კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგეს ნათესავებმა ერთმანეთი და ვის ეძებს ზეგაანში მცხოვრები 62 წლის ქალბატონი სტავროპოლში

 

62 წლის გოჰარ მიხეილის ასული გრიგორიანი ეძებს 72 წლის ლეილა ლილოვას, 48 წლის დავით სერგოს ძე გუკასიანს, 37 წლის სერგო სერგოს ძე გუკასიანს და 43 წლის არტურ სერგოს ძე გუკასიანს.

ისტორია: ვეძებ ძმის ცოლს: 72 წლის ლეილა ლილოვას და ძმისშვილებს: 48 წლის დათო სერგოს ძე გუკასიანს, 37 წლის სერგო სერგოს ძე გუკასიანს და 43 წლის არტურ სერგოს ძე გუკასიანებს. ბოლოს ჩემი ძმისშვილები 2000 წლის ზაფხულში ვნახე, მას შემდეგ მე ისინი არ მინახავს. ისინი საცხოვრებლად სტავროპოლში წავიდნენ. ძალიან მინდა, ჩემი ძმის ოჯახის მოძებნა, მარტომ ეს ვერანაირად ვერ მოვახერხე. მე ვცხოვრობ გურჯაანის რაიონის სოფელ ზეგაანში. მაქვს ჩემი ძმის ფოტო, სურათზე ის მეუღლესთან ერთადაა. იმედი მაქვს, მათ პოვნაში დაგვეხმარებით.

– როგორ დაკარგეთ ერთმანეთი მამიდამ და ძმისშვილებმა?

– ჩემმა ძმამ ცოლად ლეილა ლილოვა შეირთო. ლეილა სტავროპოლიდან იყო. მათ შეეძინათ სამი შვილი, სამივე ბიჭი: დათო, სერგო და არტური. 1999 წლის ზამთარში ჩემი ძმა, სერგო გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ ჩემმა რძალმა და მისმა შვილებმა გაყიდეს ბინა მოსკოვის გამზირზე და სტავროპოლში წასვლა გადაწყვიტეს. ლეილა, არტური და სერგო ერთად წავიდნენ, დათო კი სამი თვის შემდეგ წავიდა. ასე დავკარგეთ ერთმანეთი.

– ანუ მათი სტავროპოლში წასვლის შემდეგ მათთან ურთიერთობა საერთოდ არ გქონიათ?

– მათი წასვლიდან დაახლოებით ორ წელიწადში, ზუსტად 2002 წლის 25 იანვარს, ჩემმა ძმისშვილმა დათომ წერილი გამომიგზავნა, რომელშიც ეწერა, რომ ისინი კარგად მოეწყვნენ, რომ იყიდეს კერძო ბინა და ასე შემდეგ. ერთი თვის შემდეგ მეც მივწერე დათოს იგივე მისამართზე წერილი, მაგრამ პასუხი არ მიმიღია. წერილებს სულ ვგზავნიდი, რეგულარულად, მაგრამ არც ერთ ჩემს წერილზე პასუხი არ მიმიღია. ძალიან განვიცდი მათთან კავშირის არქონას. ისინი ხომ ჩემი სისხლი და ხორცი არიან, მე უკვე საკმაოდ ხნიერი ვარ და არ შემიძლია მათი სხვაგვარად მოძებნა, ძალიან გთხოვთ, დამეხმარეთ მათ პოვნაში.

– სხვა დედმამიშვილები თუ გყავთ და ისინი თუ ეძებენ მათ?

– სულ რვა დედმამიშვილი ვიყავით. გამოგვაკლდა მხოლოდ სერგო. დავრჩით შვიდნი. ყველანი მიმოფანტულები ვართ. პირადად მე, სადაც დავიბადე, იქ ვცხოვრობ დღემდე. ყველას აინტერესებს ლეილასა და მისი შვილების ამბავი, მაგრამ აქტიურად მათ მხოლოდ მე ვეძებ. იმედი მაქვს, რომ დამეხმარებით მათ პოვნაში.

– შეიძლება თუ არა, რომ ისინი სტავროპოლიდანაც სხვაგან გადასულიყვნენ საცხოვრებლად?

– ნამდვილად არ მგონია, რომ ლეილა სტავროპოლიდან სხვაგან წასულიყო. ეს ხომ მისი სამშობლოა. რამდენადაც ვიცი, სხვაგან არავინ ჰყავდათ. საქართველოში ისინი არ ჩამოსულან, ამიტომ მე ისინი კვლავ სტავროპოლში მგონია. უბრალოდ, შეიძლება, მათ კვლავ შეეცვალათ საცხოვრებელი მისამართი და მე მათი ამჟამინდელი მისამართი არ ვიცი.

– ფოტოზე ვინ არიან?

– ფოტოზე ჩემი ძმა – სერგო და მისი მეუღლე – ლეილა არიან. საკმაოდ ძველი ფოტოა, მაგრამ ამ ფოტოს დიდი იმედი მაქვს. იქნებ ის დაგეხმაროთ თქვენ და თქვენს ნებაყოფლობით დამხმარეებს მათ პოვნაში.

– მათი პოვნის შემთხვევაში რას ფიქრობთ?

– თუკი მათ ვიპოვი, აუცილებლად დავპატიჟებ ჩემთან სტუმრად, რამდენი წელია გასული, რაც მე ჩემი ძმისშვილები არ მინახავს. ძალიან მენატრებიან. თუკი მათ შეეძლებათ, აუცილებლად ჩამოვიყვან სტუმრად ჩემთან ოჯახში. ჩემი რძალი მათ მოძებნაში ძალიან მგულშემატკივრობს, მასაც უნდა ჩვენი ნათესავების გაცნობა.

 თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

ნატალია მახარაშვილი 

 

скачать dle 11.3