კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

 

კითხვა: ჩაითვლება თუ არა მონათლულად გოგონა, რომელსაც ამ საიდუმლოს შესრულების დროს დედათა წესი ჰქონდა?

პასუხი: ნათლობა შესრულებულად ჩაითვლება, მაგრამ, ყოველ მანდილოსანს უნდა ახსოვდეს, რომ დედათა წესის დროს თავი შეიკავოს საეკლესიო  საიდუმლოებებში მონაწილეობისგან.

კითხვა: შევიცვალე საცხოვრებელი ბინა. ძველ ბინაში დარჩენილი ჩემი სახლის ანგელოზი როგორ გადმოვიპატიჟო ახალ სახლში?

პასუხი: ანგელოზის გადმოპატიჟება თავისთავად არასდროს ხდება ძველი ბინიდან ახალში. უნდა მოიყვანოთ მოძღვარი, აკურთხებინოთ სახლი და თქვენი ფუძის ანგელოზიც დაივანებს თქვენს ახალ საცხოვრებელში. ხოლო იმისთვის, რომ მან არ დატოვოს ეს სამყოფელი, საჭიროა ქრისტიანულად იცხოვროთ.

კითხვა: ჩემი დედამთილი მუდმივად მსაყვედურობს, როდესაც ღამით ან სარეცხს ვფენ, ან ნაგავს ვყრი. ამას ის ქრისტიანული ტრადიციით მისაბუთებს. რამდენად სარწმუნოა მისი მტკიცება?

პასუხი: ნურასოდეს აჰყვებით მსგავს ცრურწმენებს. ბოროტ ძალას სურს, მორწმუნეთა ყურადღების გადატანა ჭეშმარიტი რწმენიდან ათას უმნიშვნელო ცრუ წვრილმანზე. ნუ მოექცევით მისი გავლენის ქვეშ.

კითხვა: შეიძლება თუ არა ეკლესიის ტერიტორიიდან საეკლესიო საკუთრების წამოღება?

პასუხი: როგორც წესი, საეკლესიო საკუთრების სახლში წამოღება არ შეიძლება. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დანაშაულადაც კი ითვლება, თუ სიწმინდეები დროებით არ წამოვიღეთ და არ შევინახეთ. მაგალითად, თუ დანგრეული ეკლესიის პირობებში, ღია ცის ქვეშ ფუჭდება და იძარცვება საეკლესიო ქონება. ეკლესიის აღდგენის შემდეგ კი, ცხადია, მათ უკან დააბრუნებთ.

 

скачать dle 11.3