კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაწყვიტეს სპონტანურად თანაცხოვრება ანა იმედაშვილმა და მისმა მეუღლემ და რას ნანობდა მის გარეშე უცხოეთში წასული დათო იმედაშვილი

ანა იმედაშვილი, რომელსაც დუტასთან ერთად მიჰყავს მუსიკალური გადაცემა „ახალი ხმა“, წამყვანის ამპლუაში პირველად არის და, როგორც თავად ამბობს‚ ეს უცნაურად და მოულოდნელად გადაწყდა. „ახალი ხმის“ მაყურებელი სამი კვირის განმავლობაში კიდევ ნახავს რინგს დანარჩენი მონაწილეებით, რის შემდეგაც ლაივ-შოუები დაიწყება, სადაც რინგს გადარჩენილი კონკურსანტები პირდაპირ ეთერში შეასრულებენ სიმღერებს. ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული‚ ამას უკვე ესემესებით გადაწყვეტს მაყურებელი. 

 

ანა იმედაშვილი: ყველაფერი უცნაურად მოხდა: დათო იმედაშვილს, ჩემს მეუღლეს, რომელიც „ახალი ხმის“ პროდიუსერია, არ უნდოდა, გადაცემის წამყვანი ვყოფილიყავი; ასევე იყო, როდესაც მის ფილმში ვითამაშე – მაშინაც არ უნდოდა, რომ მეთამაშა. მე, რა თქმა უნდა‚ გადაცემის წაყვანის სურვილი მქონდა – რატომაც არა?! მაგრამ‚ როგორც ფილმის შემთხვევაში, ახლაც ვერ ვამბობდი ამას. ჩვენს საერთო მეგობარს, მანანა დოიაშვილს, რომელიც გადაცემის სცენარზე მუშაობს, ასევე‚ სხვა მეგობრებს, რომლებიც ამ პროექტზე მუშაობენ, მოსწონდათ ჩემი წამყვანობის იდეა და დათოს აპარებდნენ. დათო თავიდან უარზე იყო. ამ პროექტის სხვადასხვა ქვეყნის ვერსიაში არის წამყვანის ერთ-ერთი ფორმა – „ვი რეპორტერ“, რომელიც პროექტის შესახებ ამზადებს პატარ-პატარა გადაცემებს, დებს ინტერნეტში და ლაივ-შოუების დროს კი მაყურებელს ატყობინებს, რა ხდება „ფეისბუქზე“, „ტვიტერზე“. მოკლედ‚ დათომ გადაწყვიტა, რომ „ვი რეპორტერი“ ვყოფილიყავი. რა თქმა უნდა‚ ძალიან გამიხარდა, ბედნიერი ვიყავი და ვემზადებოდი ამისთვის. მაგრამ‚ როდესაც ბრმა ქასთინგების ჩაწერა დავიწყეთ‚ დაემთხვა ისე, რომ დუტას მინსკში მოუწია წასვლა. მოკლედ‚ დავრჩით დუტას გარეშე და დაიწყეს ფიქრი იმაზე‚ კიდევ ერთი წამყვანი ხომ არ შევიყვანოთო. რადგან ვიღაცის უცებ შეყვანა არაორგანული იქნებოდა, გადაწყვიტეს‚ მოდი, ანა შევიყვანოთო. სულ ვხალისობ – ჩემდა საბედნიეროდ, დუტა მინსკში წავიდა-მეთქი. ასე შემაგდეს ბრმა ქასთინგების მსვლელობის დროს.

– დათოც შეეგუა ამ ფაქტს?

– სხვა გზა აღარ იყო და, საბოლოოდ ყველაფერი ჩემთვის სარფიანად დამთავრდა. სულ ვამბობ: კარგი ბედ-იღბალი მაქვს, რადგან, ყველაფერი ასე კარგად მთავრდება-მეთქი. მოკლედ‚ ჩავწერეთ გადაცემა და, საბოლოო ჯამში, არცთუ ისე ცუდი გამოვიდა. თუმცა‚ მე ძალიან ვნერვიულობდი, მაგრამ მამახნევებდა ერთი რამ – „ჯეოსელის“ ოთახში ვიყავი და გულშემატკივრებთან მიწევდა ურთიერთობა, ხალხთან ურთიერთობა კი ძალიან მსიამოვნებს. 

– როგორი იყო დათოს შეფასებები?

– ამ შემთხვევაში დათო ჩემ მიმართ ძალიან სიტყვაძუნწია. ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ გადაცემაში ვიყავით მიწვეულები და იქ თქვა: მე ანას მუშაობით ძალიან კმაყოფილი ვარო, რაც ჩემთვის უცხო იყო და ძალიან გამიხარდა – ხშირად მითხარი-მეთქი. ეს დიდი კომპლიმენტი იყო მისი მხრიდან. კრიტიკული ნამდვილად არის, რადგან, ჩემგან უფრო მეტს მოითხოვს ორგანიზაციული კუთხით. რა თქმა უნდა‚ მე ისედაც არ ვიგვიანებ, მაგრამ, ყველაფერში სამაგალითო უნდა ვიყო, რადგან, არ შეიძლება‚ რომ, შენი ოჯახის წევრს, რომელიც შენთან მუშაობს, შენი სტაფის ნაწილია, რაღაცეები ეშლებოდეს და თან‚ დათო მუშაობის დროს ძალიან მკაცრია‚ განსაკუთრებით – დისციპლინის მხრივ, რაც, მიმაჩნია, რომ კარგია. ამ თვალსაზრისით ნაკლებად ვიმსახურებ შენიშვნებს. კომპლიმენტები უფრო ძალით უნდა გამოვტყუო: როგორი იყო, დათო, კარგი იყო? ხომ არ იყო ცუდი?.. ისიც მპასუხობს. ოჯახურ გარემოში, ურთიერთობაში‚ რა თქმა უნდა‚ რადიკალურად სხვანაირია. როდესაც დათო გავიცანი, არ ვიცოდი‚ როგორი იყო სამსახურში, მუშაობის პროცესში. ჩემთან რომ იყო: თბილი, მეგონა‚ ზოგადად ასეთი იყო. მახსოვს‚ ნინი ბადურაშვილის კლიპის გადაღებები იყო, მაშინ დათო ახალი გაცნობილი მყავდა, უკვე ერთად ვიყავით და წავედით გადასაღებ მოედანზე. უცბად დათო გახდა უმკაცრესი, ისეთი, როგორსაც ვერ წარმოვიდგენდი და ცოტა გავოგნდი. რომ დავინახე‚ მკაცრად იქცეოდა, მივდიოდი და ვამშვიდებდი: „დათო‚ არ გინდა... იქნებ თბილად თქვა“... დღის ბოლოს პაატა ჭელიძე მოვიდა და მითხრა: ოო, დედოფალო, მადლობა, რომ გადაგვარჩინეო, – ხალისობდა. დათოს რომ ამშვიდებდი, ამან მასზე კარგად იმოქმედაო. 

– საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ხარ?

– ძალიან კრიტიკული ვარ, სულ მგონია, რომ რაღაცა ცუდად გავაკეთე. რა თქმა უნდა‚ ბევრი რამ მექნება გასაკრიტიკებელი, რადგან, არ მაქვს დიდი გამოცდილება და, საერთოდ ეს ახალია ჩემთვის. ბედნიერი ვარ, რომ გამოცდილი ადამიანის, ანუ, დუტას გვერდით ვდგავარ, რომელიც რჩევებს მაძლევს და, შემიძლია‚ მისგან ბევრი რამ ვისწავლო. ყოველ ნიუანსს ვაკვირდები და ვფიქრობ, რომ ნელ-ნელა უფრო ვიხვეწები. რინგზე, სადაც მაყურებელი ზის, ღელვა უფრო მეტია, მაგრამ‚ სამაგიეროდ‚ ადრენალინია დიდი დოზით. საერთოდ‚ მიყვარს ექსტრემალური რაღაცეები, კარუსელები. დათო მეუბნება ხოლმე, არანორმალური ხარო. დათო ზოგჯერ არ მრთავდა ხოლმე რაღაცეების გაკეთების ნებას – სულ უსაფრთხოებაზე ზრუნავს: აი, ნახე, ეს ბოძი ქანაობს, რამე არ მოხდესო. თუმცა, თვითონ დიდი ექსტრემალია. ახლახან რუსთავში გაიმართა ავტორბოლა და პირველი ადგილი აიღო. მე და დათო კარტინგებზე დავდიოდით და ერთხელ დღის გამარჯვებული გავხდი – სისწრაფე მიყვარს ძალიან. 

– რამდენი წელია‚ რაც ერთად ხართ?

– მეექვსე წელია. ყველაფერი ძალიან მალე, სპონტანურად მოხდა. დათო რომ გავიცანი, ორ თვეში უკვე ერთად ვცხოვრობდით. ორი თვე მართლა არაფერია, მაგრამ, არ ვიცი‚ ეს როგორ მოხდა. ალბათ‚ რაღაც მომენტში ხვდები, რომ ეს არის ის ადამიანი, რომელიც შენ გჭირდება და გინდა. რა თქმა უნდა‚ ამას ახლავს სირთულეები, მაგრამ, ძალიან ბევრი დადებითი მხარეც აქვს. ეს ორი თვე უფრო გაცნობის, შეყვარებულობის და, ასევე, თანაცხოვრების პერიოდი იყო. ისე სწრაფად გავიდა ეს ხუთი წელი, ხან მგონია, რომ გუშინ გავიცანი, რადგან, მთელი ეს პერიოდი შეყვარებულებივით ვიყავით, რაც‚ ვფიქრობ, ურთიერთობისთვის ძალიან კარგია – ახალისებს. პლუს ამას, დათო საინტერესოდ ცხოვრობს – ბევრი საინტერესო მეგობარი ჰყავს და, ზოგადად, ურთიერთობებიც საინტერესოა. მერე გვიწევდა სულ მოგზაურობა. ამერიკაში ვიყავით წელიწად-ნახევარი, სადაც პროექტს ახორციელებდა. მეც, ჩემოდანივით, სულ მასთან ერთად ვიყავი და, რა თქმა უნდა‚ მსიამოვნებდა. სულ ერთად დავდიოდით. ორჯერ წავიდა დათო ჩემ გარეშე უცხოეთში და ძალიან ინანა – აღარასოდეს წავალ უშენოდო, რადგან, უბედურებები შეემთხვა – ხან ავად გახდა, ხან კიდევ რა მოუვიდა. 

– საკმაოდ პოზიტიური, ენერგიული ადამიანი ხარ.

– დათოც ასეთია, უშრეტი ენერგია აქვს, ასე მგონია, არასდროს იღლება. თან‚ ძალიან კომუნიკაბელური, სოციალური ტიპია, ყველასთან ახერხებს ურთიერთობას, ოღონდ, როგორ – მეც მიკვირს. ეს ყველაფერი ძალიან მომწონს, თან, ისეთი ტიპია, მის გვერდით არასდროს მოიწყენ, ოღონდ, აუცილებლად უნდა აუწყო ფეხი. ალბათ‚ სხვა ტიპის ადამიანი რომ ვყოფილიყავი, ამ „ფერხულს“ ჩამოვრჩებოდი, ვერ ავუბამდი მხარს. შესაბამისად გვაქვს ბევრი საერთო თვისება და, პირიქით – ბევრი განსხვავებული და ამით ვავსებთ ერთმანეთს. 

– დათოზე უამრავი კარგი რამ თქვი. საინტერესოა‚ თავად როგორი მეუღლე ხარ? 

– ეს‚ ალბათ‚ უფრო დათოს უნდა ჰკითხო. ვცდილობ, რომ კარგი ვიყო. იდეალური ადამიანი არ არსებობს, რაღაცეებს ნელ-ნელა ვხვეწთ. დათო ხშირად არის წარბშეკრული და ადრე სულ მეგონა‚ ცუდ ხასიათზე იყო, ახლა კი ვიცი, რომ ამ დროს ფიქრობს და არ უნდა შევაწუხო. 

– რა მოხდება‚ თუ შეაწუხებ?

– არ უყვარს, არადა, მე სულ კონტაქტს ვითხოვ, ეს კი სულ საქმეშია ჩართული. ვეჭვიანობ მის ლეპტოპსა და აიპედზე, ანუ ტექნიკაზე. მე რაღაცაში რომ ვარ ჩართული, მაშინაც შემიძლია‚ ყურადღება მივაქციო.

– ალბათ‚ არის გადაცემის ჩაწერებზე ისეთი რაღაცეები, რაც კადრს მიღმა რჩება და ვერ ხედავს მაყურებელი.

– ჩაწერებზე არის აუარებელი ენერგია და ემოცია, დადებითიც და უარყოფითიც‚ იმ თვალსაზრისით, რომ მონაწილე ტოვებს პროექტს. ბრმა ქასთინგიდან ვინც ვერ გადადიოდა, ისე ვნერვიულობდით... მარტო მე კი არა, ყველანი. ეჩვევი ამ ადამიანებს‚ თან‚ თითქოს, მათ ბედს წყვეტ – ხელს რომ აჭერ‚ ამით მათ ბედს ცვლი... რომ გადიოდა ვინმე, სიხარულისგან ვხტუნაობდი, ზოგჯერ ეს არაბუნებრივიც იყო. რინგი იყო სასწაული – ჩვეულებრივი რინგია. ძალიან რთულია, როდესაც ორ მონაწილეს შორის დგახარ და ელოდები განაჩენს,  გესმის, ორივეს ემოციები, განცდები, რაღაცას გეუბნებიან – ეს ძალიან რთულია. მწვრთნელებისთვის კიდევ უფრო ძნელია, რადგან მათ გამოაქვთ განაჩენი. ამიტომაც, ჩაწერების დროს ხშირად ითხოვდნენ შესვენებას – ნერვიული ფონი ახლდა ამ ყველაფერს. მე ისედაც გულჩვილი ვარ და, რომ უყურებ, როგორ ტირიან რინგზე მწვრთნელებიც, ძნელია, თავი შეიკავო. მე ვახერხებდი ამას, მაგრამ, მწვრთნელებს არ გამოსდიოდათ, რადგან, მათთან ერთად ცხოვრობდნენ ამდენი ხანი. 

 

скачать dle 11.3