კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

Avon – 5 წელი ქართველი ქალბატონების გვერდით!

 

 Avon-ის ისტორია თითოეული ქალბატონის ცხოვრების  ისტორიას ჰგავს და, ალბათ,  ამიტომაცაა „ეივონის” პროდუქცია ქალბატონებისთვის  ძვირფასი და სასურველი. ეს ყველაფერი კი 125 წლის წინათ დაიწყო: მეცხრამეტე საუკუნის მიწურული, ჩიკაგოს წიგნების მაღაზია, სადაც კომივიაჟერი დევიდ მაკკონელი  წიგნების რეალიზაციას ახდენს... ის  თავის კლიენტ ქალბატონებს  წიგნის  შეძენისთვის საჩუქრად აძლევს სუნამოს პატარა ფლაკონს. ეს პატარა საჩუქარი იმდენად პოპულარული გახდა მის კლიენტებს შორის, რომ დევიდი მიხვდა: ქალბატონები ხშირად სუნამოს გამო ყიდულობდნენ წიგნებს და სწორედ მაშინ გაჩნდა იდეა.  დევიდ მაკკონელმა გაცილებით უფრო დიდი პერსპექტივა დაინახა პარფიუმერიაში და 1886 წელს გასაყიდად გამოუშვა  პირველი პროდუქტი – პარფიუმერიული ნაკრები Little Dot Perfume Set. – სწორედ ასე ჩამოყალიბდა 1886 წელს კომპანია Calipornia Perfume.  

Avon ქართულ ბაზარზე 2008 წელს გამოჩნდა, მას შემდეგ უკვე მეხუთე წელია, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ქართველი ქალბატონების ცხოვრებაში. Avon  ყველა ქალს აძლევს შანსს, გახდეს თავდაჯერებული საკუთარ თავში, მოირგოს ახალი იმიჯი, ამასთან ერთად, დაეხმაროს ოჯახს დამატებითი შემოსავლით, მართოს საკუთარი ცხოვრება, იყოს ჰარმონიული და აიხდინოს ოცნებები. 2011 წელს Avon გახდა ნომერ პირველი კომპანია კანის მოვლის პროდუქტების კატეგორიაში საქართველოს კოსმეტიკურ ბაზარზე. Avon-ის პროდუქციის ხაზი  მრავალფეროვანია, ის გთავაზობთ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე დამზადებულ, სახის კანის მოვლის მაღალხარისხიან საშუალებებს ნებისმიერი ასაკის ქალბატონებისთვის, მათ შორის, პროდუქციას გამონაყარისკენ მიდრეკილი კანისთვის. Avon-ის დეკორატიული კოსმეტიკა გამოირჩევა თანამედროვე სტილით, მაღალი ხარისხის ფორმულებითა და ფართო ფერთა სპექტრით. აქ თქვენ შეარჩევთ სასურველ კოსმეტიკას ასაკისა და კანის ტიპის შესაბამისად. Avon  გთავაზობთ სუნამოების მრავალფეროვან სამყაროს – სუნამოების ფართო არჩევანს როგორც ქალებისთვის, ასევე, მამაკაცებისათვის. თქვენ შეძლებთ, შეარჩიოთ როგორც კლასიკური სტილის, ასევე,  ყოველდღიური მოხმარების სურნელოვანი  არომატი... Avon – ეს  არის კომპანია  მთელი ოჯახისთვის: პროდუქცია როგორც ჩვილი  ბავშვებისთვის, ასევე, თინეიჯერებისა და მამაკაცებისთვის. Avon-ის კიდევ ერთი მიმზიდველი ხაზია აქსესუარები:  სამკაულები, მათ შორის – მოვერცხლილი და მოოქროვილი ბიჟუტერია, ჩანთები აქტუალური და თანამედროვე დიზაინით...   

 

რა არის Avon-ის წარმატების „საიდუმლო”? – მრავალწლიანი გამოცდილება და ტრადიციები

Avon-ის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია დაფუძნდა  ქალაქ საფერნში, ნიუ-იორკის შტატში, 1897 წელს.  ინოვაციისკენ სწრაფვა დაფუძნების დღიდან გახდა მისი სავიზიტო ბარათი. ჯერ კიდევ მაშინ, ხის კედლებს მიღმა, ათი თანამშრომელი ქმნიდა მთელი დროის საუკეთესო სურნელებს. 1899 წელს ლაბორატორიის შენობა ორჯერ, ხოლო მეოცე საუკუნის ბოლოს – 20-ჯერ გაიზარდა. 2005 წელს გაიხსნა ახალი შენობა – კვლევისა და განვითარების გლობალური ცენტრი, რომელიც გადაჭიმულია 68 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე და აშენდა საერთაშორისო სტანდარტებით. დღეს  ეს ცენტრი არის Avon-ის გული – სწორედ აქ იქმნება Avon-ის თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც მალევე ხდება 300 მილიონი მყიდველის ცხოვრების ნაწილი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში. 

  Avon პირდაპირი გაყიდვების ერთ-ერთი პირველი კომპანიაა მსოფლიოში.  ეს ტრადიცია საუკუნეზე მეტი ხნის წინ იღებს სათავეს – „კალიფორნიის პარფიუმერიული კომპანიის” პირდაპირი გაყიდვების უნიკალური სტრუქტურის შექმნის საავტორო უფლება ეკუთვნის კომპანიის პირველ თანამშრომელს, მისის პერსის ფოსტერ იმს ალბის. სწორედ ის მიხვდა, რომ ქალები მშვენივრად გაუმკლავდებიან თანამშრომლის როლს მეგობრების, მეზობლებისა თუ ნათესავებისთვის პარფიუმერიის შეთავაზების გზით. ქალბატონებმა ხომ ყველაზე უკეთ იციან ერთმანეთის მოთხოვნილებები და სურვილები. ეს იყო ურთიერთობის, შემოსავლის მიღებისა და თვითრეალიზების შესაძლებლობა, რომელსაც კომპანია სთავაზობდა ქალებს და, შესაბამისად, ეს იყო ჭეშმარიტად რევოლუციური გადაწყვეტილება, რადგანაც, მეცხრამეტე საუკუნეში ქალებს არჩევნებში მონაწილეობის უფლებაც კი არ ჰქონდათ. ეს იყო ფანტასტიკური იდეა, რომელიც საშუალებას აძლევდა დასაქმებულ ქალს, წარმატებით შეეთავსებინა სამსახური და ოჯახური ვალდებულებები. ნებისმიერ ქალს შეეძლო, გამხდარიყო „კალიფორნიის პარფიუმერიული კომპანიის” თანამშრომელი. ერთადერთი სამუშაო პირობა იყო ის, რომ მათ უნდა შეეთავაზებინათ პროდუქცია მხოლოდ იმ რაიონებში, სადაც მას იცნობდნენ. ასეთი გზით ქალბატონები იხვეჭდნენ ნდობას ადგილობრივ მომხმარებლებს შორის.

კომპანია  პირდაპირი გაყიდვების უნიკალურ მეთოდს დღემდე არ ღალატობს. ამ საქმიანობაში მხოლოდ საქართველოში  ათასობით ქალბატონია ჩართული. კომპანია ყველა ქალს აძლევს საშუალებას, იყოს არა მხოლოდ კომპანიის მაღალხარისხიანი პროდუქციის მომხმარებელი, არამედ, თავად  მოსინჯოს საკუთარი ძალები ბიზნესში,  მოახდინოს თვითრეალიზაცია. სწორედ ესაა Avon-ის უდიდესი მიღწევა. Avon არა მხოლოდ ზრუნავს ქალბატონების გარეგნულ სილამაზეზე, ის არის დიასახლისისთვის, პედაგოგისთვის, ინჟინრისთვის თუ ექთნისთვის  დამატებითი შემოსავლის წყარო. ამ გზით მრავალი ქართველი ქალბატონი გახდა უძრავი ქონების თუ სხვა სახის კაპიტალის მფლობელი...   

საახალწლოდ კომპანიამ აქტიური  და წარმატებული კოორდინატორებისთვის არაჩვეულებრივი საჩუქარი მოამზადა – პროგრამის გამარჯვებულს საჩუქრად ავტომობილი „ნისან მიკრა” ერგო. ეს ქალბატონი, კომპანიის ერთ-ერთი წარმატებული კოორდინატორი, ქუთაისში მცხოვრები ირმა ნემსაძე  გახდა. 

 – ირმა, გილოცავთ Avon-ის საახალწლო პრიზს.  როდის და როგორ დაუკავშირეთ თქვენი ცხოვრება   კომპანია Avon-ს?

– 2008 წელს, მაშინ, როდესაც Avon  ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდა, საკმაოდ სტაჟიანი ეივონელი ვარ (იცინის). იმ პერიოდში   მე არსად  არ ვმუშაობდი, ვეძებდი ისეთ სამსახურს, რომელიც დამეხმარებოდა, როგორც ოჯახური ბიუჯეტის გაზრდაში, ასევე საკუთარი თავის რეალიზებაშიც. ერთ დღეს ჩვენი ოჯახის ახლობელმა  ელისო ფრუიძემ, რომელიც გასაუბრების შედეგად თავად გახდა Avon-ის მენეჯერი,  შემომთავაზა, რომ მეც გავსულიყავი  გასაუბრებაზე და გამომეცადა საკუთარი თავი.  ორი შვილი მყავს, უფროსი ქალიშვილი მაშინ აბიტურიენტი იყო, უმცროსი 6 – წლის და ოჯახს დამატებითი შემოსავალი ნამდვილად დაეხმარებოდა და ერთ დღესაც, მივედი კომპანიაში,    დღეს კი უკვე  საკმაოდ დიდ და აწყობილ სტრუქტურას ვუძღვები.   

– ამ პოზიციამდე იოლად მიხვედით?

– მაშინ, როდესაც მუშაობა დავიწყე  არანაირი  გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ, მქონდა მიზანი –  შემექმნა ადამიანების  ჯგუფი    და მიმეღწია კოორდინატორის პოზიციისთვის, მით უმეტეს, რომ Avon-ში ეს  ნამდვილად შესაძლებელია.   გამოცდილი მენეჯერების მიერ მუდმივად გვიტარდებოდა  ტრენინგები. ყველაფერი დაიწყო პროდუქციით, რომლითაც თავად ვსარგებლობდი და ჩემს საახლობლო წრეს გავაცანი, შემდგომ ეს წრე გაფართოვდა. მან, ვინც ერთხელ  მაინც მოსინჯა ჩვენი კომპანიის ხარისხიანი კოსმეტიკური პროდუქცია და აქსესუარები, ჩვენი ერთგული მომხმარებელი გახდა.  მე პირადად, პირველად Avon-ის ტონალური კრემი და „კრისტიან ლაკრუას“ სუნამო გამოვიყენე, მომეწონა მისი სურნელი  და დღესაც მისი ერთგული ვარ. მალე  ჩემს ოჯახში  Avon-ის  პროდუქციის გარდა, სხვა ბრენდის ნაწარმს ვერ იპოვიდით და ეს  ახლაც ასეა.   Avon-ის პროდუქციით  სარგებლობენ ჩემი შვილები და მეუღლეც, რადგან, Avon  არის ბრენდი არა მხოლოდ ქალბატონების, არამედ მამაკაცებისთვისაც. ჩემი მეუღლე არა მხოლოდ Avon-ის მომხმარებელია, ის ჩემთან ერთად არის ჩართული ამ საქმიანობაში და ჩემს წარმატებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის. 

–  გქონდათ იმედი, რომ Avon-ის საახალწლო პრიზს „ნისან მიკრას”  მოიგებდით?

– ცხოვრებაში არაფერი მომიგია. რამდენჯერმე სხვადასხვა სახის ლატარიის ბილეთებიც შევიძინე,  მაგრამ, როგორც წესი, მოგების გარეშე ვრჩებოდი ხოლმე.  ახლა, როდესაც შევიტყვე, რომ Avon საახალწლოდ ავტომობილს ათამაშებდა, რატომღაც, დარწმუნებული ვიყავი, რომ ის ჩემი გახდებოდა და ასეც მოხდა. Avon-ს ბევრი წარმატებული კოორდინატორი ჰყავს, შესაძლოა, სხვას ჩემზე მეტი მოგების შანსი ჰქონდა, მაგრამ, მანქანა ისე მომეწონა, ჩემთვის მინდოდა (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, სანამ გავიგებდი, რომ ავტომობილის მფლობელი მე გავხდი,  მანქანის მართვის კურსებზეც კი ჩავეწერე. 

– უკვე გაქვთ მართვის მოწმობა?

– დღეს უკვე მართვის მოწმობაც მაქვს და ავტომობილიც მყავს. მიჭირს სიტყვებით იმ ემოციების გადმოცემა, რასაც ვგრძნობდი, როდესაც შევიტყვე, რომ ავტომობილი ჩემი გახდა. მინდა,  მადლობა გადავუხადო   კომპანიას  ამ  სიურპრიზისთვის და წარმატებები ვუსურვო Avon-სა და  სრულიად საქართველოს 2013 წელს!  მინდა, მოვუწოდო ყველა ქალბატონს: გახდით ეივონელი,  თქვენც გაქვთ შანსი, აიხდინოთ ოცნებები... 

 Avon გილოცავთ შობა-ახალ წელს, ჯანმრთელობას და სილამაზეს გისურვებთ!

 

 

скачать dle 11.3