მოკრივის საჩუქარი პრეზიდენტს
ლეგენდარული ფილიპინელი მოკრივის, მენი პაკიაოს რინგზე დამმარცხებელი მექსიკელი მოკრივე – ხუან მანუელ მარკესი, მექსიკის პრეზიდენტმა ენრიკე პენია ნეტომ მიიღო და მადლობა გადაუხადა მამაცური ბრძოლისთვის. პრეზიდენტის გულთბილ დახვედრას მარკესმა საკადრისი პასუხი გასცა და პენია ნეტოს თავისი ხელმოწერილი ხელთათმანები გადასცა საჩუქრად – ზუსტად ის ხელთათმანები, რომლითაც პაკიაო დაამარცხა.