კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ განვდევნოთ ღამისეული კოშმარული სიზმრები და რა მაგიური თვისებებით გამოირჩევა „მტირალა“ ბოსტნეული – ხახვი

სამყაროში უამრავი ფაქტი თუ მოვლენა ამოუხსნელი რჩება. ყოველდღიურად ადამიანის ორგანიზმი უამრავი მისტიკური მოვლენის მოწმეა, თუმცა ამას ხშირ შემთხვევაში, ვერც კი ამჩნევს. ორგანიზმიც გვაძლევს ზოგჯერ მინიშნებას მოსალოდნელ ბედნიერებასა და უბედურებაზე, მაგრამ, ამოცნობა და გაგება გაგიჭირდებათ, თუ მისი ამოხსნა არ იცით. როგორც პარაფსიქოლოგი ქალბატონი ლეილა ამბობს, ჩვენ გარშემო ისეთი ფაქტები ხდება, რასაც ყურადღება აუცილებლად უნდა მივაქციოთ და  დავიცვათ ის ეზოთერული წესები და რჩევები, ბედნიერება რომ მოაქვს და, ამასთანავე, შესაძლო უბედურების შესახებაც წინასწარ გვაფრთხილებს. 

 

ლეილა: ადამიანის ორგანიზმი შესაძლო უბედურებასა თუ ბედნიერებას წინასწარ გრძნობს და ამაზე თავისებურად რეაგირებს. ალბათ, ბევრი ახლობლისგან გსმენიათ, წარბი ან თვალი მითამაშებს და, ალბათ, სასიხარულო ამბავი მელისო, ან, საკუთარ თავზე მინიშნება ცუდად მაქვს დაცდილი, ახალმთვარეობაზე აღებულ ფულს შემდეგ ბევრი ფული მოსდევსო, არ მაქვს კარგად დაცდილი ცხვირსახოცის ან სარკის სხვაზე გაჩუქებაო და ასე შემდეგ. ყოველივე ამაში სიმართლის მარცვალი კი არა, დიდი სიმართლეა. თუმცა, მთავარია, ამ და სხვა მოვლენების სწორად ახსნა შეგეძლოთ.  

– იმისთვის, რომ მინიშნებები გავიგოთ და სწორად აღვიქვათ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?  

 – სხეულის ენის გაგება თუ მინიშნებების სწორი აღქმა, ძნელი არ არის, მაგრამ ამისთვის დაკვირვებული თვალი და გარკვეული ცოდნაა საჭირო. მაგალითად, ბებიაჩემს მარცხენა ხელისგული რომ მოეფხანებოდა, იტყოდა, დღეს ფული შემომივაო; თუ მარჯვენა ხელი მოეფხანებოდა – დღეს აუცილებლად შევხვდები დიდი ხნის ნაცნობს, გამარჯობას ვეტყვი და, მარჯვენა ხელს ჩამოვართმევო; მისი ცხვირის მოფხანა და სტუმრის მოსვლა ერთი იყო. მეც არ მივაქცევდი ყურადღებას მსგავს რამეებს, რომ არა ბებიაჩემი. მიმაჩნია, რომ მისტიკური ნიშნები წინაპრებისგან შემონახული დაკვირვებებია და მათი უარყოფა არ შეიძლება. დაფიქრდით, გააანალიზეთ თუ როგორ აგიხდათ საკუთარ თავზე დაცდილი მინიშნებები და მიხვდებით, რომ სიმართლეს ვამბობ. მაგალითად, თუ ახალ ჭურჭელს შეიძენთ, ვთქვათ, ვედროს, ჯამს, ფიალას, ლარნაკს და ასე შემდეგ, სახლში შეტანისთანავე სამჯერ წარმოთქვით: „ეს სავსე იყოს, მე კი სიღარიბეს დავავიწყდე”. თუ ღამით კოშმარული სიზმრები ან უძილობა გაწუხებთ, საღამოს, ძილის წინ, სამჯერ ჩაიცვით და გაიხადეთ ის სამოსი, რითაც ღამით უნდა დაიძინოთ, შემდეგ ისევ ჩაიცვით და დაწექით დასაძინებლად. სახლის ჩუსტები კი დააწყვეთ საძინებელი ოთახის კუთხეში და ჩუმად წარმოთქვით: „თქვენ ამ კუთხეში იყავით, დილამდე დამელოდეთ, მე ტკბილად და მშვიდად უნდა ვიძინო.” 

–  ერთ-ერთ ეზოთერულ  წიგნში ამოვიკითხე, რომ ჩვეულებრივი ხახვი კარგი  დამცავი და მაგიური საშუალებაა  და მას უარყოფითი ასტრალური ენერგიებისგან გათავისუფლება შეუძლია. ამასთან დაკავშირებით  რას გვეტყვით?

–  დიახ, კარგი მაგიური დამცავი საშუალებაა ადამიანებისთვის უბრალო, ჩვეულებრივი, „მტირალა ბოსტნეული“ – ხახვი. მას „ჭუჭყიანი” ასტრალური ენერგიებისგან შეუძლია, გაგვათავისუფლოს. როდესაც გრძნობთ, რომ ძალა გეცლებათ, სუსტად ხართ და გუნება-განწყობაც ხშირად გეცვლებათ, ესე იგი, ყველაფერი რიგზე ვერ არის და ეს უნებურად არ ხდება. ამ დროს საჭიროა, იმ ნეგატიური ენერგიის გატანა საცხოვრებლის გარეთ, რომელიც დაგროვდა და ნეგატიურად მოქმედებს თქვენზე. 

– სიმართლე გითხრათ, მისი გაციებისა და გრიპის პროფილაქტიკურ ეფექტურობაზე ბევრი მსმენია, მაგრამ ამ ბოსტნეულის მაგიურ თვისებებზე არასდროს დავფიქრებულვარ.  

 – ბევრმა ამის შესახებ არაფერი იცის. გეტყვით, რომ ყველაზე იოლი, ხელმისაწვდომი, ეფექტური და ელემენტარული მაგიური დამცავი საშუალებაა, ჩვეულებრივი ხახვი. ხახვი, მტირალა ბოსტნეულს რომ ვეძახით დიასახლისები და ისიც ცხარე ცრემლით, დაუნდობლად გვატირებს, რეალურად ჩვენს კეთილდღეობაზე ზრუნავს. ერთ მარტივ და ეფექტურ ხერხს გასწავლით: აიღეთ საშუალო ზომის წითელი, მწარე ხახვი, გაჭერით იმდენ ნაწილად, რამდენი კუთხეც არის თქვენს მისაღებ ოთახში და დაალაგეთ კუთხეებში. საერთოდ, ოთახის კუთხეებიდან ისეთი გამჭოლი ასტრალური ენერგიები მოდის, რომელიც ადამიანის ენერგეტიკაზე მოქმედებს და აურას აზიანებს. ოთახის კუთხეებში დაწყობილ ხახვს კი აქვს თვისება, შეისრუტოს ჭუჭყიანი ასტროლოგიური ენერგია და დაიცვას მისგან ადამიანები, რომლებიც იმ ბინაში ცხოვრობენ. 

– რამდენი დღე უნდა ეწყოს ხახვის ნაჭრები ოთახის კუთხეებში და შემდეგ სად წავიღოთ? 

 – ხახვის ნაჭრები სამი დღე უნდა ეწყოს. შემდეგ უნდა აიღოთ, გაახვიოთ ქაღალდში და გზაჯვარედინზე დადოთ. ამით საცხოვრებელს გაათავისუფლებთ ასტრალური ნაგვისგან. ეს ხახვის ნაჭრები ჭუჭყიანი ასტრალური ენერგიებითაა დამუხტული. ბევრმა დიასახლისმა იცის ასევე, კერძის მოსამზადებლად წინასწარ გაამზადებს პროდუქტებს. მაგალითად, დაჭრის ხახვს და დააწყობს მაგიდაზე, რომ მეორე დღეს დრო მოიგოს და საქმე გაიიოლოს. ამით დიდ შეცდომას უშვებთ, რადგან, ღამით, მაგიდაზე დატოვებული დაჭრილი ხახვი იმუხტება ბინაში არსებული ნეგატიური ენერგიით, ღრუბელივით ისრუტავს მას. მეორე დღეს მისი კერძში გამოყენება კი ძალიან საშიშია. ასევე, კარგია, თუ სამზარეულოში წითელი ხახვის აცმას დაკიდებთ.

–  თუ სარკე გაგვიტყდა  სახლში, ეს ცუდის მომასწავებელია?

–   ყველა ჩვენგანმა იცის, რომ სარკე განსაკუთრებულ მოვლას და შენახვას საჭიროებს – არ გატყდეს, ან არ გაიბზაროს, თორემ ეს უბედურების მაუწყებელია. სარკეს ბევრი უბედურების მოტანა შეუძლია, თუ პატრონი უდიერად ექცევა ან სათანადო ყურადღებას არ აქცევს. მაგალითად, თუ სარკე დაიბურა, გაჩნდა მასზე ლაქები, გაიბზარა ან გატყდა, ესე იგი, პატრონს რაღაც უსიამოვნება ელის. არ არის აუცილებელი, სარკის გატეხას, მისი მფლობელის ან ოჯახის ერთ-ერთი წევრის გარდაცვალება მოჰყვეს, როგორც ეს ხალხშია გავრცელებული. თუმცა, სიკვდილის ტოლფასი კრახის, დაავადების ან პირად ცხოვრებაში წარუმატებლობის წინაპირობა კი შეიძლება გახდეს და ის მის მფლობელს გაფრთხილებას ასეთი სახით აძლევს. საერთოდ, როგორც ეზოთერიკოსი და პარაფსიქოლოგი, ყოველთვის ვამბობ და ვაფრთხილებ ადამიანებს, თუ არ შეგიძლიათ, საკუთარი თავი დაიცვათ, საფრთხეს მაინც ნუ შეიქმნით ხელოვნურად. დაუჯერეთ ისეთ ადამიანს, ვისაც ამ საქმეში გარკვეული ცოდნა და გამოცდილება აქვს. 

 

скачать dle 11.3