კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ენამოქარგულები

ანუ, მიწა „უხმარ არს ბრიყვთათვის“

 

 

„ალბანელი ქალი აჩენს 7 შვილს, სერბი ქალი იკეთებს 7 აბორტს, ესე იგი, ეს მიწა ალბანელებს უფრო სჭირდებათ, ვიდრე სერბებს. ამიტომაც, ღმერთმა კოსოვოსა და მეტოქიის მიწები ისე გადაანაწილა, როგორც საჭიროდ მიიჩნია“. 

პატრიარქი პავლე სერბელი

თუნდაც, საყველპურო ლოგიკის გამო, ახალი ცოცხი კარგად გვისო, მოსახლეობის უმრავლესობა, ყოველ შემთხვევაში, ის ნაწილი მაინც, ვინც საკუთარი საარჩევნო ხმა კოალიციას უწილადა, 2013 წელს იმედიანად შეჰყურებს. თუ ზედაც დავამატებთ, რომ ოპტიმიზმი ადამიანის თვითგადარჩენის ინსტინქტის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელია, სულ მცირე, იმას მაინც მოველით, რომ 2013 წელი 2012-ზე უკეთესი იქნება, მით უფრო, რომ ხელისუფლების ორად გახლეჩილი შტოები ერთმანეთს არ აცლიან ამომრჩევლისთვის სიამოვნების მინიჭებას.

ერთი სიტყვით, რაკი მიზეზი გვაქვს (ახალი წელია), სამშობლოს სადღეგრძელოებსაც მრავალჯერ შევსვამთ და მის გამთლიანებასაც გულით ვისურვებთ, იმის პარალელურად, რომ ინვესტორების ცვენასაც ვინატრებთ, ცხადია, სამუშაო ადგილების გამრავლების მოლოდინით.

მეორე მხრივ, დემოგრაფია კვლავ აქილევსის ქუსლად გვრჩება. უფრო მეტიც, ბოლო  რამდენიმე წელია, ერთი საინტერესო (რაღა საინტერესო, უფრო ტრაგიკული) ტენდენციაც შეინიშნება: ჩვენთან, განსხვავებით დანარჩენი მსოფლიოსგან, ახალდაბადებული ვაჟები გოგონებს სჭარბობენ, რაც დემოგრაფებს აფიქრებინებთ, რომ აბორტებს ჩვენი თანამემამულეები სასურველი სქესის შვილის დაბადების ინსტრუმენტად იყენებენ. სპეციალისტები ამ ტენდენციას ჩვენი საზოგადოების პატრიარქალურ ბუნებას უკავშირებენ (თუმცა, ის ვაჟებიც ხომ ქალებმა უნდა გააჩინონ?!).

ასეა თუ ისე, რაკი გამრავლება ჩვენი პრიორიტეტი არ ყოფილა, ბუნებრივად იბადება მთავარი კითხვა: მაშინ, ვისთვის გვინდა ენამოქარგულად მრავალგზის ნადღეგრძელები სამშობლოს გამთლიანება?! 

 

 

скачать dle 11.3