოგვიანებით მაკოლეი კალკინმა კიდევ რამდენიმე მეტ-ნაკლებად ცნობილ ფილმში ითამაშა, მათ შორის „იაკობის კიბე”, „ბიძია ბაკი” და „დილით გინახულებთ”. ცნობისთვის, „ბიძია ბაკში” მაკოლეიმ პირველად შეასრულა მთავარი როლი და იგი მთელმა ამერიკამ გაიცნო. 1990 წელს კი კინოეკრანებზე „მარტო სახლში” გამოვიდა, ფილმი, რომელმაც კალკინი მსოფლიოს ნომერ პირველ ბავშვ მსახიობად აქცია და კინოგაქირავების პირველ ექვს თვეში 500 მილიონი დოლარის მოგება მოუტანა პროდიუსერებს. მაკოლეის ჰონორარი ფილმისთვის ასი ათას დოლარს შეადგენდა; გარდა ამისა, იგი იმ წლის საუკეთესო კომედიურ მსახიობად დასახელდა და „წლის ბავშვის” პრემიის მფლობელი გახდა. ამასთან, მაკოლეი განაგრძობდა თამაშს სპექტაკლებში და ამ სპექტაკლების ბილეთები რამდენიმე თვით ადრე იყიდებოდა, იმდენად დიდი აჟიოტაჟი იყო ატეხილი მის სახელთან დაკავშირებით. 1992 წელს გამოვიდა „მარტო სახლში: ნიუ-იორკში დაკარგული” და ამ ფილმმა კალკინის პოპულარობის ნიშნული კიდევ უფრო გაზარდა. ბლოკბასტერის მეორე ნაწილისთვის კალკინმა 12 წლის ბავშვისთვის უპრეცედენტო ჰონორარი – 8 მილიონი დოლარი მიიღო. იმ პერიოდში მისი მენეჯერი იყო მამამისი – კიტ კალკინი და სწორედ მის სახელს უკავშირებენ მაკოლეი კალკინის სამსახიობო კარიერის დანგრევას. კიტ კალკინს ფინანსური დაინტერესება უფრო ჰქონდა, ვიდრე შვილის შემოქმედების განვითარება. მაკოლეი ფილმებში თამაშობდა, კიტი კი ფულის თვლით იყო დაკავებული. იმ პერიოდში კიტ კალკინი ჰოლივუდში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად ითვლებოდა. მას თეთრ სახლში მასპინძლობდნენ და იგი პირადად იცნობდა ამერიკის იმდროინდელ პრეზიდენტს – ბილ კლინტონს. გარდა მაკოლეის კინოკარიერისა, კიტი თავისი სხვა შვილების პრომოუტერობითაც იყო დაკავებული. მაკოლეისთან გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, კინოკომპანიები ვალდებულნი იყვნენ, მისი და-ძმები დაესაქმებინათ ფილმებში და სოლიდური ჰონორარიც გადაეხადათ, ამგვარად, მაკოლეი კალკინის ფილმებში თამაშობდნენ მისი ძმები – კირანი და  რორი და და – კუინესა. 1992 წლისთვის მაკოლეის მიტოვებული ჰქონდა თეატრი და იგი მთლიანად იყო გადართული კინოკარიერაზე, თუმცა, „მარტო სახლის” მეორე სერიის შემდგომ მის კარიერას დაღმასვლა დაეტყო. „მდიდარი რიჩი” და „ფურცლების მბრძანებელი” – უკანასკნელი ფილმებია, სადაც მაკოლეი კალკინმა ბავშვების როლები შეასრულა. ამ ფილმებისთვის მამამისმა სოლიდური ანაზღაურება მიიღო, თავად მაკოლეი კი „წარმატებული ბავშვი მსახიობიდან” „წლის ყველაზე ცუდ მსახიობად” და „ოსკარის” ანტი-ჯილდოს – „ოქროს ჟოლოს” მფლობელად იქცა. მაკოლეის კარიერის დამანგრეველად მამამისი დასახელდა, რომელსაც ფულის გარდა არაფერი აინტერესებდა. 1995 წელს კიტ კალკინი და პატრიცია ბრენტრაპი დაშორდნენ. მაკოლეის დედას ფსიქიკური აშლილობა ახასიათებდა და მათ ოჯახში ხშირი იყო სკანდალები და კონფლიქტები. მეზობლების თქმით, კიტი და პატრიცია ალკოჰოლის ხშირი მომხმარებლებიც იყვნენ. ცნობილია, რომ ოჯახიდან წასვლამდე პატრიციამ მაკოლეის პირობა დაადებინა, რომ აღარ ითამაშებდა კინოში ბავშვების როლებს. ეს პირობა მაკოლეიმ შეასრულა და ეკრანზე მხოლოდ 2003 წელს დაბრუნდა, როდესაც „კლუბურ მანიაში” ჰომოსექსუალის, ნარკომანისა და მკვლელის – მაიკლ ელიგის როლი ითამაშა, ფილმი ნაკლებად წარმატებული იყო, თუმცა ის ბევრმა ადამიანმა ნახა, რადგან, კალკინის დაბრუნება დიდ ეკრანზე მოვლენად დასახელდა მსოფლიო კინოში. იმ მომენტისთვის მაკოლეი კალკინი უკვე გაშორებული იყო რეიჩელ მაინერთან, რომელიც 17 წლის ასაკში შეირთო ცოლად. ისინი 1998 წელს დაქორწინდნენ და მათი ოჯახური ცხოვრება მხოლოდ ორ წელს გაგრძელდა. ამბობენ, რომ მაკოლეის უკვე მაშინ ჰქონდა მიდრეკილება ნარკოტიკებისა და ალკოჰოლისადმი და ამან განაპირობა, რომ რეიჩელმა ის მიატოვა. 2002 წლიდან მაკოლეი ამჟამად ჰოლივუდის სექს-სიმბოლოდ აღიარებულ, უკრაინული წარმოშობის ვარსკვლავს, მილა კუნისს ხვდებოდა, რომელთანაც რომანი 2010 წლამდე გაგრძელდა. ამჟამად მაკოლეი და მილა საუკეთესო მეგობრებად ითვლებიან და  გამორიცხავენ, რომ მათ შორის რაიმე სახის რომანტიკული კავშირი აღდგება. ჯერჯერობით უკანასკნელი ფილმი, რომლის ტიტრებში მაკოლეი კალკინიც ფიგურირებს, 2007 წლით თარიღდება, ეს არის კომედია „სექსი და საუზმე”; მას შემდეგ მაკოლეის ნახვა ადამ გრინის სამოყვარულო კამერით გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში – „სხვისი ფერარი” იყო შესაძლებელი. 

სულ ბოლო ცნობა კი, რომელიც მაკოლეი კალკინს უკავშირდება, მის შესაძლო თვითმკვლელობას ეხება. ამერიკული მასმედიის ცნობით, კალკინმა ნარკოტიკული საშუალების ზედმეტი დოზის მიღებით სცადა თვითმკვლელობა, თუმცა, დროულად მოსულმა სასწრაფო დახმარებამ მას შესაბამისი პროცედურები ჩაუტარა და მსახიობი კომატოზური მდგომარეობიდან გამოიყვანა. საგულისხმოა, რომ კალკინის წარმომადგენლების თქმით ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და მსახიობი ბრწყინვალე ფორმაში იმყოფება. 

აქვე გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს მაკოლეი კალკინის ცხოვრებიდან:

* მაკოლეი კალკინი და ელიზაბეთ ტეილორი მაიკლ ჯეკსონის შვილების ნათლიები არიან.

* მაკოლეი კალკინს „ტიტანიკში” მთავარი როლი უნდა შეესრულებინა, მაგრამ, ჯეკ დოუსონის როლზე საბოლოოდ, ლეონარდო დიკაპრიო დაამტკიცეს.

* მაკოლეი კალკინი რამდენჯერმე დააკავა პოლიციამ მარიხუანისა და კოკაინის შენახვა-მოხმარებისთვის, თუმცა, არ დაუპატიმრებია და ყოველი დაკავების შემდეგ, ჯარიმების გადახდისთანავე ათავისუფლებდა.

* „მარტო სახლის” სცენარი სპეციალურად მაკოლეი კალკინისთვის დაიწერა, თუმცა, მთავარმა რეჟისორმა კრის კოლამბუსმა მაინც გადაწყვიტა, ჩაეტარებინა ქასთინგი, რათა დარწმუნებულიყო, რომ მაკოლეიზე უკეთესი კანდიდატი კევინ მაკალისტერის როლზე არ არსებობდა.

* მაკოლეი კალკინის საყვარელი კომპიუტერული თამაშია „უორლდ ოფ ვორკრაფტი”.

* მაკოლეი კალკინი მაიკლ ჯეკსონთან მეგობრობდა. როდესაც პოპის მეფეს არასრულწლოვნების გაუპატიურებაში ედებოდა ბრალი, მაკოლეი სასამართლოში ჯეკსონის დასაცავად სიტყვით გამოვიდა და განაცხადა, რომ ხანგრძლივი დროის განმავლობაში ცხოვრობდა მის სახლში და არანაირი სექსუალური ძალადობა მაიკლის მხრიდან არ ყოფილა. მან ნამდვილ მეგობრად და ბრწყინვალე მამად დაახასიათა მაიკლ ჯეკსონი.

 

скачать dle 11.3