კამაჩოს უკანასკნელი რაუნდი
კრივში ყოფილი მსოფლიოს ჩემპიონის, პუერტორიკოელი ექტორ კამაჩოს ოჯახმა მიიღო გადაწყვეტილება, გაეთიშა სპორტსმენი ხელოვნური სუნთქვის აპარატისგან. ამ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღით ადრე, ექსჩემპიონის ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს, ადგილზევე დაიღუპა მძღოლი, ხოლო კამაჩო კრიტიკულ მდგომარეობაში საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. 1982-2010 წლებში 50 წლის კამაჩომ 88 ბრძოლა გამართა პროფესიულ რინგზე და 79-ში გამარჯვება იზეიმა, მათ შორის, 38-ჯერ – ნოკაუტით. ის მსოფლიოს ჩემპიონის ქამრებს ფლობდა მსუბუქ და ნახევრად მსუბუქ წონით კატეგორიებში.