კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მამათა შეგონებანი

თეოფანე დაყუდებული: სხეულის გრძნობები ერთგვარ კარს  და კარიბჭეს წარმოადგენენ შინაგან სადგომში, სადაც სული მყოფობს და ეს კარი ღვთის მინიშნებით იხსნება და იხურება. დაცემულ ადამიანებში ეს კარი მუდმივად დაკეტილია, რათა ჩვენი დაუძინებელი მტრები – დაცემული სულები ჩვენში არ შემოიჭრნენ და არ დაგვღუპონ. ეს ღონისძიება მით უფრო აუცილებელია, რომ ცოდვით დაცემით ჩვენი ბოროტი სულების გარემოცვაში, მათ ტყვეობაში ვიმყოფებით. ჩვენში შემოჭრის გზა რომ არ აქვთ, ისინი გარედან გვახსენებენ თავს და ნაირგვარი ცოდვილი აზრები თუ ოცნებები შემოაქვთ, რითაც გულუბრყვილო სულს თავისთან ურთიერთობისთვის იზიდავენ. დაუშვებელია, რომ ადამიანმა ღვთის განგებულება უარყოს და ღვთის დაშვებით და არა ღვთის ნებით, საკუთარი ძალებით გახსნას თავისი გრძნობები და სულებთან ხილულ ურთიერთობაში შევიდეს; მაგრამ ასეც ხდება. ცხადია, რომ საკუთარი ძალებით მხოლოდ დაცემულ სულებთან შეიძლება ურთიერთობის მიღწევა.

პაისი მთაწმინდელი: სიკეთე მხოლოდ მაშინაა სიკეთე, თუ მისი აღმსრულებელი რაიმეს გაიღებს მსხვერპლად. ძილს, სიმშვიდეს და ამის მსგავს რამეს. სწორედ ამიტომ ბრძანა ქრისტემ: „თავის უარყოფით“, როდესაც სიკეთეს აღვასრულებ, თუკი ის დამქანცველი არ არის ჩემთვის, მაშინ ძვირად აღარ ფასობს. თუმცა, მაგალითად, თუ დაღლილი ვარ, მაგრამ გამოვდივარ, რათა გზა ვუჩვენო ვინმეს, ვინც ამას მთხოვს, ეს უკვე ძვირადღირებულია. როცა მე, წინასწარ გამოძინებული, ღამეს უძილოდ გავატარებ იქ, სადაც ჩემი დახმარება სჭირდებათ, ამას დიდი ფასი არ აქვს. თანაც, თუ, ამავე დროს, საუბარიც ჩემს გემოზე მიდის; ამის გაკეთება ხომ სულაც იმიტომ შემიძლია, რომ ურთიერთობით ვისიამოვნო და ცოტა გავერთო. მაგრამ მაშინ, როცა დაღლილი ვარ, მაგრამ მსხვერპლს ვიღებ იმისთვის, რომ სხვას დავეხმარო, სამოთხისეულ ნეტარებას განვიცდი. მაშინ მე ვპურდები ღვთაებრივი კურთხევით.

გაბრიელ ეპისკოპოსი: დღეში ერთხელ მაინც უნდა ჩახედოს კაცმა იმ სარკეს, რომელიც უხილავად ყოველთვის მასთანაა და, რომელსაც სინდისი ეწოდება. თუ გონივრულად ჩაიხედავს ამ სარკეში, დაინახავს, რაოდენი ჩირქი დაედო მას დღის განმავლობაში; ამისთვის ორჯერ მაინც დღეში, დილით და საღამოს, თავისი სული ლოცვით, ცრემლითა და სინანულით უნდა განიბანოს.

ეპისკოპოსი პეტრე: სნეულს ჯანმრთელობის აღსადგენად სამედიცინო საშუალებებით სარგებლობის დროს დაჟინებით არ უნდა სურდეს, უთუოდ და სწრაფად გამოჯანმრთელდეს. კურნების იმედი უნდა დავამყაროთ არა წამალზე, არამედ ღმერთზე, რომელიც თავად ანიჭებს წამალს საკურნებელ ძალას და განაგებს ავადმყოფობას. ამიტომ, იმედი მხოლოდ ღმერთზე უნდა დავამყაროთ და სრულად უნდა მივენდოთ მის ნებას ყოველივეში, რაც და როგორც მოგვეწევა მოწყალე ღმერთის მიერ, რომელიც ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს, უკეთ იცის, გაახანგრძლივოს ავადმყოფობა სულის სასარგებლოდ, თუ განგვკურნოს.

скачать dle 11.3