კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვეულა ძეხვით და ხაჭოთი

 

საჭირო ინგრედიენტები: 3 ცალი სომხური, თხელი ლავაში, 50 გრამი მაგარი ყველი, 50 გრამი მოხარშული ძეხვი, 10-12 ძირი მწვანე ხახვი, 10 ღერი ტარხუნა, ნებისმიერი პაშტეტი, 50 გრამი ხაჭო, კეტჩუპი, მარილი, შავი პილპილი, ზეთი.

მომზადების წესი: თხელი ლავაში გაჭერით ოთხ ან ექვს ნაწილად. ცალკე მოამზადეთ ოთხი სახის სატენი.

პირველი შიგთავსი: ხაჭოში შეურიეთ წვრილად დაჭრილი ტარხუნა. უყავით ცოტა მარილი და პილპილი, კარგად ამოურიეთ და წაუსვით ლავაშის ნაჭრებს. 

მეორე შიგთავსი: ტარხუნიან ლავაშებს გადაუსვით პაშტეტი და მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. მესამე სატენი: ამ ყველაფერს ზევიდან თხლად მოასხით კეტჩუპი, მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ძეხვი და ისევ ცოტა მწვანე ხახვი. მეოთხე სატენი: ბოლოს მოაყარეთ დაფხვნილი ყველი და ცოტა ტარხუნა (ყველი და ძეხვი ძალიან წვრილად დაჭრილი უნდა იყოს, რომ გადახვევისას ლავაში არ გაიხეს). ლავაშები ფრთხილად გადაახვიეთ სათითაოდ. ჯერ გვერდები ამოუკეცეთ, მერე გადაახვიეთ შუაგული და შეწვით ხვეულები საშუალო ცეცხლზე, თავდაუხურავ ტაფაზე, ზეთში.

P.S. ძეხვის შეცვლა შეგიძლიათ ქათმის ხორცით ან ფარშით, კეტჩუპში კი ცოტა მაიონეზიც შეურიეთ. არაჩვეულებრივია საუზმედ და ვახშმად.

 

скачать dle 11.3