კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ივერიის ღვთისმშობლის ხატის სასწაულები

ღვთისმშობელს არ მოსწონს, როცა ივერიის პატიოსან ხატს უწმინდურები ეხებიან.

ერთხელ მღვდელმა, რომელსაც ივერიის ღვთისმშობლის ტაძარში ყოველდღიური წირვა-ლოცვისა და პარაკლისის აღსრულება ჰქონდა დავალებული, თვალი მოჰკრა ზეციური სიმშვენიერის ქალს შავ შესამოსელში; მას ხელში ცოცხი ეკავა და მონასტერს გვიდა. მღვდელი ადგილზე გაქვავდა, როდესაც მონასტერში ქალი იხილა და ისიც ცოცხლით ხელში. მერე მხნეობა მოიკრიბა და ჰკითხა: „აქ რას აკეთებ, მონასტერს გვი?“ უცნობმა უპასუხა: „რასაკვირველია. მოვიდა დრო, რომ გავწმინდო იგი, რადგან ამდენი წელი არავის გამოუგვია!“

ეს ამბავი მოხვდა ბრწყინვალე შვიდეულის კვირას, ანუ, ეგრეთ წოდებულ თომას კვირას. მართლაც, არ გასულა დიდი ხანი, რომ სულთანმა გამოსცა განკარგულება ათონის მთიდან თურქების ჯარების გამოსვლის შესახებ. მას შემდეგ ყოვლადწმიდა ქალწულის სადიდებლად და სამადლობლად, თომას კვირას ათონის ყველა ტაძარში სრულდება ღამისთევის ლოცვა, რამეთუ ცოცხით, რომელიც ღვთისმშობლის შეწევნის ნიშანი იყო, თურქები გახვეტილ იქნენ წმიდა მთიდან და „ღვთისმშობლის სავანე“ გაიწმინდა სიბილწისა და უკეთურებისგან.

1854 წელს ათონზე შიმშილობა ჩამოვარდა. აქ მოღვაწეთა უდიდესმა ნაწილმა მიატოვა წმიდა მთა. ორმოცი ათასი ბერიდან დარჩა მარტოოდენ ათასი და მათაც გაქცევა ჰქონდათ განზრახული. მაშინ ღვთისმშობელი გამოეცხადა მეუდაბნოე მამებს და უთხრა: „რისი შეგეშინდათ? ყველაფერი გაივლის და მთას კვლავ აავსებენ მოღვაწენი. სანამ ჩემი ხატი ივერთა მონასტერში იმყოფებოდა, მაშინ დაე, ყველამ აიღოს თავისი ჩანთა და წავიდეს, სადაც ენებოს!“ გავიდა დრო და ათონზე შიმშილობა შეწყდა, ბერმონაზვნური ცხოვრება კი უწინდელ კალაპოტში ჩადგა.

1865 წელს ივერთა სავანეში გაჩენილმა ძლიერმა ხანძარმა 16 ეკლესია, სენაკები და რამდენიმე შენობა გაანადგურა. ტაძარს, რომელშიც კარიბჭის ხატი იმყოფებოდა, ცეცხლი არ შეხებია.

ღვთისმშობელს არ მოსწონს, რომ ივერიის პატიოსანი ხატი უწმინდური სულის ადამიანებმა ჩამოატარონ ლიტანიობაზე. ამ დროს ის საშინლად მძიმდება და ისინიც მაშინვე სხვას გადასცემენ ხატს, თვითონ კი გარბიან. არც ყველა ფოტოგრაფი მოსწონს. საჭიროა, ისინი წმიდა ადამიანები იყვნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათი ფოტოფირები უმოწყალოდ ნადგურდება. ერთი საეჭვო ყოფაქცევის კაცს დაჟინებით უცდია დღესასწაულზე ფოტო გადაეღო ხატისთვის, როცა თესალონიკის მიტროპოლიტი პანტელეიმონი მსახურობდა. მოხდა სასწაული, ფოტოგრაფს ხელები დაუდამბლავდა, აპარატი შორს გადატყორცნა და მთლად აკანკალებული შიშითა და სირცხვილით, გაუჩინარდა. მოზეიმენი კი ამბობდნენ: ცოცხალია კარიბჭის ღვთისმშობელიო.

1920 წელს ახალგაზრდა ათენელ მეფუტკრეს, სახელად ილიას, გრიპის გართულების შედეგად უმძიმესი ფორმის ფილტვების ანთება დაემართა. ექიმებისგან იმედგადაწურული სასიკვდილოდ გამზადებული ევედრებოდა ყოვლადუბიწოს მის გადარჩენას. ხატი, რომლის წინაშეც ლოცულობდა მუხლმოყრილი დედა, ივერიის ღვთისმშობლის ხატი იყო. მეორე დღეს ილია სრულიად განიკურნა. მადლიერების ნიშნად ქალმა ათონის ივერთა მონასტერს ოქროს სამაჯური შესწირა, რომელიც დღეს კარიბჭის ხატის წინ ასვენია.

სოფელ ჰერამილიტინიში მღვდელ მიხეილ პაკალისს ჰყავდა 20 წლის ასული, სახელად დესპინელა. გოგონას დამბლა ჰქონდა და ექიმები ვერაფერს შველოდნენ. მამა მიხეილს სახლში ჰქონდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი, რომლის წინაშეც გალობდა და მხურვალე გულით შესთხოვდა შვილის გამოჯანმრთელებას. მოხდა სასწაული. ერთხელაც დილით დავრდომილი გოგონა გაჯანსაღებული სიხარულით ჩაეკონა თავის ოჯახის წევრებს და ეს სიხარული მთელ სოფელს გადასდო. მამამ კი წერილი გააგზავნა მონასტერში, რომელშიც გამოთქვამდა უსაზღვრო მადლობას კარიბჭის ღვთისმშობლის მიმართ.

скачать dle 11.3