კრიშტიანუ რონალდუ – 2012 წლის ყველაზე სექსუალური სპორტსმენი
ამერიკულმა ჟურნალმა „ფიფლმა” მადრიდის „რეალის” პორტუგალიელი სუპერვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ 2012 წლის ყველაზე სექსუალურ სპორტსმენ მამაკაცად დაასახელა. რონალდუსთან ერთად, ყველაზე სექსუალურების ათეულში ასევე მოხვდნენ: „ნიუ-იორკ ჯაიანთსის” ფორვარდი ვიქტორ კრუსი, მოცურავე ნატან ედრიანი, „ნიუ-იორკ რეინჯერსის” შვედი გოლკიპერი ჰენრიკ ლუნდკვისტი, ჩოგბურთელი ენდი მარეი, „მაიამი ჰითის” ვარსკვლავი ლებრონ ჯეიმსი და მოცურავე რაიან ლოჰტი.