კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჯიბეგაქსუებულების ლაშქარი

მაკედონელის ნოსტალგია

 

მართალია, ხალხის რჩეული და ექსპროკურორი ბ-ნი ახალაია თავის საჯარო დაკითხვას მოითხოვს, თუმცა, აქამომდე ჩვენ ისიც კი არ ვიცოდით, რა ხელფასს იღებდნენ ავღანეთში, „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილე ქართველი სამხედროები. ხოლო, რაკი ჯერჯერობით საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყოველივე დამალული ცხადდება (იმედია, ახლები მხოლოდ ძველების დამალულების გაცხადებას არ დასჯერდებიან და საკუთარსაც ყველაფერს გამოგვიმზეურებენ), შევიტყვეთ, რომ ავღანეთში მყოფი ქართველი რიგითის ხელფასი 715 დოლარი ყოფილა, კაპრალის – 790, უმცროსი სერჟანტის – 845, სერჟანტის კი – 910. სხვათა შორის, მაშინ, როდესაც, მაგალითად, სამხარეო პროკურორების საბიუჯეტო შემოსავალი ყოველთვიურად 10 000-ს სცილდებოდა.

მაგრამ, როგორც უნდა ყოფილიყო, მომავალი წლიდან ავღანეთში მყოფ ჩვენს სამხედრო კონტინგენტს ხელფასები 200-დან 300-მდე აშშ დოლარით გაეზრდება.

რაც მთავარია, როგორც ირკვევა, ქართველ სამხედროებს პრემია მხოლოდ ერთხელ აუღიათ, ისიც – 365 ლარი, თუმცა, მაგალითად, ჯანდაცვის მინისტრ ბ-ნ ჭიაბერაშვილის 2012 წლის აგვისტოში მხოლოდ პრემიამ 10 000 ლარი „ს ჩემ ტო“ შეუდგენია (და ის ერთადერთი არ არის, უბრალოდ, სამაგალითედ გამოვიყენე).

თუ ამ სახელფასო მაჩვენებლებს იმასაც დავამატებთ, რომ „აისაფის“ ოპერაციაში მონაწილეობა ერთადერთია, რის გამოც ნატოელი და აშშ-ელი მაღალჩინოსნები მადლობებს უხდიდნენ ყოფილ ხელისუფლებას (ახლებსაც გადაუხდიან, ვინაიდან, საქართველო არ აპირებს, შეამციროს თავისი კონტინგენტის რაოდენობა ავღანეთში) და, ზედაც, გავითვალისწინებთ, რომ ისინი თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ, სხვათა შორის, ქვეყნისათვის, იმისდა მიუხედავად, სად შეხვდება ახალ წელს მთავარსარდალი, ჩნდება ეჭვი, რომ, არც მას და არც მის სახელმწიფო მოხელეებს ყურმოკვრითაც არ გაუგონიათ, რატომ ღვრიდა ჯარის თვალწინ თავის კუთვნილ წყალს მართლაც მთავარსარდალი!

უცნაური ლოგიკაა: მისგან სიცოცხლეს ითხოვდე, შენ რომ იხეირო და მისთვის ნებისმიერი სახელმწიფო უწყების პროგრამული უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლის ხელფასის ნახევარი გემეტებოდეს!

 

скачать dle 11.3