კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

 

 

კითხვა: რა არის ტალალგია და როგორ მკურნალობენ მას?

პასუხი: ტალალგია (ლათინურად – talus –კოჭის ძვალი, ბერძნულად – algos – ტკივილი) – კოჭის ტკივილი, ქუსლის ტკივილი. არსებობს დისტროფიული და ანთებითი ხასიათის. ქუსლის არეში დისტროფიულ გამოვლინებებს ხშირად „ქუსლის დეზს“ უწოდებენ. კლინიკური სიმპტომები განპირობებულია არა თვით დეზის არსებობით, არამედ მისი მიმდებარე რბილი ქსოვილების დაზიანების ხარისხით. მკურნალობა კონსერვატიულია და დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზსა და პროცესის სტადიაზე. რეკომენდებულია ანთების საწინააღმდეგო მკურნალობა (არაასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრაპარატები, ადგილობრივად  – იმავე მოქმედების გელი და მალამო), კარგ და მდგრად ეფექტს გვაძლევს ადგილობრივი ერთჯერადი დიპროსპანის შეყვანა. 

კითხვა: გავიკეთე ოპერაცია კვანძოვანი კოლოიდური ჩიყვის გამო (ამოკვეთილი მაქვს ფარისებრი ჯირკვლის მაჯვენა წილი და ყელაკი), ანალიზები ნორმალურია. ექიმმა იოდომარინი დამინიშნა – 100 მილიგრამი საუზმის შემდეგ. მიზანშეწონილია თუ არა მისი მიღება ჩემი დიაგნოზის შემთხვევაში?

პასუხი: როგორც ჩანს, ჯირკვლის ფუნქცია შენარჩუნებულია. იოდომარინი შეგიძლიათ მიიღოთ დარჩენილ ქსოვილში კვანძების წარმოქმნის პროფილაქტიკისთვის. მაგრამ, გაითვალისწინეთ, რომ იოდის ეფექტურობა ასაკის უკუპროპორციულია. თუ თქვენი ასაკი 45-50 წელზე მეტია, იოდის მიღებას აზრი არ აქვს.

კითხვა: ორი წლის წინ ჩავიტარე მკურნალობა ქვედა კიდურების ვენების თრომბოზის გამო. მას შემდეგ ვიღებდი თრომბოასს და პერიოდულად ფლებოდიას. ხუთი თვის წინ ვიმშობიარე. ბავშვი ბუნებრივ კვებაზე მყავს, წამლების დალევა არ შეიძლება, ექიმთან ვერ მივდივარ, ფეხები კი ისევ მაწუხებს. როგორ მოვიქცე?

პასუხი: უნდა შეარჩიოთ კომპრესული (მოჭერითი) ტრიკოტაჟი და ატაროთ რაც შეიძლება ხშირად. ადგილობრივად – მალამოები (ლიოტონი, ტროქსევაზინი).

კითხვა: ჩემი გოგონა 3 წლისაა და ძალიან სცვივა თმა. ღირს თუ არა ამ ასაკში ტრიქოლოგთან მისი მიყვანა? 

პასუხი: თუ თქვენს გოგონას ძლიერი თმის ცვენა აქვს, გამოიკვლიეთ ფარისებრი ჯირკვალი და რკინის რაოდენობა სისხლში. რა თქმა უნდა, ტრიქოლოგის (თმის სპეციალისტის) კონსულტაციაც არ იქნება ზედმეტი.

კითხვა: ძალიან მიყვარს ტკბილეული, მაგრამ, როგორც კი კანფეტებს შევჭამ, პირის კუთხეებში გამონაყარი მიჩნდება, რომელიც ძალიან მაწუხებს. ალბათ, ალერგია მაქვს ტკბილზე. ვისვამ ფტოროკორტს. არის თუ არა ფტოროკორტი ჰორმონული პრეპარატი?

პასუხი: შესაძლოა, ეს ალერგიაა, ამიტომ, ფტოროკორტის წასმა არ შეიძლება. ის ფტორირებულ ჰორმონებს განეკუთვნება და უამრავი გვერდითი ეფექტი აქვს. მიმართეთ ალერგოლოგს!

კითხვა: შეიძლება თუ არა მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით ინფორმაციის მიღება მილების გამტარიანობასა და ენდომეტრიოზის უბნების არსებობაზე?

პასუხი: მცირე მენჯის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია საკმაოდ ინფორმატიული მეთოდია, რომელიც ენდომეტრიოზის კერების აღმოჩენის და მისი  სხვა ორგანოებზე გავრცელების  საშუალებას იძლევა. მილების გამტარიანობის დადგენა შეუძლებელია, მაგრამ, მილებში ანთებითი დაავადებების დიაგნოსტირება შესაძლებელია. 

 

 

скачать dle 11.3