კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ეძებს ქალაქ იჟევსკიდან საქართველოში თავისი შვილის მამას და რა არ იციან ბებიამ და ბაბუამ

 

34 წლის ოლღა მიხეილის ასული პოპოვა ეძებს 36 წლის ზამირ (ტიმურ) ალიევს.

ისტორია: ვეძებ: 36 წლის ზამირ (ტიმურ) ალიევს. მე ტიმური იჟევსკში გავიცანი, ერთმანეთი შეგვიყვარდა და შედეგად შვილიც გამიჩნდა, ტიმური კი 1998 წელს დროებით საქართველოში, ქალაქ რუსთავში დაბრუნდა. ძალიან მინდა მისი პოვნა. გთხოვთ, დამეხმაროთ.

– გვიამბეთ თქვენი ისტორია, როგორ დაკარგეთ ერთმანეთი, რა მოხდა?

– მე და ტიმურმა ერთმანეთი ქალაქ იჟევსკში გავიცანით. ტიმური მაშინ დაახლოებით 22 წლის იქნებოდა. ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი. 1998 წლის შემოდგომაზე მე დავორსულდი, მაგრამ, მძიმე ორსულობა მქონდა და 1998 წლის დეკემბერში იჟევსკის საავადმყოფოში დამაწვინეს. მას შემდეგ, რაც საავადმყოფოში დავწექი, მე და ტიმური ტელეფონით ვურთიერთობდით. ორივე ვემზადებოდით შვილის დაბადებისთვის. ტიმურმა მითხრა, რომ აუცილებლად უნდა ჩასულიყო საქართველოში, ქალაქ რუსთავში, რათა უკეთ მომზადებულიყო შვილის დასახვედრად. ბოლოს მე მას 1999 წელს ვესაუბრე ტელეფონით და მას შემდეგ კავშირი გაწყდა. 1999 წლის 13 ივნისს მე გავაჩინე ბიჭი. ჩვენი შვილი ამჟამად უკვე 13 წლის არის და ძალიან ჰგავს თავის მამას. მე ტიმურისგან არაფერს ვითხოვ, არც ჩემს შვილს უნდა რამე, უბრალოდ, მინდა, რომ მამა-შვილი იცნობდეს ერთმანეთს. თუკი ტიმურს ამჟამად თავისი ოჯახი აქვს, მე არც მის დანგრევას ვაპირებ, უბრალოდ, მინდა, რომ ჩემმა შვილმა ერთხელ მაინც ნახოს მამა. ვიცი, რომ ტიმურს ჰყავს და; ჩემთვის, ასევე, ცნობილია მისი მშობლების სახელებიც.

– კიდევ რა იცით ტიმურის შესახებ? ყველაფერი გვიამბეთ.

– ტიმურის (ანუ, ზამირის) მშობლებს ჰქვიათ: მამას – ალიკ ალიევი, დედას – ნანა. დას კი – ნათია. ვიცი, რომ ტიმური დაიბადა საქართველოში, ქალაქ რუსთავში. 1998-1999 წლებში ტიმურის ოჯახი საბერძნეთში იმყოფებოდა, სადაც მათ რაღაც ბიზნესიც ჰქონდათ, შემდგომ კი უნდა წასულიყვნენ იტალიაში. თავად ტიმურს ბოლოს ზუსტად 1999 წლის იანვარში ველაპარაკე და ის არ აპირებდა დაკარგვას. 

– მაინც, როგორ ფიქრობთ, რა მოხდა, რატომ დაიკარგა ტიმური?

– დაახლოებით 1999 წლის თებერვალში მე დამირეკა (ქალაქ რუსთავიდან) ტიმურის მეგობარმა, რომელმაც მითხრა, რომ ზამირი ციხეშია, ის საკმაოდ დიდი ხნით დააპატიმრეს და თავად დამირეკავს, როცა შეძლებს. არ ვიცი, რამდენად სწორი და ზუსტი ინფორმაცია იყო ეს, მაგრამ, იმ დროს ეს ყველაფერი  დავიჯერე. იმ მეგობარს სახელად გოგიტა ერქვა (გვარი არ ვიცი). ამჟამად კი ზამირს აუცილებლად ექნება თავისი ოჯახი და, ალბათ, შვილებიც ჰყავს, მაგრამ მე მინდა, რომ ეს ბავშვები იცნობდნენ ჩემს შვილს, ისინი ერთმანეთისთვის ხომ ნახევარდაძმები არიან.

– ზამირის მშობლებმა თუ იცოდნენ თქვენ შესახებ?

– მათ არაფერი იცოდნენ და, დარწმუნებული ვარ, არც ახლა ეცოდინებათ არაფერი ჩვენ შესახებ. მათ კი ჰყავთ პირველი შვილიშვილი – ქალაქ იჟევსკში გაზრდილი ბიჭი. ჩემი აზრით, როდესაც ისინი ამას გაიგებენ, გაუხარდებათ და მოუნდებათ შვილიშვილის ნახვა.

– როგორ ფიქრობთ, ტიმური გეძებდათ?

– ეს სავსებით შესაძლებელია, რადგან, თუკი ის ნამდვილად იხდიდა სასჯელს, როდესაც გამოვიდა, მაშინ მაინც შეეცდებოდა ჩემთან დაკავშირებას, მე კი საცხოვრებელი ბინა მაქვს შეცვლილი. იმ მომენტში ამაზე სულ არ მიფიქრია და, თქვენ წარმოიდგინეთ, გადმოსვლის დროს ტიმურის მისამართიც კი დავკარგე. ამიტომ, არ არის გამორიცხული, ტიმური მეძებდეს – მან ხომ იცოდა, რომ შვილი უნდა გაგვჩენოდა.

– მაინც, როგორ ფიქრობთ, თქვენი და ბავშვის გამოჩენა ხომ არ იქნება გარკვეული შოკი ტიმურის ამჟამინდელი ოჯახისთვის (თუკი აქვს)?

– მე ამაზე მიფიქრია და საკუთარი თავის მაგალითზე ვიტყვი: მე რომ ვიყო მისი მეუღლე და გამოჩნდეს ვინმე, ვინც ასეთ ისტორიას მოყვება, მე ძალიან მომინდებოდა მისი გაცნობა და ბავშვის ნახვა, – ამას გულწრფელად ვამბობ. მე რომ რაიმე ანგარება მამოძრავებდეს, მას აქამდეც კარგად მოვძებნიდი.

 თუ გაქვთ რაიმე ინფორმაცია ამ ისტორიის შესახებ ან თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.

 

скачать dle 11.3