ცხენოსნების შავ-თეთრი ფოტოსესია
ინგლისური „ლიდსის“ საცხენოსნო კლუბის წევრმა ქალბატონებმა მონაწილეობა მიიღეს ეროტიკული კალენდრისთვის ორგანიზებულ ფოტოსესიაში. ცხენოსანი გოგონები წელზემოთ შიშვლები პოზირებდნენ ფოტოკამერის წინაშე: ზოგი – ცხენზე ამხედრებული, ზოგი კი, უბრალოდ, საჯინიბოში. გოგონების თქმით, ფოტოსესიამ მხიარულ გარემოში ჩაიარა და ამ კალენდრის გაყიდვიდან მიღებული თანხა კი მთლიანად ქველმოქმედებას მოხმარდება. მსგავსი აქცია ცხენოსნებმა 2011 წელსაც გამართეს და მაშინ ეროტიკული შავ-თეთრი კალენდრით ცხენოსნობის 2 ათასი მოყვარული დაინტერესდა.