კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი” 2012 წელს საბანკო სექტორის პრესტიჟული რეიტინგის მფლობელი გახდა

 

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალს” ქართული საზოგადოება კარგად იცნობს. „კრისტალი” საქართველოს  ხუთ რეგიონში, 16 ფილიალის  მეშვეობით, ათობით ათას ადამიანს მრავალფეროვან სერვისს მარტივი და გამჭვირვალე, სწრაფი და ხარისხიანი პროცედურებით სთავაზობს. 2012 წელს „კრისტალმა” მოიპოვა  პრესტიჟული რეიტინგი – „BBB”, რომელიც საერთაშორისო ხარისხის აღიარებად ითვლება საბანკო სექტორში. რა არის „კრისტალის” სტაბილურობის გარანტი და რა სახის მომსახურებას სთავაზობს ის მომხმარებელს, ამის შესახებ „კრისტალის” აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ მალხაზ ძაძუას გავესაუბრეთ.

– როგორ შეაფასებდით 2012 წელს და რამდენად წარმატებული იყო ის „კრისტალისთვის“? 

– 2012 წელი საკმაოდ საინტერესო და წარმატებული იყო „კრისტალის“ მთელი 14-წლიანი ისტორიის განმავლობაში. მიმდინარე წელს კომპანიამ აჩვენა არა მხოლოდ შთამბეჭდავი ფინანსური შედეგები, არამედ, მოახერხა წარმატებით გამკლავებოდა გარემო სირთულეებს, რაც გამოწვეული იყო დაძაბული წინასაარჩევნო პერიოდითა და, ზოგადად, ბიზნესში საკუთრების უფლების დაცვის მხრივ არსებული პრობლემებით.

წელს ჩვენი კომპანია თითქმის 25 პროცენტით გაიზარდა. დღეისათვის „კრისტალი” მართავს 32 მილიონი ლარის აქტივებს, მათ შორის, 25 მილიონი ლარის საკრედიტო პორტფელს, სადაც სესხების უმეტესობა (56 პროცენტი) სოფლად გაცემული კრედიტებია. აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად სწრაფი ზრდისა, „კრისტალის“ საკრედიტო რისკები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია სექტორში და ვადაგადაცილებული სესხების მოცულობა შეადგენს მხოლოდ 1 პროცენტს, რაც საშუალებას აძლევს კომპანიას, თამამად განაგრძოს გაფართოების გეგმა და მოიზიდოს მეტი ინვესტიცია საერთაშორისო ფინანსური ბაზრებიდან.

2012 წელს საერთო ჯამში, „კრისტალმა“ მოიზიდა 8,5 მილიონი დოლარის ფინანსური რესურსები საერთაშორისო ინვესტორებისგან. აღსანიშნავია, რომ მათ შორის 4 მილიონ დოლარზე მეტი მიღებულ იქნა 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ კომპანიის ფინანსურმა პარტნიორებმა პოზიტიურად შეაფასეს არჩევნების შედეგად ქვეყანაში მომხდარი ცვლილებები და ნდობით განეწყვნენ როგორც თავად „კრისტალის”, ასევე, ჩვენი ქვეყნის გრძელვადიანი სტაბილურობისა და ბიზნესგარემოს პერსპექტივების მიმართ.

წლის ბოლოს საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Microfinanza-მ ჩაატარა „კრისტალის“ მორიგი სარეიტინგო შეფასება, რომლის მიხედვითაც ჩვენმა ორგანიზაციამ ერთბაშად 3 საფეხურით წაიწია წინ და მიიღო „BBB” რეიტინგი, რომელიც უფრო მაღალი შედეგია, ვიდრე რამდენიმე წამყვანი ბანკისა და თავად ქვეყნის სუვერენული რეიტინგი.

– რა სახის მომსახურებას სთავაზობთ მომხმარებელს, რომელ რეგიონებში და რა უპირატესობები გაქვთ სხვა ბანკებთან შედარებით?

– დღეისთვის კომპანია ემსახურება 16 000-მდე კლიენტს და წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 5 რეგიონში 16 რეგიონული ფილიალის მეშვეობით (იმერეთი, სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი). 

„კრისტალი” გასცემს 50 000 ლარამდე სესხებს ნებისმიერი ფინანსური საჭიროებისთვის, მათ შორის, დამწყებ მეწარმეებსა და აგროსექტორზე. სესხის აღების მთავარი წინაპირობაა ოჯახის საერთო შემოსავლებისა და ხარჯების საკმარისი თანაფარდობა. საპროცენტო განაკვეთებია: 1,8-3 პროცენტი თვეში. ვადის ხანგრძლივობა 4 წლამდე. 10,000 ლარამდე სესხები გაიცემა გირაოს გარეშე; 

ჩვენი ძირითადი უპირატესობაა მარტივი და გამჭვირვალე პროცედურები, სწრაფი და ხარისხიანი მომსახურება და ოფისების ფართო ქსელი რეგიონებში. გარდა მიკროსესხებისა, მომხმარებელს, ასევე, ვთავაზობთ სხვა ფინანსურ პროდუქტებს: სწრაფი ფულადი გზავნილები, კომუნალური გადახდები, ვალუტის გაცვლა, სალომბარდე სესხები და ასე შემდეგ. 

– რა გეგმები გაქვთ 2013 წელს და როგორია თქვენი სტრატეგია?

– 2012 წლის შედეგები და მიღწეული წარმატებები საფუძველს გვაძლევს, შედარებით უფრო ამბიციური გეგმები დავსახოთ მომდევნო პერიოდისთვის. დაგეგმილია გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი გაფართოება და ახალი ფილიალების გახსნა აღმოსავლეთ საქართველოში, რომელიც უმთავრესად მიმართული იქნება აგროსექტორისა და სოფლის მეურნეობის ფინანსური მხარდაჭერისკენ. 

ასევე, ვაპირებთ მომსახურების სისწრაფისა და ხარისხის კიდევ უფრო გაზრდას, პროცესების გამარტივებას, ახალი სერვისების შეთავაზებას მომხმარებლისთვის და, რაც მთავარია საპროცენტო განაკვეთების თანდათანობით შემცირებას. პარალელურად, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, „კრისტალი” აქტიურად გააგრძელებს სხვადასხვა სოციალური პროექტების დაფინანსებასა და მხარდაჭერას.

თბილისი. წერეთლის გამზირი ¹¹117. ტელეფონი: 032 235-39-05;

ქუთაისი, წერეთლის გამზირი ¹¹1. ტელეფონი: 0431 25-22-44.

ვებ-გვერდი: www.crystal.ge 

 

скачать dle 11.3