კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სურვილის ძალა...

 

ფსიქოლოგები გვირჩევენ, რომ, თუკი გვინდა, სურვილი აგვისრულდეს, ის ჭეშმარიტად ძლიერი უნდა იყოს, რადგან, როცა რაღაც მართლა გინდა, აუცილებლად გისრულდება – ის თითქოს ხორცს ისხამს და რეალური ხდება... და, არანაირი მისტიკა: აზრისა და ფიქრის კონცენტრაცია, რომელიც ჩვენი შინაგანი ენერგეტიკით არის გაჯერებული, რეალობად იქცევა. არსებობს ოცნების ვიზუალიზაციის მეთოდი. ეს არის სასურველის შენთან მოახლოება. მაგალითად, თუ პარტნიორის პოვნაზე ოცნებობთ, წარმოიდგინეთ ის რეალურად. დეტალურად გააცნობიერეთ და გაიაზრეთ მისი გარეგნობა თუ ხასიათის თვისებები. მოგზაურობა გინდათ? – კონკრეტულად წარმოიდგინეთ, როგორ სეირნობთ სასურველი ქალაქის ქუჩებში ან ლაჟვარდოვან სანაპიროზე და ეს ხშირად გააკეთეთ.

გახსოვდეთ, თქვენი ძალისხმევის გარეშე არაფერი გამოვა – უნდა დახარჯოთ ემოციაც და ენერგიაც; უნდა ისწავლოთ აზრების კონცენტრაცია, თქვენი ოცნების ობიექტზე ყურადღების ფოკუსირება და, რაც მთავარია, იყავით რწმენით აღსავსე – რომ ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება, ანუ, ისე, როგორც გინდათ და წარმოგიდგენიათ.

სურვილს ნამდვილად აქვს ძალა და ამაში თავადვე დარწმუნდებით, თუკი ამ ძალას სწორად მიმართავთ.

 

ნუ მოიწყენ!

 

 სტრესი სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ის არც ისეთი საშინელებაა, როგორი წარმოდგენაც გვაქვს მასზე ზოგადად. მაგალითად, სტრესი ქვეყნის აღსასრული არ არის. უფრო მეტიც, გაცილებით საშინელია, როცა სტრესის გარეშე ცხოვრობ, ანუ, სტრესი საერთოდ არ არის შენს ცხოვრებაში. სტრესი სტიმული და ერთფეროვნების გადახალისების საშუალებაც არის. ხომ ხდება ისე, როცა ოჯახიც და სამსახურიც გაქვს, თითქოს არაფერი გაკლია, მაგრამ მაინც მოწყენილი ხარ... ფორმალურად, ეს შეიძლება, იყოს სტრესი – მაგრამ რეალურად გაკლიათ სურვილის თავისუფლება. რა არის ეს? ადამიანები ხშირად იმისკენ კი არ მივილტვით, რომ ყველაფერი კარგად იყოს. არამედ, ვიღვწით, რათა ყველაფერი ცუდად არ იყოს. გვეშინია რადიკალური ცვლილებებისა და სიახლეების.

რისკი ხშირად გამართლებულია. განსაკუთრებით მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. თუ გადაწყვეტილებას მიიღებთ, რომ ყველაფერი ძირფესვიანად შეცვალოთ, ნუ გადადებთ და დაიწყეთ მოქმედება. არ იწუწუნოთ, გულ-ხელი არ დაიკრიფოთ და არ მოიწყინოთ. ვინც მოქმედებს, იმას მოსაწყენად არ სცალია. თუ მოწყენას არ შემოიჩვევთ, დეპრესიასაც აირიდებთ თავიდან. უკუაგდეთ დამანგრეველი ფიქრები. ხდება ისეც, რომ ზოგჯერ საკუთარ თავს ვეწირებით მსხვერპლად, რაც დაუშვებელია. ზრდასრულ ადამიანს უკვე კარგად უნდა ესმოდეს, რა მოსწონს საკუთარ ცხოვრებაში. დინების საწინააღმდეგო ცურვა სულაც არ არის გმირობა. თქვენ ამას შეძლებთ, როცა მოინდომებთ და გადაწყვეტილებას მიიღებთ... და იმასაც მიხვდებით, რამდენი ხანი დაგჭირდებათ ამ რთული პერიოდის გადასალახად.

 

ოჯახი... ეს ყველაფერია...

 

წარმატებული ქორწინება უკვე არის ცხოვრების განმავლობაში მიღწეულ წარმატებათა 80 პროცენტი. მაგრამ, თუ ქორწინება წარუმატებელია და მას არანაირი პოზიტივი არ ახლავს თან, ბუნებრივად იწვევს სულიერი წონასწორობის დარღვევას. დღეს უკვე შესაძლებელია, წარსულს დაუტოვო ის, რაც შენთვის წინსვლაში ხელის შემშლელია, ანუ, დაამთავრო ერთი ურთიერთობა, რომელიც არ შედგა და დაიწყოთ სხვა. ხელოვნურად არასდროს გააგრძელოთ დასასრულისთვის განწირული ურთიერთობა. ეს მხოლოდ დროს დაგაკარგვინებთ. იაქტიურეთ, როცა ეს აუცილებელია. გახსოვდეთ, რომ ოცდათხუთმეტი წლის ზემოთ, დრო თქვენს სასარგებლოდ უკვე აღარ მუშაობს. ძნელია ოჯახურ ურთიერთობაში შეინარჩუნო სასიყვარულო რომანტიკა, მაგრამ ცდას მაინც ნუ დააკლებთ. ოჯახი ყველაფერია – თქვენი ნავსაყუდელი, თავშესაფარი, სიმშვიდისა და სტაბილურობის გარანტი. თუმცა, ეს კომფორტი თავისით არ მიიღწევა. ის თავად უნდა შექმნათ.

აქაც იფიქრეთ პროცენტებზე. ანუ, ქალიც და კაციც თავისი ცხოვრების 20 პროცენტს საკუთარი სიამოვნებისთვის, საკუთარი „მეს“ მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისთვის იყენებს. დანარჩენი 80 პროცენტი ჩვენ აღარ გვეკუთვნის. ის ოჯახსა და მოვალეობებს შორის ნაწილდება. გამოიყენეთ პირადი 20 პროცენტი მაქსიმალურად და დანარჩენი 80 პროცენტი მიუძღვენით ოჯახს. გახსოვდეთ, ოჯახში ყველაზე კარგად მუშაობს ბუმერანგის პრინციპი. გაეცით მაქსიმალურად სითბო, სიყვარული, მზრუნველობა და ეს ყველაფერი უკან აუცილებლად დაგიბრუნდებათ.

 

ქალური პრინციპები...

 

უპრინციპო ადამიანი ვერასდროს ჩამოყალიბდება პიროვნებად. მით უმეტეს, ქალმა ყოველთვის უნდა დაიცვას საკუთარი „მე“. მაშინაც კი, როცა გადარეულია ოჯახზე, ქმარზე და შვილებზე. ისევ იმიტომ, რომ ბოლოს ღირსეული დედობა და ცოლობა გასწიოს. ქალს ყოველთვის უნდა ახსოვდეს, რამდენად მნიშვნელოვანია პრიორიტეტების სწორად განსაზღვრა და მერე მისი დაცვა. თუ ამას მოახერხებთ, პირადი ცხოვრების 20 პროცენტის უპრობლემოდ დაგეგმვას შეძლებთ. დანარჩენი 80 პროცენტი შეგიძლიათ, მაქსიმალური სიამოვნება მიიღოთ. მთავარია: 

* არ გაითქვიფოთ ოჯახურ პერიპეტიებსა და შვილებში;

* არ გადაჰყვეთ და არ „გადაიწვეთ“ სამსახურში. საქმე კარგია, მაგრამ მას თავისი ადგილი აქვს;

* ნუ დარჩებით „დიადი“ და „ყოვლისშემძლე“ ქმრის ჩრდილქვეშ.

აქციეთ თქვენი სამყარო მრავალკუთხა და საინტერესო „ფიგურად“, ანუ გამონახეთ დრო მეგობრებისთვის – გახსოვდეთ, ქალური მეგობრობა ენერგიის უშრეტი წყაროა.

შეეცადეთ, სიყვარული სულ თქვენში იყოს. ეს მშვენიერი გრძნობა ისეთ სტიმულს მოგცემთ, მოწყენისთვის დრო აღარ დაგრჩებათ.

გამოძებნეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის – ეს აუცილებელი დოპინგია.

ყოველთვის უნდა გქონდეთ დრო საკუთარი თავისთვის. ნუ ეტყვით მას უარს პატარ-პატარა სიამოვნებებზე. დრო ბავშვებისთვისაც უნდა დაგრჩეთ – დედობა უდიდესი ბედნიერებაა...

წაიკითხეთ საინტერესო წიგნი... ნახეთ საინტერესო ფილმი და იოცნებეთ...

 

скачать dle 11.3