კლიჩკო ბოლო მატჩისთვის ემზადება
უკრაინელმა მძიმეწონოსანმა მოკრივემ, ვიტალი კლიჩკომ, სპორტული კარიერის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და რინგიდან წასვლა გრანდიოზული შოუთი გადაწყვიტა. კლიჩკოს წარმომადგენლების თქმით, 2013 წელს უკრაინის რადას ოპოზიციონერი დეპუტატი, ვიტალი კლიჩკო საბოლოოდ დაემშვიდობება სპორტს და ეს იქნება მეგაშოუ. პრომოუტერების ვერსიით, კლიჩკოს მეტოქე ექსცენტრიკული ბრიტანელი დევიდ ჰეი იქნება, რომელიც უკრაინელ მოკრივეს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავს. მატჩის ორგანიზატორების თქმით, ვიტალი კლიჩკოს წასვლა დიდი რინგიდან დასამახსოვრებელი მოვლენა იქნება კრივის მოყვარულთათვის.