ყაბაყის რაგუ
საჭირო ინგრედიენტები: 1 ცალი ყაბაყი, 2 ცალი პომიდორი, 3 ცალი საშუალო ზომის ქამა სოკო, 2 ცალი სტაფილო, 1 მოზრდილი თავი ხახვი, 1/2 ჭიქა თეთრი მშრალი ღვინო, 1 კონა ოხრახუში, 2 კბილი ნიორი, ზეთი – შესაწვავად, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი: პომიდორი, სოკო და გათლილი ყაბაყი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად. ცალკე ალყა-ალყად დაჭერით ხახვი. მსხვილ სახეხზე გახეხეთ სტაფილო. ზეთში მოშუშეთ ხახვი, დაუმატეთ სოკო. როდესაც სოკო შეიწვება, დააყარეთ სტაფილო და 5 წუთი შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ყაბაყი და კიდევ 5 წუთით შუშეთ. ბოსტნეულის მასას დაასხით ღვინო და მანამდე ადუღეთ, სანამ ღვინო არ აორთქლდება, შემდეგ შეურიეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და პომიდორი, შეანელეთ მარილითა და პილპილით. დაახურეთ ქვაბს სახურავი და პომიდორი კარგად რომ დარბილდება, კერძი მზადაა. მომზადებულ ბოსტნეულს მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში.