კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უნდა გაითვალისწინოთ ახალი წლის დღეებში და არასასურველი სტუმრის თქვენი სახლიდან გასვლის შემდეგ

ადამიანები ძალიან სულწასულები და დაუდევრები ვართ. გვინდა, თითოეულმა ქმედებამ თუ ნაბიჯმა დღესვე მოგვცეს სასურველი შედეგი, ხშირად კი სისწრაფეში უამრავ შეცდომას ვუშვებთ და დაუდევრად ვიქცევით, რის შედეგსაც წლების განმავლობაში ვიმკით. გვინდა თუ არა, ჩვენი აზრები ქმნის ენერგეტიკას, რომელიც გარკვეული დროის შემდეგ მატერიალურ სამყაროში რეალიზდება. ზოგი ამას არ აქცევს ყურადღებას და მხოლოდ მაშინ ხვდება, როცა შედეგს მოიმკის. ახლა სწორედ ის პერიოდია, როცა შეგიძლიათ, უკეთესობისკენ შეცვალოთ თქვენი ცხოვრება და ახალი წლის დღეებში მოიმოქმედოთ ის, რაც თქვენთვის სასიკეთო მოვლენების მომტანია. ამ თემებთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელ რჩევა-დარიგებებს მოგცემთ ეზოთერიკოსი, ბატონი გიორგი.

 

გიორგი: აუცილებელია, იცოდეთ, რას მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება ახალი წლის დღეებში, რა უნდა გაითვალისწინოთ თქვენივე ბედნიერებისა და ოჯახური წარმატებისთვის. დაკვირვებული ვარ, როგორი პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს, რამდენი წლისაც არ უნდა ვიყოთ, შინაგანად ახალ წელს მაინც ყველა სასწაულს ველოდებით, აფორიაქებულები ვართ, არ გვინდა, გავიხსენოთ ტკივილი, დარდი და უსიამოვნება, ვცდილობთ, მხოლოდ კარგზე ვიფიქროთ. ტყუილად როდი ამბობდნენ ჩვენი წინაპრები, თუ ახალ წელს კარგი განწყობით შეხვდები, მოგეცემა შანსი, მომავალი წელი წარმატებული გქონდესო. განწყობა ჩვენვე უნდა შევიქმნათ ამ დღეს. მათთვის კი, ვისაც მარტოობა სტანჯავს და სასურველი სასიყვარულო პარტნიორი ჯერაც ვერ უპოვია, არსებობს ერთი მარტივი რიტუალი: ახალი წლის ღამეს, სანამ საათი თორმეტჯერ ჩამოჰკრავს, მაგიდის ქვეშ უნდა შეძვრეთ და ახალი წლის დადგომას იქ დაელოდოთ. ასევე, გამახსენდა ერთი მეთოდი დასაოჯახებლებისთვის: როგორც კი 12 საათს ერთი წუთი დააკლდება, წინასწარ მომზადებულ ფურცელზე დაწერეთ იმ ადამიანის სახელი და გვარი, ვის გვერდითაც გსურთ თანაცხოვრება; თან, მიუთითეთ, როგორი ურთიერთობა გსურთ მასთან მომავალ წელს. შემდეგ მოუკიდეთ ცეცხლი და, თუ ქაღალდი 12 საათამდე დაწვას მოასწრებს, დარწმუნებული იყავით, რომ ეს თქვენი სურვილი, კონკრეტულ პირთან დაკავშირებით, მომავალი წლის განმავლობაში აუცილებლად ასრულდება. ოღონდ, იმედი არ უნდა დაკარგოთ. არ არის გამორიცხული, ახალი წლის დღეებში სიზმარში საბედო გამოგეცხადოთ და ამით წინასწარ გაიგოთ თქვენი მომავალი მასთან. ასევე, უძველესი ტრადიციაა, ბედობა დღეს, 2 იანვარს, მომავლის გაგება ბეჭდით. 

– ეს რიტუალი როგორ უნდა ჩავატაროთ, რომ ჩვენი მომავალი საბედოს ვინაობა გავიგოთ?

– 2 იანვარს, ღამის 12 საათზე, აიღეთ ჩვეულებრივი, გამჭვირვალე, სწორძირიანი ჭიქა და ჩაასხით მასში წყალი ნახევრამდე. ჩააგდეთ წყალში ქორწინების ბეჭედი. აანთეთ თეთრი ფერის სანთელი, ცოტა ხანს უყურეთ მას და თან გულში სამჯერ თქვით: „მითხარი ის, რაც ჩემს თავს უნდა მოხდეს“. შემდეგ ეს სანთელი წყალში ჩაუშვით და ასე ჩააქრეთ. ნახევრად ბნელ ოთახში ჩაიხედეთ ჭიქაში და დააკვირდით, რას ხედავთ ბეჭდის შუა სივრცეში. აუცილებლად მარტო უნდა იყოთ. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, დაინახოთ ის მნიშვნელოვანი მოვლენა, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს. სხვათა შორის, გასათხოვარი გოგონები ამ დროს ჭიქაში მომავალი საბედოს გამოსახულებას ხედავენ, დაოჯახებულები კი საინტერესო მოვლენებს იგებენ წინასწარ. ცნობილია, რომ საბედოს წინასწარ სანახავად 2 იანვარი მაგიური დღეა. საერთოდ, ბევრს სჯერა სიზმრის, ბევრს – არა და, აქედან გამომდინარე, ცოტა რთულია საუბარი იმაზე, რამდენად უნდა გჯეროდეთ ახალი წლის დღეებში ნანახი სიზმრისა თუ ზმანების. პირადად მე, მჯერა სიზმრის ფენომენის და ახალი წლის დღეებში, კერძოდ, 3, 5, 6 და 7 იანვარს ნანახი სიზმრების ახდენის. როგორც გამოცდილ ეზოთერიკოსს თუ დამიჯერებთ, გეტყვით რომ ამ დღეებში ნანახი სიზმარი, მართლაც მომავალზე წინასწარმეტყველებს და, ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ.

– ახალ წელს უამრავი სტუმარი მოდის. ზოგს დადებითი აურა შემოაქვს ჩვენს საცხოვრებელში, ზოგსაც – უარყოფითი. ამ მხრივ რა გავითვალისწინოთ?

– ისეთი წესებიც არსებობს, რომლებიც ჩვენს კეთილდღეობაზე აგებს პასუხს. უფრო სწორად, ეს წესები კი არა, ეგრეთ წოდებული აკრძალვებია. მაგალითად, კარის ზღურბლზე მდგარ სტუმარს ნურც აკოცებთ და ნურც ხელს ჩამოართმევთ; ნუ გასცემთ ახალი წლის დღეებში ფულს და ნუ გაასესხებთ ბრინჯსა და შაქარს, რომ სახლიდან ბარაქა, სიტკბო და დოვლათი არ გავიდეს. თუ გსურთ, ბედი არ „შეიკრათ”, ნურც ახალი წლის დღეებში, ღამით ნანახ სიზმარს მოუყვებით უცხო ადამიანს. აქვე გასწავლით ერთ უძველეს წესსაც, რომელიც სახლში შემოსული არასასიამოვნო სტუმრის დროს უნდა გაითვალისწინოთ: თუ არასასურველ სტუმარს ელოდებით, აუცილებლად გამოწმინდეთ სახლის იატაკი სველი ჩვრით, შემოსასვლელისა და მისაღები ოთახის კუთხეში კი წყალში კარგად დასველებული ღრუბელი დადეთ, რომელსაც მარილი ექნება მოყრილი – ის არასასურველი სტუმრის ენერგიას შეიწოვს.

– არასასურველი სტუმრის წასვლის შემდეგ ეს ღრუბელი სად წავიღოთ?

– სტუმრის წასვლის შემდეგ, წყლით, მარილითა და იმ სტუმრის ენერგიით გაჯერებული ღრუბელი გამდინარე წყალს შეუშვირეთ რამდენიმე წუთით. ოთახი და შემოსასვლელი კი ისევ სველი ჩვრით გამოწმინდეთ. თუ მისაღებში სარკე გაქვთ, უნდა გაწმინდოთ ძმრის, მარილისა და წყლის ნაზავში დასველებული ქსოვილით. კარგია, თუ იმ სკამს ან სავარძელსაც, რომელზეც არასასურველი სტუმარი იჯდა, ამ ნაზავით გაწმენდთ – ასე უფრო დაზღვეული იქნებით მისი ნეგატიური ენერგიის ზემოქმედებისგან. ამ წესს მე ხშირად მივმართავ, რადგან დიდი ოჯახი მაქვს და, შესაბამისად, უამრავი ადამიანი შემოდის ჩემთან ბინაში. ასე თავსაც ვიზღვევ და უფრო დაცულიც ვარ. ხომ გაგიგონიათ, სიფრთხილეს თავი არ სტკივაო. ჰოდა, სანამ თავი ამტკივდება, მანამდე მირჩევნია მოქმედება და ამასვე გირჩევთ თქვენც. ნათქვამია, ვინც გაფრთხილებულია, ის უფრო დაცულიაო. მეც იმიტომ გაფრთხილებთ, რომ, მინდა, ცუდი აგარიდოთ. თუ ამას გაიაზრებთ და მიხვდებით, რომ ეს თქვენთვის საჭიროა, ბევრ პრობლემას და უსიამოვნებას აიცილებთ თავიდან. შეგახსენებთ, რომ ამ მაგიურ დღეებში მარილის დაბნევას უსიამოვნება, ჩხუბი და აყალმაყალი მართლა მოაქვს. თუ მარილი დაგებნათ, უსიამოვნო საუბარი ან ჩხუბი მოგელით და  ამას თავი რომ აარიდოთ, მარჯვენა ხელით აიღეთ მწიკვი მარილი და სამჯერ თავს ზემოთ, უკან გადაიყარეთ. მაგრამ, თუ საქმიან შეხვედრაზე აპირებთ წასვლას, გირჩევთ, ერთი სადილის კოვზი მარილი ერთ ჩაის ჭიქა წყალში გახსნათ და ამ ხსნარით დაიბანოთ სახე და ხელები. თუ გსურთ, არასასურველი ადამიანი პრობლემების გარეშე ჩამოიშოროთ, მარილი და წიწაკა ერთმანეთში კარგად აურიეთ და მის მოსვლამდე შემოსასვლელ კართან დადებული ფეხსაწმენდის ქვეშ მოაბნიეთ. კარს გააღებთ თუ არა, მოსთხოვეთ, ფეხები საწმენდზე კარგად გაიწმინდოს და ისე შემოვიდეს. ამის შემდეგ, საკმარისია, ფეხი შემოდგას თქვენს ბინაში, რომ დისკომფორტს იგრძნობს და, ეცდება, მალევე წავიდეს. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და თქვენს სასარგებლოდ წარმართეთ ცხოვრება, ყოველგვარი გართულებებისა და კონფლიქტების გარეშე. თუ ხვდებით, რომ მეუღლესთან სიტუაცია გეძაბებათ,  სანამ სიტუაცია ჩიხში შევა, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები: გამჭვირვალე ჭიქაში ჩაასხით ონკანის წყალი, 2 წვეთი ვაშლის ძმარი, ჩაყარეთ 1 ჩაის კოვზი შაქარი, ჩააგდეთ საქორწინო ბეჭედი და დადგით თქვენი საწოლის ქვეშ. დილით გამოიღეთ ჭიქა, კარგად ამოურიეთ, ამოიღეთ ბეჭედი და ამ წყლით მოუმზადეთ მეუღლეს ჩაი ან ყავა. ასე მოიქეცით კვირაში ორჯერ და, ნახავთ, როგორ დატკბება თქვენი მეუღლე, როგორ დარეგულირდება სიტუაცია თქვენ შორის. ეს რიტუალი აღმოსავლეთიდან იღებს სათავეს. დამეთანხმებით, ძნელია, როცა საყვარელ ადამიანთან სიტუაცია რთულდება, ვეღარ უგებთ ერთმანეთს და ცდილობთ, მაქსიმალურად შორს დაიჭიროთ მისგან თავი. ეს კი განშორების მიზეზი ხდება. თუ შეგიძლიათ, ამ რიტუალით გააძლიეროთ თქვენს შორის ენერგიული ველი, დაარეგულიროთ სიტუაცია, დაიმკვიდროთ სიმშვიდე და იდილია ოჯახში, ვფიქრობ, ამისთვის ღირს ელემენტარული გამოცდილების გაზიარება.

 

скачать dle 11.3