ვარსკვლავები – სიღარიბის წინააღმდეგ
ბრაზილიურმა „პორტუ-ალეგრიმ“ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებს უმასპინძლა. ზინედინ ზიდანისა და რონალდოს მეგობრებისგან შემდგარმა გუნდებმა აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში სიღარიბის წინააღმდეგ ორგანიზებული აქციის ფარგლებში ამხანაგური მატჩი ჩაატარეს და ფეხბურთის მოყვარულებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს, რომ ერთად შეებრძოლონ სიღარიბეს. ზიდანის გუნდში ფერნანდო იერო, პაოლო მონტერო, ჰიდეტოში ნაკატა, კრისტიან კარამბე, ხუან რომან რიკელმე, სებასტიან აბრეუ, დეკუ, მიჩელ სალგადო, ფრედრიკ იუნგბერგი და ვიტორ ბაია ირიცხებოდნენ, ხოლო რონალდოს გუნდში რომარიო, რობერტო კარლოსი, კაფუ, ზიკო, ჯალმინია, ბებეტო, ედმუნდო, ჟუნინიო, ნეიმარი, ლეანდრო დამიაო, დიდა და როკე ჟუნიორი ასპარეზობდნენ. ვარსკვლავურ გუნდებს სიმბოლური მწვრთნელებიც ჰყავდათ – ლუიშ ფელიპე სკოლარი და კარლოს ალბერტო პარეირა. მატჩი რონალდოს მეგობრების გუნდის გამარჯვებით – 3:2 დასრულდა.