კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ასეთი განსვხავებულები

 

ქალისთვის ნეტარებაა, როცა მაღაზიებში ქმართან ერთად დადის და მშვენიერ, სასურველ ნივთებს ათვალიერებს და, რაც მთავარია – ყიდულობს... მამაკაცისთვის კი ეს ყველაფერი – ჯოჯოხეთია...

ნუთუ მართლა ასეთი განსხვავებულები ვართ?  ცოტათი დაუჯერებელია... იქნებ, ეს, უბრალოდ, ჯიბრია, ან – უაზრო პრინციპულობა? 

სამწუხაროდ, ფაქტები საპირისპიროს მეტყველებს. გამოირკვა, რომ ერთი საათი მაქსიმუმი დროა, რა ხნის განმავლობაშიც ქალსა და მამაკაცს სკანდალის გარეშე, მშვიდად შეუძლიათ, ერთად იარონ მაღაზიებში. შოპინგის საკითხებში აშკარად ვერ ვეთანხმებით ერთმანეთს და ამაში გასაკვირი არაფერია. ამ შემთხვევაშიც, ისევე, როგორც ბევრ სხვა დანარჩენში, კომპრომისებია მოსაძებნი.

ქალების უმრავლესობა საყიდლებზე სიარულით კი არ იღლება, პირიქით, ისვენებს – აი, რა არ ესმით მამაკაცებს და ნურც მოსთხოვთ, გაიგოს, მაინც არაფერი გამოვა ამ საქმიდან, გვარიანი სკანდალის გარდა.

არის მეორე ვარიანტი, როცა კაცი დუმს და მორჩილად დაჰყვება ცოლს მაღაზიიდან მაღაზიაში, მაგრამ, უნდა შეხედოთ მას ამ დროს სახეზე – ისეთი ტანჯვა ექნება აღბეჭდილი, შეგეცოდებათ. რა არის კომპრომისი? – მიიღოთ სიამოვნება არა სხვისი ტანჯვის ხარჯზე, არამედ სრულ ჰარმონიაში საკუთარ თავთან.

არსებობს კიდევ ერთი საშუალება – არ აწყენინოთ მამაკაცს და, საერთოდ, არ გაუქროთ საყიდლებზე სიარულის სურვილის ის მცირე დოზაც კი, რომელიც მას შერჩენილი აქვს: შეიძინეთ რამე მისთვისაც, მაგრამ, არა ის, რაც თქვენ მიგაჩნიათ მისთვის შესაფერისად, არამედ, ზუსტად ის კონკრეტული ნივთი, რომლისკენაც გული გაუწევს.

და, კიდევ ერთიც: როცა ეკითხებით აზრს თქვენთვის შესაძენად განკუთვნილი ნივთის შესახებ, ზოგჯერ მაინც გაითვალისწინეთ ეს აზრი – თუ ერთად ხართ, გადაწყვეტილებაც ერთად მიიღეთ.

 

არავითარი მიზანთროპია

 

დღესასწაულებზე ყოველთვის ბევრი საქმეა და ყველაფერი უნდა მოასწრო, მით უმეტეს, როცა აცილებ ძველ წელს და ხვდები ახალს, ყველაფერი ერთად „აკუმულირდება“ და სტრესიც იქვეა ჩასაფრებული... ისე ნუ იზამთ, დღესასწაული წამებად გექცეთ და მთელი შემდგომი პერიოდი „ჭრილობების“ მოშუშებას დასჭირდეს.

რუტინული საქმე და ერთფეროვანი, დაძაბული ყოველდღიურობა ნებისმიერს შეშლის ჭკუიდან. არ არის გასაკვირი, თუ უცებ უკაცრიელ კუნძულზე გაქცევაც მოგინდებათ.

მთავარია, დასაწყისისთვის არ იფიქროთ საქმის მასშტაბურობასა და გრანდიოზულობაზე. წინასწარ თუ „დაიგრუზებით“ და დაღლისთვის განეწყობით, იმაზე მალე გამოხვალთ წყობიდან, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მიზანთროპიაც სხვა არაფერია.

ზოგჯერ მაინც დაარღვიეთ წესები და შეცვალეთ ყოველდღიურობა უმნიშვნელო წვრილმანით მაინც, სულერთია, ყოფით ურთიერთობასა თუ პირად ცხოვრებაში – ამით არაფერი დაშავდება. მით უმეტეს, თუ ზომიერებას დაიცავთ. ფიზიკური რელაქსაცია აუცილებელია. გამოძებნეთ დრო სასიამოვნო, მშვიდი წუთებისთვის. მათი პოზიტივი ნელ-ნელა აისახება და დაილექება ცნობიერებაში. სტრესის გარეშე ცხოვრება კი, გაცილებით იოლია და გაცილებით ნაყოფიერიც.

 

დაივიწყე... ხვალ!

 

ანუ, ნუღარასოდეს გადადებ საქმეს ხვალისთვის; იფიქრე, რომ მხოლოდ „დღეს“ გაქვს და შენი დრო მკაცრად არის გაწერილი. გაიხსენე, რამდენჯერ გითქვამს საკუთარი თავისთვის, რომ „ხვალ“ ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა. ეს „ხვალ“ კი არასოდეს დგებოდა. ნუთუ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ თავი ამგვარად გაინებივროთ?! მნიშვნელობა არ აქვს გასაკეთებელი საქმის მასშტაბურობას, თუნდაც ეს თმის შეღებვას ეხებოდეს. მთავარია, „ხვალის“ იმედად ყოფნას გადაეჩვიოთ. ბოლოს და ბოლოს, გინდათ თუ არა, წელს მაინც გაგიმართლოთ?! ვერანაირად ვერ იქნება პოზიტიური ცვლილებები, თუკი ამ ცვლილებების „კეთებას“ დღესვე და ახლავე არ შეუდგებით.

თქვენ ხომ არ იცით, როგორ არის მოწყობილი სარეცხი მანქანა, მაგრამ, ხომ დაიმახსოვრეთ, რომელ ღილაკს დააჭიროთ თითი, რათა მან თქვენთვის სასარგებლო სამუშაო შეასრულოს?! ზუსტად ასეა ოცნებებთან და მიზნებთან მიმართებაშიც – მთავარია, მიხვდე, რომელ ღილაკს დააჭირო თითი და „მანქანა ამუშავდება“, თანაც, ზუსტად ისე, როგორც ეს თავად გსურთ. სხვათა შორის, ფსიქოლოგები დაგვიდასტურებენ, რომ ყოველი გადადებული საქმე ძალიან დიდ ენერგიას გვართმევს, ანუ, ზუსტად ისე „წვავს“ ენერგიას, როგორც კომპიუტერი მოლოდინის რეჟიმში. ნუ მოიქცევით ისე, რომ კიდევ ერთი წელი გავიდეს ცვლილებების მოლოდინში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ის ძალიან მალე გავა. წამზომი ჩართულია... დაიწყეთ დღესვე და დაივიწყეთ „ხვალ“!

 

მე და... ისევ მე

 

ბრწყინვალე კარიერა, შესანიშნავი პერსპექტივები, თითქმის ყველაფერი, რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს, მაგრამ, ბედნიერება – ჩვეულებრივი და ადამიანური – არსად ჩანს... ქალი დამოუკიდებელია, წარმატებული... გადაწყვეტილებებს თავად იღებს და ეს მოსწონს კიდეც... ნებისმიერ პრობლემას სხვების დაუხმარებლად აგვარებს და, ერთი შეხედვით, საერთოდ არ სჭირდება ძლიერი მხარი, რომ მას დაეყრდნოს... რა ხდება სინამდვილეში, ნუთუ მართლა არსებობენ ქალები, რომლებსაც პარტნიორად საკუთარი „მე“ ჰყავთ და ეს სრულიად აკმაყოფილებთ?! არა! შეიძლება, ასეთი ქალები ხმამაღლა არ უჩივიან მარტოობას, მაგრამ, გულის სიღრმეში ძალიან აწუხებთ საკუთარი სიძლიერე, რომელმაც ისინი მარტოსულობამდე მიიყვანა და ძალიან ჰბეზრდებათ თითქოსდა შესაქები ფრაზები: „ის ძლიერია“, „ის გაუძლებს“, „მისთვის ეს არაფერია“, „მარტოც კარგად გაართმევს თავს ყველაფერს!“..

მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ ძლიერი და პრინციპული ქალები ეგოისტები არიან და, ამიტომ, მათთან სერიოზულ, ხანგრძლივ ურთიერთობას ერიდებიან. თუმცა, თუ კაცი ჭკვიანია და შორსმჭვრეტელი, ის არაჩვეულებრივად დაინახავს, რა სარგებლობის მოტანა შეუძლია ასეთი ქალის პარტნიორად ყოლას. რა თქმა უნდა, წარმატებული ქალის გვერდით მამაკაციც წარმატებულია. მთავარია, უარი თქვას თავის ამბიციებზე და იყოს ძლიერი. რაც შეეხება ქალს, რომელიც მხოლოდ თავს იტყუებს იმით, რომ ფიქრობს, მარტოც შეძლებს, იყოს ბედნიერი, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გაუჩნდება მოთხოვნილება, მის ცხოვრებაში „მეს“ გარდა „შენც“ გამოჩნდეს.

 

скачать dle 11.3