კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სულების გამოცხადება

 

მე ეჭვი შემეპარა, ხომ არ იყო ეს ეშმაკისგან და ვკითხე, თუ რას ასწავლიდნენ ეს თეთრსამოსიანი ადამიანები, როგორ უნდა ელოცათ და როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ სხვებთან.

მოხუცმა მიპასუხა, რომ მას ასწავლიდნენ, ელოცა სამყაროს შემოქმედი ღვთის მიმართ, ელოცა მთელი სულით და გულით; ისინი ხანდახან დიდხანს ლოცულობდნენ მასთან ერთად, ასწავლიდნენ სხვა ქრისტიანულ სათნოებებსაც, ყველაზე მეტად ურჩევდნენ, დაეცვა სიწმინდე და ერთგულება ცოლქმრულ ურთიერთობებშიც და სხვა ადამიანებთანაც; ასწავლიდნენ პირჯვრის გადაწერას, ყველა საქმის დაწყების წინ ღვთისგან კურთხევის თხოვნას; ასწავლიდნენ, რომ დილით ძალიან ადრე არ ეჭამათ, მრავალ ოჯახს ერთად არ ეცხოვრა, არ ეჭამათ ახლად მოკლული თბილი თევზი ან ცხოველი, ხოლო ზოგი ფრინველი, ცხოველი ან წყალმცენარე საერთოდ არ უნდა გამოეყენებინათ საკვებად.

შემდეგ მე ვკითხე, თუ გამოცხადდებიან ისინი აღსარებისა და ზიარების შემდეგ და უბრძანეს თუ არა, ჩემთვის დაეჯერებინათ?

მან მიპასუხა, რომ გამოეცხადნენ, უთხრეს, რომ აღსარების დროს ნათქვამი ცოდვების შესახებ არავისთან ესაუბრა, ზიარების შემდეგ მალე არ ეჭამა ცხიმიანი საკვები და ყურად ეღო მოძღვრის სწავლება. 

შემდეგ მე ვკითხე: რას გრძნობდა ამ სულების გამოცხადებისას – სიხარულს თუ მწუხარებას?

– იმ შემთხვევაში, თუ რაიმე ცუდი მაქვს ჩადენილი, სინდისი მქენჯნის, სხვა დროს კი არავითარი შიშის გრძნობა არ მაქვს. რამდენჯერმე ვთხოვე მათ, ჩემთან აღარ მოსულიყვნენ, რადგან, ბევრს შამანი ვგონივარ, მე კი არ მინდა, რომ ეს სახელი მიწოდონ, მაგრამ, მათ მიპასუხეს, რომ ისინი ეშმაკები არ არიან და ღვთისგან არა აქვთ ნაბრძანები ჩემი მიტოვება. ჩემს კითხვაზე, თუ რატომ არ ეცხადებოდნენ სხვებს, მიპასუხეს, რომ მათ ასე უბრძანეს.

სხვათა შორის, ივანე სმირენნიკოვი დაწვრილებით მოუყვა მამა იოანეს წმიდა ისტორიიდან: შესაქმისა და ანგელოზთა დაცემის, სიკეთისა და ბოროტების ხის, პირველი ძმისმკვლელის – კაენის, ნოეს, აბრაამის, იოანე ნათლისმცემლის, ღვთისმშობლის ხარების, მაცხოვრის შობის შესახებ – ეს ყველაფერი მას ანგელოზებმა ასწავლეს, თავად მან არც რუსული ენა იცოდა და არც წერა-კითხვა, რომ სადმე მოესმინა ან ამოეკითხა ეს ყოველივე.

მამა იოანემ სმირენნიკოვის დაწვრილებით გამოკითხვისა და მისი ქცევის შესახებ სხვათა ნაამბობის მოსმენის შემდეგ, ასე დამოძღვრა იგი:

– ვხედავ, რომ შენ ეშმაკები არ გეცხადებიან, ამიტომ, მოისმინე და შეასრულე მათი ნათქვამი, მხოლოდ, თუკი ეს არ იქნება საწინააღმდეგო იმისა, რასაც მე გასწავლით მომავალში. თუ ვინმე დახმარებას გთხოვს, უთხარი, რომ თავად სთხოვოს ღმერთს დახმარება, როგორც ყველას მამას. მკურნალობას არ გიკრძალავთ, ოღონდ, ყველას, ვინც შენთან სამკურნალოდ მოვა, უთხარი, რომ შენ კი არ კურნავ მათ, არამედ, კურნება ღვთის მადლითა და ძალით ხდება. ურჩიე, რომ ილოცონ და მადლობა შესწირონ უფალს. არ გიკრძალავ სხვებისთვის სწავლებასაც, ოღონდ, მარტო მცირეწლოვანნი უნდა დამოძღვრო. მომავალზე კი არავის ესაუბრო, მათ შორის – მეც.

შემდეგ მამა იოანე სხვა ალეუტებსაც ესაუბრა, უბრძანა, რომ სმირენნიკოვისთვის შამანი აღარ ეწოდებინათ და არაფერი ეკითხათ მისთვის. შეჰკითხვოდნენ მხოლოდ, რა იცოდა ღმერთის შესახებ.

მიტროპოლიტ ინოკენტის შრომებიდან

 

скачать dle 11.3